მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიების ახალი ტალღა საქართველოში
პრემიების ახალი ტალღა საქართველოში

IDFI პრე­მი­ე­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც IDFI-ის ინ­ფორმ­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, 2013 წელს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შე­მო­სავ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა პრე­მი­ი­სა ან სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მიერ - თი­თო­ე­ულ მათ­განს მი­ღე­ბუ­ლი აქვს და­ახ­ლო­ე­ბით 120 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია (ხელ­ზე 96 000 ლარი). გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის სი­დი­დით გა­მორ­ჩე­უ­ლია აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია. 2013 წელს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რეს (ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლი - 8 თვე, თა­მარ ჟვა­ნია - 4 თვე), მის მო­ად­გი­ლეს და ცეს­კოს მდი­ვანს პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვთ 265 272 ლარი.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი 311 744 ლარი, მათ შო­რის პრე­მია 120 988 ლარი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რმა, აკა­კი სი­ხა­რუ­ლი­ძემ მი­ი­ღო. თით­ქმის იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბას შე­ად­გენს და­ნარ­ჩენ წევრთა შე­მო­სავ­ლე­ბიც - ირაკ­ლი მო­სეშ­ვილ­მა მი­ი­ღო 309 886 ლარი, სო­ფიო ბრი­ტან­ჩუკ­მა 309 876 ლარი, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, კარ­ლო კვი­ტა­იშ­ვილ­მა კი 2013 წელს 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სავ­ლის სა­ხით 258 790 ლარი მი­ი­ღო.

IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­მო­სავ­ლე­ბიც. ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა შე­მო­სავ­ლის სა­ხით 195 000 ლარი მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი - 209 560 ლარი მის­მა მო­ად­გი­ლემ, ოთარ ნა­და­რა­ი­ამ მი­ი­ღო.

ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე 2013 წელს სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბი არ და­რი­ცხუ­ლა. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 2 397 034 ლარი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს 2013 წელს არც პრე­მია და არც სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი არ მი­უ­ღია. ვიცე პრე­ზი­დენ­ტებს - არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვილს და ოთარ ნა­და­რა­ი­ას 2013 წელს პრე­მი­ის სა­ხით თი­თო­ე­ულს მი­ღე­ბუ­ლი აქვს 43 000 ლარი. დე­კემ­ბრის თვე­ში თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა მი­ი­ღო 20 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია.

სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­ზე 2013 წელს პრე­მი­ი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით სულ გა­ცე­მუ­ლია 95 604 ლარი, სა­ი­და­ნაც ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის მიერ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (იან­ვა­რი-აგ­ვის­ტო) მი­ღე­ბუ­ლია 50 244 ლარი, ხოლო თა­მარ ჟვა­ნი­ას მიერ 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (სექ­ტემ­ბე­რი-დე­კემ­ბე­რი) – 45 360 ლარი.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, და­ვით კირ­თა­ძემ 2013 წელს შე­მო­სავ­ლის სა­ხით 158 284 ლარი მი­ი­ღო, მათ შო­რის და­ნა­მა­ტი - 33 800, პრე­მია 55 168 ლარი. ხოლო ცეს­კოს მდი­ვან­მა გიზო მჭედ­ლი­ძემ შე­მო­სავ­ლის სა­ხით 149 444 ლარი მი­ი­ღო.

2013 წელს ცეს­კოს აპა­რა­ტის შტა­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, ასე­ვე სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებ­ზე და­რი­ცხულ­მა პრე­მი­ე­ბის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 1 675 235 ლარი, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატ­მა - 2 658 481 ლარი.

2013 წელს სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მულ­მა პრე­მი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 2 928 150 ლარი შე­ად­გი­ნა. ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა -566 025 ლარი პრე­მი­ის სა­ხით თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლია დე­კემ­ბრის თვე­ში. 2013 წელს ბი­უ­როს უფ­რო­სის, გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის მი­ღე­ბულ­მა პრე­მი­ის ოდე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა 65 000 ლარი, ხოლო მის მო­ად­გი­ლე­ებს თი­თო­ე­ულს პრე­მი­ის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვთ 60 140 ლარი. ბი­უ­როს უფ­როს­მა და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა დე­კემ­ბრის თვე­ში, თი­თო­ე­ულ­მა მი­ი­ღო 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პრემიების ახალი ტალღა საქართველოში

პრემიების ახალი ტალღა საქართველოში

IDFI პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიებისა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც IDFI-ის ინფორმციიდან ირკვევა, 2013 წელს თანამდებობის პირების შემოსავლებში ყველაზე დიდი თანხა პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიღებულია კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების მიერ - თითოეულ მათგანს მიღებული აქვს დაახლოებით 120 000 ლარის ოდენობის პრემია (ხელზე 96 000 ლარი). გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების სიდიდით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს (ზურაბ ხარატიშვილი - 8 თვე, თამარ ჟვანია - 4 თვე), მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი.

ყველაზე მაღალი შემოსავალი 311 744 ლარი, მათ შორის პრემია 120 988 ლარი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, აკაკი სიხარულიძემ მიიღო. თითქმის იგივე რაოდენობას შეადგენს დანარჩენ წევრთა შემოსავლებიც - ირაკლი მოსეშვილმა მიიღო 309 886 ლარი, სოფიო ბრიტანჩუკმა 309 876 ლარი, კომისიის თავმჯდომარემ, კარლო კვიტაიშვილმა კი 2013 წელს 10 თვის განმავლობაში შემოსავლის სახით 258 790 ლარი მიიღო.

IDFI-ის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შემოსავლებიც. ბანკის პრეზიდენტმა შემოსავლის სახით 195 000 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე მეტი შემოსავალი - 209 560 ლარი მისმა მოადგილემ, ოთარ ნადარაიამ მიიღო.

ბანკის თანამშრომლებზე 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა. აღნიშნულ პერიოდში თანამშრომლებზე გაცემული პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 2 397 034 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 2013 წელს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ მიუღია. ვიცე პრეზიდენტებს - არჩილ მესტვირიშვილს და ოთარ ნადარაიას 2013 წელს პრემიის სახით თითოეულს მიღებული აქვს 43 000 ლარი. დეკემბრის თვეში თითოეულმა მათგანმა მიიღო 20 000 ლარის ოდენობის პრემია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე 2013 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 95 604 ლარი, საიდანაც ზურაბ ხარატიშვილის მიერ 8 თვის განმავლობაში (იანვარი-აგვისტო) მიღებულია 50 244 ლარი, ხოლო თამარ ჟვანიას მიერ 4 თვის განმავლობაში (სექტემბერი-დეკემბერი) – 45 360 ლარი.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კირთაძემ 2013 წელს შემოსავლის სახით 158 284 ლარი მიიღო, მათ შორის დანამატი - 33 800, პრემია 55 168 ლარი. ხოლო ცესკოს მდივანმა გიზო მჭედლიძემ შემოსავლის სახით 149 444 ლარი მიიღო.

2013 წელს ცესკოს აპარატის შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომლებზე, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე დარიცხულმა პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 675 235 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატმა - 2 658 481 ლარი.

2013 წელს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიების რაოდენობამ 2 928 150 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი თანხა -566 025 ლარი პრემიის სახით თანამშრომლებზე გაცემულია დეკემბრის თვეში. 2013 წელს ბიუროს უფროსის, გიორგი ხიზანიშვილის მიღებულმა პრემიის ოდენობამ შეადგინა 65 000 ლარი, ხოლო მის მოადგილეებს თითოეულს პრემიის სახით მიღებული აქვთ 60 140 ლარი. ბიუროს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა დეკემბრის თვეში, თითოეულმა მიიღო 10 000 ლარის ოდენობის პრემია.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა