პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახის დამანგრეველი პროფესიები - ცნობილების გულახდილი ინტერვიუ
ოჯახის დამანგრეველი პროფესიები - ცნობილების გულახდილი ინტერვიუ

პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვე­ზე და­მან­გრევ­ლად მოქ­მე­დებს, - ეს ჟურ­ნალ "გზის" ახა­ლი ნომ­რის ერთ-ერთი თე­მაა. სტა­ტი­ა­ში მკი­თხვე­ლი ცნო­ბი­ლე­ბის გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ებს იხი­ლავს.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ენგრე­ვათ უფრო ხში­რად ოჯა­ხე­ბი, ჟურ­ნალ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ერ­თგვა­რი გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­კი­თხულ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ოჯა­ხის დან­გრე­ვის ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე მსა­ხი­ო­ბებ­სა და მომ­ღერ­ლებს ემუქ­რე­ბათ, სხვე­ბი კი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ვერ აგე­ბენ მყარ ბუ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფრო მცი­რე ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ პრო­ფე­სი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს: მუ­შაც და კა­ლა­ტო­ზიც იგი­ვე "წარ­მა­ტე­ბით" და­ან­გრევს ოჯახს, რო­გორც - ხე­ლო­ვა­ნე­ბი.

- გა­მო­კი­თხულ რეს­პონ­დენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად ოჯა­ხე­ბი მსა­ხი­ო­ბებ­სა და მომ­ღერ­ლებს ენგრე­ვათ. ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბი?

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ალ­ბათ სწო­რია, რად­გან ძა­ლი­ან რთულ რე­ჟიმ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. ახალ წელს, სხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზეც სახ­ლში არ ვართ. ამ გა­რე­მო­ე­ბამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი რომ არ შექ­მნას, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ან შენი პრო­ფე­სი­ის უნდა იყოს, ან - ძა­ლი­ან გამ­გე­ბი, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა.

- მი­იჩ­ნევ, რომ ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ეს გა­რე­მო­ე­ბაა?

- ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი საქ­მე უზო­მოდ უყ­ვარს, პრო­ფე­სი­ას იშ­ვი­ა­თად თმობს, კომ­პრო­მის­ზე ნაკ­ლე­ბად მი­დის, ეს კი მისი მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის გა­უ­გე­ბა­რია. შე­იძ­ლე­ბა, ღა­მით და­გირ­ე­კონ და რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ან გა­და­ღე­ბა­ზე მის­ვლა გთხო­ვონ. ეს შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გი­ხა­რია, მაგ­რამ კა­ცებს არ ეს­მით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, იმ ოჯა­ხებ­ზე ვლა­პა­რა­კობ, სა­დაც ქა­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი. კა­ცებს პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­უღ­ლის ატა­ნა და გა­გე­ბა უჭირთ, გან­სა­კუთ­რე­ბით - სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე:

- ვფიქ­რობ, რომ ქორ­წი­ნე­ბა ლა­ტა­რი­აა, მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ანუ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ოჯა­ხებს ად­რე­ულ ასაკ­ში ქმნი­ან. ასეც რომ არ იყოს, ქორ­წი­ნე­ბა მა­ინც გა­მარ­თლე­ბა­ზეა. ოჯა­ხის ნა­ად­რე­ვად შექ­მნას თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს, მაგ­რამ ნუ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ მე­დალს 2 მხა­რე აქვს: წყვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ იც­ნო­ბენ, ამი­ტომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ უსი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნე­ბი ხში­რია. ერ­თმა­ნეთს ეუბ­ნე­ბი­ან, თურ­მე, შენ რო­გო­რი ყო­ფილ­ხა­რო.

- ოჯა­ხი თქვენც ნა­ად­რევ ასაკ­ში შექ­მე­ნით, მაგ­რამ ახერ­ხებთ, ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­სურ­ველ ადა­მი­ა­ნე­ბად დარ­ჩეთ. თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო რა­შია?

- 22 წე­ლია, მე და ირაკ­ლი ერ­თად ვართ. ჩვენ მა­მე­ბი ნა­ად­რე­ვად დავ­კარ­გეთ, ერ­თად ბევ­რი გა­სა­ჭი­რი გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ არას­დროს არც ერთს ხე­ლე­ბი არ ჩა­მოგ­ვიშ­ვია. სულ ვცდი­ლობ­დით, გვე­მუ­შა­ვა, ახა­ლი გზა გა­მოგ­ვე­ნა­ხა. ბედ­ნი­ე­რე­ბის რე­ცეპ­ტის გა­ცე­მა მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­მარ­ტი­ვო, ადა­მი­ა­ნის­თვის ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დო. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­გობ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ, თო­რემ ნე­ბის­მი­ერ ხან­გრძლივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტი ჩნდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­თა­ნაც მო­გიხ­დეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ის იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია, ერთი კონ­ფლიქ­ტი და შე­ლა­პა­რა­კე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბას არ არ­ღვევს. ოჯახ­შიც ბევ­რი ძვირ­ფა­სი რამ ისე უნდა დაგ­როვ­დეს, რომ ყო­ველ­გვა­რი შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი აზრი გა­და­წო­ნოს.

სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ჟურ­ნალ "გზის" ახალ, 22-ე ნო­მერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ოჯახის დამანგრეველი პროფესიები - ცნობილების გულახდილი ინტერვიუ

ოჯახის დამანგრეველი პროფესიები - ცნობილების გულახდილი ინტერვიუ

პროფესია, რომელიც ოჯახურ სიმყუდროვეზე დამანგრევლად მოქმედებს, - ეს ჟურნალ "გზის" ახალი ნომრის ერთ-ერთი თემაა. სტატიაში მკითხველი ცნობილების გულახდილ ინტერვიუებს იხილავს.

იმის გასარკვევად, თუ რა პროფესიის ადამიანებს ენგრევათ უფრო ხშირად ოჯახები, ჟურნალმა სოციალური ქსელის მეშვეობით ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოჯახის დანგრევის ყველაზე დიდი საფრთხე მსახიობებსა და მომღერლებს ემუქრებათ, სხვები კი აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებიც ვერ აგებენ მყარ ბუდეს. საზოგადოების უფრო მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს: მუშაც და კალატოზიც იგივე "წარმატებით" დაანგრევს ოჯახს, როგორც - ხელოვანები.

- გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე ხშირად ოჯახები მსახიობებსა და მომღერლებს ენგრევათ. ამ მოსაზრებას ეთანხმები?

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- ალბათ სწორია, რადგან ძალიან რთულ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ახალ წელს, სხვა დღესასწაულებზეც სახლში არ ვართ. ამ გარემოებამ ურთიერთობაში პრობლემები რომ არ შექმნას, მეორე ნახევარი ან შენი პროფესიის უნდა იყოს, ან - ძალიან გამგები, რაც იშვიათობაა.

- მიიჩნევ, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი მხოლოდ ეს გარემოებაა?

- ხელოვანი ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმე უზომოდ უყვარს, პროფესიას იშვიათად თმობს, კომპრომისზე ნაკლებად მიდის, ეს კი მისი მეორე ნახევრისთვის გაუგებარია. შეიძლება, ღამით დაგირეკონ და რეპეტიციაზე ან გადაღებაზე მისვლა გთხოვონ. ეს შენთვის მნიშვნელოვანია, გიხარია, მაგრამ კაცებს არ ესმით. ამ შემთხვევაში, იმ ოჯახებზე ვლაპარაკობ, სადაც ქალია პოპულარული. კაცებს პოპულარული მეუღლის ატანა და გაგება უჭირთ, განსაკუთრებით - საქართველოში.

ნათია ფანჯიკიძე:

- ვფიქრობ, რომ ქორწინება ლატარიაა, მით უმეტეს, საქართველოში ანუ ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ადრეულ ასაკში ქმნიან. ასეც რომ არ იყოს, ქორწინება მაინც გამართლებაზეა. ოჯახის ნაადრევად შექმნას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ მედალს 2 მხარე აქვს: წყვილები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, ამიტომ შეყვარებულობის რომანტიკული პერიოდის შემდეგ უსიამოვნო აღმოჩენები ხშირია. ერთმანეთს ეუბნებიან, თურმე, შენ როგორი ყოფილხარო.

- ოჯახი თქვენც ნაადრევ ასაკში შექმენით, მაგრამ ახერხებთ, ერთმანეთისთვის სასურველ ადამიანებად დარჩეთ. თქვენი საიდუმლო რაშია?

- 22 წელია, მე და ირაკლი ერთად ვართ. ჩვენ მამები ნაადრევად დავკარგეთ, ერთად ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს არც ერთს ხელები არ ჩამოგვიშვია. სულ ვცდილობდით, გვემუშავა, ახალი გზა გამოგვენახა. ბედნიერების რეცეპტის გაცემა მარტივი არ არის, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი გავამარტივო, ადამიანისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გავხადო. უპირველეს ყოვლისა, ოჯახის წევრები მეგობრები უნდა იყვნენ, თორემ ნებისმიერ ხანგრძლივ ურთიერთობაში კონფლიქტი ჩნდება. შეიძლება, ბავშვობის მეგობართანაც მოგიხდეს უსიამოვნება, მაგრამ ის იმდენად ძვირფასია, ერთი კონფლიქტი და შელაპარაკება ურთიერთობას არ არღვევს. ოჯახშიც ბევრი ძვირფასი რამ ისე უნდა დაგროვდეს, რომ ყოველგვარი შეუთანხმებელი აზრი გადაწონოს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "გზის" ახალ, 22-ე ნომერში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია