მსოფლიო
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება
ანგელა მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება

ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი ნატო-ს მომ­დევ­ნო სა­მი­ტის თემა არ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, MAP-ის გარ­და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც არ­სე­ბობს იმის გა­მო­სა­ხა­ტად, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის კარ­გი პარტნი­ო­რი და ნატო ხე­დავს იმ პროგ­რესს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არის.

"მე ვფიქ­რობ, რომ MAP-ის სა­კი­თხი ნატო-ს შემ­დე­გი სა­მი­ტის თემა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ იმ პროგ­რესს რაც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ ვხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას მა­გა­ლი­თად ავ­ღა­ნეთ­ში. ნატო-ს შემ­დგო­მი სა­მი­ტის­თვის ჩვენ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ თუ რო­გორ უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის კარ­გი პარტნი­ო­რი და მე ვფიქ­რობ, რომ MAP-ის გარ­და სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც არ­სე­ბობს ამის გა­მო­სა­ხა­ტად", - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თუ ნატო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თავი შე­ი­კა­ვოს შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა რუ­სე­თის მხრი­დან აღ­ქმუ­ლი რო­გორც მწვა­ნე შუქი შემ­დგო­მი აგ­რე­სი­ის­თვის, მერ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა გო­ნია, რომ რუ­სე­თის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი აგ­რე­სი­ის­თვის.

"მე არ მგო­ნია სა­ერ­თოდ, რომ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მწვა­ნე შუქი და­მა­ტე­ბი­თი აგ­რე­სი­ის­თვის. ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, პი­რი­ქით, მხარ­და­ჭე­რის ღირ­სია", - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ანგელა მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება

ანგელა მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება

ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს იმის გამოსახატად, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და ნატო ხედავს იმ პროგრესს, რაც საქართველოში არის.

"მე ვფიქრობ, რომ MAP-ის საკითხი ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს რაც არის საქართველოში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას მაგალითად ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად", - აღნიშნა მერკელმა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც თუ ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას თავი შეიკავოს შემდგომ ნაბიჯებზე, იქნება თუ არა რუსეთის მხრიდან აღქმული როგორც მწვანე შუქი შემდგომი აგრესიისთვის, მერკელმა განაცხადა, რომ არა გონია, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება დამატებითი აგრესიისთვის.

"მე არ მგონია საერთოდ, რომ რაიმე გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან მიღებული იქნება როგორც მწვანე შუქი დამატებითი აგრესიისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოს უფრო ინტენსიური ურთიერთობა, პირიქით, მხარდაჭერის ღირსია", - განაცხადა მერკელმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა