სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის სანახავად ჩაფრინდა სააკაშვილი სასწრაფოდ კიევიდან კოლორადოში
ვის სანახავად ჩაფრინდა სააკაშვილი სასწრაფოდ კიევიდან კოლორადოში

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა კო­ლო­რა­დო­ში მდე­ბა­რე აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის აკა­დე­მი­ის კურ­სანტ მალ­ხაზ გელ­დი­აშ­ვი­ლის დე­დის­გან ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი მი­ი­ღო, სა­დაც ის ექს-პრე­ზიდ­ნეტს აშშ-ში ჩას­ვლას სთხოვ­და. კი­ევ­ში მყოფ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა გა­ა­უქ­მა და სას­წრა­ფოდ კო­ლო­რა­დო­ში გა­ემ­გზავ­რა.

კო­ლო­რა­დო­ში აკა­დე­მი­ის კურ­სანტ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რას "პოსტსკრიპ­ტუმ­მა" სი­უ­ჟე­ტი მი­უ­ძღვნა.

მალ­ხაზ გელ­დი­აშ­ვი­ლის დე­დამ წე­რი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მის­წე­რა. მალ­ხაზს კო­ლო­რა­დო­ში აკა­დე­მი­ის გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მო ჰქონ­და. დე­დას აღე­ბუ­ლი ჰქონ­და ბი­ლე­თიც, მაგ­რამ ჩას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა:

"უცებ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­ეძ­ლო ასე, ორ დღე­ში იქ ჩა­სუ­ლი­ყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და და "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წე­რი­ლი მივ­წე­რე", - ამ­ბობს მალ­ხაზ გელ­დი­აშ­ვი­ლის დედა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მალ­ხა­ზის დე­დას "ფე­ის­ბუ­ქით­ვე" უპა­სუ­ხა: "ახლა კი­ევ­ში ვარ, მაგ­რამ შეხ­ვედ­რე­ბი გა­ვა­უქ­მე და მივფრი­ნავ კო­ლო­რა­დო­ში, თქვე­ნი ბი­ჭის სა­ნა­ხა­ვად".

კო­ლო­რა­დო­ში მდე­ბა­რე აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის აკა­დე­მია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რომ­ლის კურ­სან­ტებს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას პი­რა­დად ულო­ცა­ვენ აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მდი­ვა­ნი.

წელს კო­ლო­რა­დო­ში ჯო ბა­ი­დე­ნი ჩა­ვი­და. ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც პი­რა­დად შეხ­ვდა და ესა­უბ­რა, ხოლო ქარ­თველ კურ­სანტს აკა­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა მი­უ­ლო­ცა. აკა­დე­მი­ა­ში კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი სწავ­ლობს. აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სამ­სა­ხურს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ. ამას ის კონ­ტრაქ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც მალ­ხაზ გელ­დი­აშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვის სანახავად ჩაფრინდა სააკაშვილი სასწრაფოდ კიევიდან კოლორადოში

ვის სანახავად ჩაფრინდა სააკაშვილი სასწრაფოდ კიევიდან კოლორადოში

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოლორადოში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის კურსანტ მალხაზ გელდიაშვილის დედისგან ემოციური წერილი მიიღო, სადაც ის ექს-პრეზიდნეტს აშშ-ში ჩასვლას სთხოვდა. კიევში მყოფმა სააკაშვილმა ყველა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და სასწრაფოდ კოლორადოში გაემგზავრა.

კოლორადოში აკადემიის კურსანტ ქართველ ახალგაზრდასთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას "პოსტსკრიპტუმმა" სიუჟეტი მიუძღვნა.

მალხაზ გელდიაშვილის დედამ წერილი მიხეილ სააკაშვილს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მისწერა. მალხაზს კოლორადოში აკადემიის გამოსაშვები საღამო ჰქონდა. დედას აღებული ჰქონდა ბილეთიც, მაგრამ ჩასვლა ვერ მოახერხა:

"უცებ გადავწყვიტე, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ასე, ორ დღეში იქ ჩასულიყო, მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა და "ფეისბუქის" გვერდზე წერილი მივწერე", - ამბობს მალხაზ გელდიაშვილის დედა.

მიხეილ სააკაშვილმა მალხაზის დედას "ფეისბუქითვე" უპასუხა: "ახლა კიევში ვარ, მაგრამ შეხვედრები გავაუქმე და მივფრინავ კოლორადოში, თქვენი ბიჭის სანახავად".

კოლორადოში მდებარე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია, რომლის კურსანტებს სწავლის დასრულებას პირადად ულოცავენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანი.

წელს კოლორადოში ჯო ბაიდენი ჩავიდა. ის მიხეილ სააკაშვილსაც პირადად შეხვდა და ესაუბრა, ხოლო ქართველ კურსანტს აკადემიის დასრულება მიულოცა. აკადემიაში კიდევ ორი ქართველი სწავლობს. აკადემიის კურსდამთავრებულები სამსახურს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ. ამას ის კონტრაქტი ითვალისწინებს, რომელიც მალხაზ გელდიაშვილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან აქვს გაფორმებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა