მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით და როგორ ამზადებენ მას საქართველოში
რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით და როგორ ამზადებენ მას საქართველოში

რა არის ჯადო ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით? აქვს თუ არა ძალა, გრძნე­უ­ლის ჩა­რე­ვის გა­რე­შე, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბულ ჯა­დოს? და სა­ერ­თოდ, რა უნდა იცო­დეს მორ­წმუ­ნე ადა­მი­ან­მა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით? გვე­სა­უბ­რე­ბა დე­კა­ნო­ზი ალექ­სი ადა­მაშ­ვი­ლი.

- ადა­მი­ანს უპირ­ვე­ლე­სად, უნდა სწამ­დეს ღმერ­თის და დღე­ნი­ა­დაგ ზრუ­ნავ­დეს იმა­ზე, რომ იცხოვ­როს ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვე­ში. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ადა­მი­ანს უნდა სჯე­რო­დეს, რომ არ­სე­ბობს ბო­რო­ტი ძალა. სწო­რედ ბო­რო­ტი ძა­ლის - ეშ­მა­კის ერთ-ერთი ხრი­კია ჯადო ანუ ეშ­მა­კის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ვნე­ბა. ჯადო, ეს არის სუ­ლის მი­ყიდ­ვა ეშ­მა­კი­სათ­ვის. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი აკე­თებს ჯა­დოს, ფაქ­ტობ­რი­ვად ეშ­მა­კის მიმ­დე­ვა­რი ხდე­ბა, ე.ი. ბო­როტ ძა­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა და სწო­რედ ეშ­მა­კის წყა­ლო­ბით სურს, რომ მი­აღ­წი­ოს და­სა­ხულ მი­ზანს.

- ჯადო მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის სულ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას თუ ხორ­ცზეც?

- ჯადო ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს, რო­გორც ადა­მი­ა­ნის სულ­ზე, ასე­ვე მის ხორ­ცზეც, რა­მე­თუ ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი არ არის არც მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი და არც მხო­ლოდ ხორ­ცი­ე­ლი არ­სე­ბა.

- ჯა­დოს მკე­თებ­ლე­ბი, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, სხვა­დას­ხვა მა­სა­ლას იყე­ნე­ბენ - დათ­ვის და მგლის ქონს, ვი­რის ტვინს. აქვს თუ არა მეტ-ნაკ­ლე­ბი ძალა სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ ჯა­დოს?

- არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა მა­სა­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჯადო - მას ერ­თნა­ი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ჯადო ეს არის ეშ­მა­კის ხრი­კი და ზე­მოქ­მე­დე­ბა ამა თუ იმ მა­სა­ლა­ზე, რომ­ლის მი­ზა­ნია, რომ დათ­რგუ­ნოს ადა­მი­ა­ნი და ააც­დი­ნოს ღვთი­ურ გზას.

- ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ჯა­დოს და­მო­უ­კი­დებ­ლად, გრძნე­უ­ლის ჩა­რე­ვის გა­რე­შე აკე­თებს; სა­ა­მი­სოდ იყე­ნე­ბენ კვერ­ცხს, თმის ბეწვს, იცი­ან მი­წა­ში სუ­რა­თის ჩაფვ­ლა და სხვა. აქვს თუ არა ძალა "არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ" დო­ნე­ზე გა­კე­თე­ბულ ჯა­დოს?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, რო­დე­საც ადა­მი­ანს ჯა­დოს გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, გა­მო­დის, რომ ეშ­მაკს მიჰ­ყი­და სული და მას სთხოვს შე­წევ­ნას, ამი­ტომ არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ გა­ა­კე­თებს ჯა­დოს - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იქ­ნე­ბა თუ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თეთ­რი მა­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თუ შა­ვის. ყვე­ლა ჯა­დოს მკე­თე­ბე­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ ჯა­დოს შე­უძ­ლია მო­უ­ტა­ნოს ვნე­ბა ადა­მი­ანს.

- მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, ჯა­დოს მოხ­სნის მიზ­ნით, ნა­თელ­მხილ­ველ­თან, მკი­თხავ­თან თუ სხვა ჯუ­რის მი­სან­თან მოს­ვლას კრძა­ლავს. თუმ­ცა, დღეს მა­ინც ბე­დავს ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თვას ნა­თელ­მხილ­ვე­ლებს თუ სხვა სა­ხის გრძნე­უ­ლებს ჯა­დოს მოხ­სნის მიზ­ნით. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ ჯა­დოს მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბას. იუ­ა­რე­სებს თუ არა მდგო­მა­რე­ო­ბას ადა­მი­ა­ნი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

- ადა­მი­ან­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ არ არ­სე­ბობს კე­თი­ლი ჯა­დო­ქა­რი. ამი­ტომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი, ჯა­დოს მოხ­სნის მიზ­ნით, მი­მარ­თავს გრძნე­ულს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ დახ­მა­რე­ბას სთხოვს ეშ­მაკს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამით მდგო­მა­რე­ო­ბა­საც იუ­ა­რე­სებს, რად­გან ამ გზით ნამ­დვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ეკ­ლე­სი­ას ჯა­დოქ­რო­ბა კა­ცის­კვლის ცოდ­ვას­თან აქვს გა­ტო­ლე­ბუ­ლი და გა­მო­დის, რომ ჯა­დოს მკე­თებ­ლე­ბი სჩა­დი­ან მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ცოდ­ვას, რა ელო­დე­ბა მათ სულს ამა სოფ­ლი­დან გას­ვლის შემ­დეგ?

- ჯა­დოს მკე­თებ­ლებს ანუ ეშ­მა­კის მსხა­უ­რებს ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ჰგო­ნი­ათ, რომ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ე­ბი არი­ან და ავი­წყდე­ბათ მთა­ვა­რი - ღმერ­თის არ­სე­ბო­ბა. ხოლო რო­დე­საც მისი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ, მო­უ­ნა­ნი­ებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ სუ­ლებს სიკ­ვდი­ლი ან სა­უ­კუ­ნო სა­ტან­ჯვე­ლი - ჯო­ჯო­ხე­თი ელო­დე­ბა. არ­სე­ბობს სა­ეკ­ლე­სიო დად­გე­ნი­ლე­ბა - "მცნე­ბა მღვდელ­თათ­ვის", რო­მე­ლიც 1768 წელ­საა შედ­გე­ნი­ლი და ხელს აწერს მეფე ერეკ­ლე და მე­ფის ძე - ან­ტონ კა­თო­ლი­კო­სი. ამ გან­ჩი­ნე­ბის ბო­ლო­ში წე­რია: "ჩვენ კი­დევ და­ვა­მა­ტებთ ამას ზედა, თუ ვინ­მე ამის­თა­ნა საქ­მი­სა მქმნელ­ნი გა­მოჩ­ნდეს. ან მომ­წამ­ვლელ­ნი, ან კა­ცის შემ­კვრელ­ნი, ან სიყ­ვა­რუ­ლის, ან სიმ­ძულ­ვა­რის წამ­ლის მიმ­ცე­მელ­ნი, ან ჯა­დო­ო­ბის და მკი­თხა­ო­ბის მოქ­მედ­ნი, ან ღმერ­თის დი­დად გან­მა­რის­ხე­ბე­ლი­სა და მი­უ­ტე­ვე­ბე­ლის, ფინ­თი­სა და მყრა­ლი­სა და ცე­ცხლით სა­უ­კუ­ნო მწვე­ლი­სა, მა­მათ­მავ­ლო­ბის მქმნე­ლი, მა­მალ­ნი ანუ დე­დალ­ნი, ესე­ნი უნდა ძა­ლი­ან და სა­ან­და­ზოს ჯა­ჯა­ე­ბით და­ი­ხოც­ნენ". - რაც იმას გუ­ლის­ხმობს რომ იმ დროს, ასე­თი საქ­მის მქმნელ­ნი, არა მარ­ტო ღვთის სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე წარ­დგო­მის დროს, ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც სა­ჯა­როდ, წვა­ლე­ბით ის­ჯე­ბოდ­ნენ.

- ჯა­დოს მკე­თე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, ხში­რად იმით იზი­დავს ადა­მი­ა­ნებს, რომ სახ­ლში აქვს ხა­ტე­ბი, წარ­მოთ­ქვამს შე­ლოც­ვებს, ღე­ბუ­ლობს მხო­ლოდ მო­ნათ­ლულთ და სხვა ქრის­ტი­ა­ნულ რი­ტუ­ალ­საც აღას­რუ­ლებს...

- ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის უნდა იყოს ფრთხი­ლად და უპირ­ვე­ლე­სად გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ ბო­რო­ტი პირ­და­პირ არ გაგ­ვი­კე­თებს ბო­რო­ტე­ბას. იმ ნა­თელ­მხილ­ვე­ლებს და მკი­თხა­ვებს, რომ­ლებ­საც შინ გა­მო­ფე­ნი­ლი აქვთ ხა­ტე­ბი, სან­თელს ან­თე­ბენ და ლო­ცუ­ლო­ბენ, ეს იმის­თვის სჭირ­დე­ბათ, რომ მათ­თან მი­სულთ თავი ეკ­ლე­სი­ურ ადა­მი­ა­ნე­ბად მო­აჩ­ვე­ნონ. მსგავს შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფა­ლიც კი გვაფრ­თხი­ლებს: "მრა­ვალ­ნი მოვ­ლენ ჩემი სა­ხე­ლით და მრა­ვალს აც­დუ­ნე­ბენ, კი­დევ იქ­ნე­ბი­ან გა­რე­დან კრა­ვი­თა ტყა­ვი­თა მო­სილ­ნი და ში­ნა­გან მგელ მტა­ცე­ბელ­ნი". უფა­ლი, ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელს ამო­ფა­რე­ბულ, ბო­რო­ტის მოქ­მედთ, იმი­ტომ ადა­რებს მტა­ცე­ბელ მგელს რომ ამ ადა­მი­ა­ნებს სურთ, ადა­მი­ა­ნი ღმერ­თის გზი­დან გა­და­იყ­ვა­ნონ და რო­გორც მგელ­მა, ისე მი­ი­ტა­ცონ მისი სული.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით და როგორ ამზადებენ მას საქართველოში

რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით და როგორ ამზადებენ მას საქართველოში

რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით? აქვს თუ არა ძალა, გრძნეულის ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად გაკეთებულ ჯადოს? და საერთოდ, რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით? გვესაუბრება დეკანოზი ალექსი ადამაშვილი.

- ადამიანს უპირველესად, უნდა სწამდეს ღმერთის და დღენიადაგ ზრუნავდეს იმაზე, რომ იცხოვროს ღმერთთან სიახლოვეში. მაგრამ ამავდროულად, ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ არსებობს ბოროტი ძალა. სწორედ ბოროტი ძალის - ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია ჯადო ანუ ეშმაკისგან მიყენებული ვნება. ჯადო, ეს არის სულის მიყიდვა ეშმაკისათვის. როდესაც ადამიანი აკეთებს ჯადოს, ფაქტობრივად ეშმაკის მიმდევარი ხდება, ე.ი. ბოროტ ძალას ემსახურება და სწორედ ეშმაკის წყალობით სურს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს.

- ჯადო მხოლოდ ადამიანის სულზე ახდენს გავლენას თუ ხორცზეც?

- ჯადო ზემოქმედებას ახდენს, როგორც ადამიანის სულზე, ასევე მის ხორცზეც, რამეთუ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანი არ არის არც მხოლოდ სულიერი და არც მხოლოდ ხორციელი არსება.

- ჯადოს მკეთებლები, მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა მასალას იყენებენ - დათვის და მგლის ქონს, ვირის ტვინს. აქვს თუ არა მეტ-ნაკლები ძალა სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ჯადოს?

- არა აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგან არის დამზადებული ჯადო - მას ერთნაირი ზემოქმედება აქვს. როგორც აღვნიშნეთ, ჯადო ეს არის ეშმაკის ხრიკი და ზემოქმედება ამა თუ იმ მასალაზე, რომლის მიზანია, რომ დათრგუნოს ადამიანი და ააცდინოს ღვთიურ გზას.

- ზოგიერთი ადამიანი ჯადოს დამოუკიდებლად, გრძნეულის ჩარევის გარეშე აკეთებს; საამისოდ იყენებენ კვერცხს, თმის ბეწვს, იციან მიწაში სურათის ჩაფვლა და სხვა. აქვს თუ არა ძალა "არაპროფესიონალურ" დონეზე გაკეთებულ ჯადოს?

- როგორც აღვნიშნეთ, როდესაც ადამიანს ჯადოს გაკეთების სურვილი უჩნდება, გამოდის, რომ ეშმაკს მიჰყიდა სული და მას სთხოვს შეწევნას, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გააკეთებს ჯადოს - პროფესიონალი იქნება თუ არაპროფესიონალი, თეთრი მაგიის წარმომადგენელი თუ შავის. ყველა ჯადოს მკეთებელის მიერ გაკეთებულ ჯადოს შეუძლია მოუტანოს ვნება ადამიანს.

- მართლმადიდებელი ეკლესია, ჯადოს მოხსნის მიზნით, ნათელმხილველთან, მკითხავთან თუ სხვა ჯურის მისანთან მოსვლას კრძალავს. თუმცა, დღეს მაინც ბედავს ადამიანი მიმართვას ნათელმხილველებს თუ სხვა სახის გრძნეულებს ჯადოს მოხსნის მიზნით. მათი საშუალებით ცდილობენ ჯადოს მოქმედების შეჩერებას. იუარესებს თუ არა მდგომარეობას ადამიანი ასეთ შემთხვევაში?

- ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ არ არსებობს კეთილი ჯადოქარი. ამიტომ როდესაც ადამიანი, ჯადოს მოხსნის მიზნით, მიმართავს გრძნეულს, ეს იმას ნიშნავს, რომ დახმარებას სთხოვს ეშმაკს. ბუნებრივია, ამით მდგომარეობასაც იუარესებს, რადგან ამ გზით ნამდვილი ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია.

- ეკლესიას ჯადოქრობა კაცისკვლის ცოდვასთან აქვს გატოლებული და გამოდის, რომ ჯადოს მკეთებლები სჩადიან მომაკვდინებელ ცოდვას, რა ელოდება მათ სულს ამა სოფლიდან გასვლის შემდეგ?

- ჯადოს მკეთებლებს ანუ ეშმაკის მსხაურებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჰგონიათ, რომ ყოვლისშემძლეები არიან და ავიწყდებათ მთავარი - ღმერთის არსებობა. ხოლო როდესაც მისი ნების წინააღმდეგ მოქმედებენ, მოუნანიებლობის შემთხვევაში, მათ სულებს სიკვდილი ან საუკუნო სატანჯველი - ჯოჯოხეთი ელოდება. არსებობს საეკლესიო დადგენილება - "მცნება მღვდელთათვის", რომელიც 1768 წელსაა შედგენილი და ხელს აწერს მეფე ერეკლე და მეფის ძე - ანტონ კათოლიკოსი. ამ განჩინების ბოლოში წერია: "ჩვენ კიდევ დავამატებთ ამას ზედა, თუ ვინმე ამისთანა საქმისა მქმნელნი გამოჩნდეს. ან მომწამვლელნი, ან კაცის შემკვრელნი, ან სიყვარულის, ან სიმძულვარის წამლის მიმცემელნი, ან ჯადოობის და მკითხაობის მოქმედნი, ან ღმერთის დიდად განმარისხებელისა და მიუტევებელის, ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნო მწველისა, მამათმავლობის მქმნელი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიან და საანდაზოს ჯაჯაებით დაიხოცნენ". - რაც იმას გულისხმობს რომ იმ დროს, ასეთი საქმის მქმნელნი, არა მარტო ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგომის დროს, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც საჯაროდ, წვალებით ისჯებოდნენ.

- ჯადოს მკეთებელთა უმრავლესობა, ხშირად იმით იზიდავს ადამიანებს, რომ სახლში აქვს ხატები, წარმოთქვამს შელოცვებს, ღებულობს მხოლოდ მონათლულთ და სხვა ქრისტიანულ რიტუალსაც აღასრულებს...

- ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ფრთხილად და უპირველესად გაითვალისწინოს, რომ ბოროტი პირდაპირ არ გაგვიკეთებს ბოროტებას. იმ ნათელმხილველებს და მკითხავებს, რომლებსაც შინ გამოფენილი აქვთ ხატები, სანთელს ანთებენ და ლოცულობენ, ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ მათთან მისულთ თავი ეკლესიურ ადამიანებად მოაჩვენონ. მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით, უფალიც კი გვაფრთხილებს: "მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და მრავალს აცდუნებენ, კიდევ იქნებიან გარედან კრავითა ტყავითა მოსილნი და შინაგან მგელ მტაცებელნი". უფალი, ქრისტიანობის სახელს ამოფარებულ, ბოროტის მოქმედთ, იმიტომ ადარებს მტაცებელ მგელს რომ ამ ადამიანებს სურთ, ადამიანი ღმერთის გზიდან გადაიყვანონ და როგორც მგელმა, ისე მიიტაცონ მისი სული.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

"აცრა უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს" - რას ყვებიან ვაქცინირებული ქართველები

სწრაფი სესხი 5 წუთში

თეა გოდოლაძის ცნობით, ვაშლიჯვრის მიმდებარედ წვიმების გამო, მეწყერი დაიძრა და გრუნტის ნაწილი წამოვიდა - რას აცხადებენ საპასუხოდ მერიაში