მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცხეთაში მამამ საკუთარი შვილი დანით მოკლა - და ძმის მკვლელ მამას ამართლებს
მცხეთაში მამამ საკუთარი შვილი დანით მოკლა - და ძმის მკვლელ მამას ამართლებს

69 წლის გოგი სა­დუ­ნაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ 42 წლის ვაჟი, ლე­ვა­ნი, და­ნით მოკ­ლა. საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. ბრალ­დე­ბულ­მა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - სის­ხლი­ა­ნი დანა - გა­დას­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და შვი­ლის მკვლე­ლო­ბაც აღი­ა­რა.

სა­დუ­ნაშ­ვი­ლე­ბი მცხე­თა­ში, ე.წ. სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ­თან მი­მა­ვალს ლე­ვა­ნის დედა, ლილი სა­დუ­ნაშ­ვი­ლი შე­მომ­ხვდა. უბად­რუ­კი ქოხი და­მა­ნა­ხა - აქ მოხ­და ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა, იქ შეს­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან წა­მო­დი­თო და გზა ნინო სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის სახ­ლის­კენ გან­ვაგ­რძეთ.

ნინო სამ­ყუ­რაშ­ვილ­მა ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი გვი­ამ­ბო: - მი­ჭირს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ სი­მარ­თლე უნდა ვთქვა. მა­მა­ჩე­მი ჩემ­მა ძმამ აქ­ცია მკვლე­ლად. მან მთელ ოჯახს სი­ცო­ცხლე გაგ­ვიმ­წა­რა.

დალ­ხე­ნით არ ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის მო­ფე­რე­ბა და ზრუნ­ვა არ გვაკ­ლდა. მამა ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, სა­ოც­რად ლაღი ადა­მი­ა­ნი. ჩვე­ნი სახ­ლი­დან სულ სიმ­ღე­რის ხმა გა­მო­დი­ო­და. ჩემი უმ­ცრო­სი ძმა, დიტო და­ბა­დე­ბი­დან ავად­მყო­ფობ­და და მშობ­ლებს ხში­რად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უწევ­დათ ყოფ­ნა. მე და ლე­ვა­ნი შინ მარ­ტო­ე­ბი ვი­ყა­ვით.

ლე­ვა­ნი მეშ­ვი­დე კლას­ში იყო, ქუ­ჩის ბი­ჭებს რომ აჰ­ყვა. 16 წლი­სამ თე­ლა­ვე­ლი გოგო შე­ირ­თო ცო­ლად და სამი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ჩემი ძმა სულ სვამ­და და ცოლს უმო­წყა­ლოდ სცემ­და... ერთხელ მუშ­ტით ყბაც ჩა­უმტვრია და გო­გოს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. მერე და­ნი­თაც დაჭ­რა. სა­ბო­ლო­ოდ, ჩემ­მა რძალ­მა ბავ­შვე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა და წა­ვი­და. ჩემს ძმის­შვი­ლებს უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი. ახლა დი­დე­ბი არი­ან, გა­თხოვ­დნენ... ლე­ვანს შე­ეძ­ლო შვი­ლე­ბი უმო­წყა­ლოდ ეცე­მა იმის გამო, თუ ჯი­ხუ­რი­დან სას­მელს არ მო­უ­ტან­დნენ. რაც დრო გა­დი­ო­და, უფრო აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბო­და. ამას მისი ნა­სა­მარ­თლო­ბაც და­ე­მა­ტა.

პირ­ვე­ლად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ცოლი კი ჰყავ­და, მაგ­რამ გოგო შე­აც­დი­ნა. მა­შინ მალე გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან. ამას მოჰ­ყვა 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით... მერე ორი წელი ქურ­დო­ბის­თვის იჯდა. სულ სვამ­და და მშობ­ლებს სას­ტი­კად სცემ­და, ამი­ტომ ისი­ნი ჩემ­თან გად­მო­ვიყ­ვა­ნე. შინ არც სკა­მი და­მი­ტო­ვა და არც ჭურ­ჭე­ლი, სულ და­მი­ლე­წა. ერთხელ დე­და­ჩე­მი ფე­ხე­ბით ათ­რია.

20 მა­ისს კი ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით 7 წლის შვი­ლი დავ­კარ­გე. წელს მის­მა კლას­მა და­ამ­თავ­რა და ბავ­შვებ­მა ჩემი შვი­ლის სა­ხელ­ზე წარ­წე­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რი მო­მი­ტა­ნეს. გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა. სამ­სა­ხურ­ში უფ­როსს გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე და შინ წა­ვე­დი. მა­მა­ჩე­მი დამ­ხვდა - არ ვიცი, რა ვქნა, ლე­ვა­ნი ისევ სა­შინ­ლად მთვრა­ლი­აო. ვტი­რო­დი და მა­მას შე­ვეხ­ვე­წე, - დღეს ლე­ვან­ზე ნუ ვი­ლა­პა­რა­კებთ-მეთ­ქი... ცოტა ხან­ში მა­მა­ჩე­მის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი შე­მო­მეს­მა: - ნინო, მიშ­ვე­ლეო. სა­ხე­შეშ­ლილს ხელ­ში სის­ხლი­ა­ნი დანა ეჭი­რა და გო­დებ­და ლე­ვა­ნი შე­მო­მაკ­ვდა, პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კეო... მკლავ­და, თავი ვერ და­ვაღ­წიე, პი­ა­ნი­ნო­ზე დანა იდო, ავი­ღე და ჩა­ვარ­ტყი. ნე­ტავ, ცი­ხი­დან ცო­ცხა­ლი არ გა­მო­ვი­დე, დე­და­შენს თვა­ლებ­ში ვერ შევ­ხე­დავ, შვი­ლი მო­ვუ­კა­ლიო. მა­მას ტუ­ჩი­დან სის­ხლი სდი­ო­და, თვა­ლი ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და, ყელ­ზე ნა­კაწ­რე­ბი და ნაჭ­დე­ვი ეტყო­ბო­და, ჩანს, ახ­რჩობ­და... ლე­ვანს ერთი ოთა­ხი ჰქონ­და. სულ 8 კვად­რა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, ის მა­მა­ჩემ­მა თა­ვი­სი ხე­ლით აა­შე­ნა მას მერე, რაც სამი წლის წინ ჩემ­მა ძმამ სახ­ლს ბენ­ზი­ნი მი­ას­ხა და დაწ­ვა...

ოთახ­ში რომ შევ­ვარ­დი, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდა. ჩემი ძმა სის­ხლის გუ­ბე­ში ეგდო. მან მამა მკვლე­ლად აქ­ცია და ვინ იცის, რამ­დე­ნი ქალი გა­ა­უ­ბე­დუ­რა - სულ ახალ-ახა­ლი ქა­ლე­ბი მოჰ­ყავ­და, ჩემი ცო­ლი­აო. ყვე­ლას სცემ­და და ყვე­ლა გა­ურ­ბო­და. შარ­შან ოზურ­გე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა ავად­მყო­ფი გოგო. მა­საც სცემ­და. არა­ყი მა­გი­და­ზე უნდა ჰქო­ნო­და, სას­მე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ცოლს უნდა და­ეს­ხა. გა­მო­ზო­მი­ლად თუ არ და­ას­ხამ­და, ამის­თვი­საც შე­ეძ­ლო ეცე­მა. ჩემ­მა ძმამ მშობ­ლებს სი­ცო­ცხლე გა­უმ­წა­რა. ერთხელ ჩემ თვალ­წინ მუ­ცე­ლი გა­მო­იჭ­რა და ნაწ­ლა­ვი გა­მო­ი­ტა­ნა ხე­ლით. მერე ჭრი­ლო­ბა თა­ვი­სი ხე­ლით გა­ი­კე­რა(?!).

ქალ­ბა­ტონ ლი­ლი­საც უჭირს შვილ­ზე სა­უ­ბა­რი: - მთე­ლი სი­ცო­ცხლე ქუჩა-ქუჩა ბარ­გა­კი­დე­ბუ­ლე­ბი დავ­დი­ო­დით. ჩემს ქმარს ერთხელ ისე სცე­მა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. ამ ამ­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ღა­მით, ლე­ვა­ნი მი­უჯ­და მწო­ლი­ა­რე გო­გის, მე­გო­ნა, რა­ღა­ცას ელა­პა­რა­კე­ბო­და, თურ­მე ახ­რჩობ­და. გო­გიმ სიმ­წრით მო­ა­ხერ­ხა, მის­თვის ხელი და­ე­ჭი­რა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

მცხეთაში მამამ საკუთარი შვილი დანით მოკლა - და ძმის მკვლელ მამას ამართლებს

მცხეთაში მამამ საკუთარი შვილი დანით მოკლა - და ძმის მკვლელ მამას ამართლებს

69 წლის გოგი სადუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ 42 წლის ვაჟი, ლევანი, დანით მოკლა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ბრალდებულმა მკვლელობის იარაღი - სისხლიანი დანა - გადასცა სამართალდამცველებს და შვილის მკვლელობაც აღიარა.

სადუნაშვილები მცხეთაში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში ცხოვრობენ. მათთან მიმავალს ლევანის დედა, ლილი სადუნაშვილი შემომხვდა. უბადრუკი ქოხი დამანახა - აქ მოხდა ჩვენი უბედურება, იქ შესვლაც არ შეიძლება. ჩემს ქალიშვილთან წამოდითო და გზა ნინო სამყურაშვილის სახლისკენ განვაგრძეთ.

ნინო სამყურაშვილმა ტრაგედიის დეტალები გვიამბო: - მიჭირს საუბარი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. მამაჩემი ჩემმა ძმამ აქცია მკვლელად. მან მთელ ოჯახს სიცოცხლე გაგვიმწარა.

დალხენით არ ვცხოვრობდით, მაგრამ მშობლების მოფერება და ზრუნვა არ გვაკლდა. მამა ცეკვის მასწავლებელი იყო, საოცრად ლაღი ადამიანი. ჩვენი სახლიდან სულ სიმღერის ხმა გამოდიოდა. ჩემი უმცროსი ძმა, დიტო დაბადებიდან ავადმყოფობდა და მშობლებს ხშირად საავადმყოფოში უწევდათ ყოფნა. მე და ლევანი შინ მარტოები ვიყავით.

ლევანი მეშვიდე კლასში იყო, ქუჩის ბიჭებს რომ აჰყვა. 16 წლისამ თელაველი გოგო შეირთო ცოლად და სამი ქალიშვილი შეეძინათ. ჩემი ძმა სულ სვამდა და ცოლს უმოწყალოდ სცემდა... ერთხელ მუშტით ყბაც ჩაუმტვრია და გოგოს ოპერაცია დასჭირდა. მერე დანითაც დაჭრა. საბოლოოდ, ჩემმა რძალმა ბავშვები დაგვიტოვა და წავიდა. ჩემს ძმისშვილებს უამრავი ტკივილი აქვთ გადატანილი. ახლა დიდები არიან, გათხოვდნენ... ლევანს შეეძლო შვილები უმოწყალოდ ეცემა იმის გამო, თუ ჯიხურიდან სასმელს არ მოუტანდნენ. რაც დრო გადიოდა, უფრო აუტანელი ხდებოდა. ამას მისი ნასამართლობაც დაემატა.

პირველად გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ცოლი კი ჰყავდა, მაგრამ გოგო შეაცდინა. მაშინ მალე გამოვიდა ციხიდან. ამას მოჰყვა 7-წლიანი პატიმრობა ყაჩაღობის ბრალდებით... მერე ორი წელი ქურდობისთვის იჯდა. სულ სვამდა და მშობლებს სასტიკად სცემდა, ამიტომ ისინი ჩემთან გადმოვიყვანე. შინ არც სკამი დამიტოვა და არც ჭურჭელი, სულ დამილეწა. ერთხელ დედაჩემი ფეხებით ათრია.

20 მაისს კი ეს ტრაგედია დატრიალდა. უბედური შემთხვევით 7 წლის შვილი დავკარგე. წელს მისმა კლასმა დაამთავრა და ბავშვებმა ჩემი შვილის სახელზე წარწერიანი მაისური მომიტანეს. გული კინაღამ გამისკდა. სამსახურში უფროსს გავეთავისუფლე და შინ წავედი. მამაჩემი დამხვდა - არ ვიცი, რა ვქნა, ლევანი ისევ საშინლად მთვრალიაო. ვტიროდი და მამას შევეხვეწე, - დღეს ლევანზე ნუ ვილაპარაკებთ-მეთქი... ცოტა ხანში მამაჩემის განწირული ყვირილი შემომესმა: - ნინო, მიშველეო. სახეშეშლილს ხელში სისხლიანი დანა ეჭირა და გოდებდა ლევანი შემომაკვდა, პოლიციაში დარეკეო... მკლავდა, თავი ვერ დავაღწიე, პიანინოზე დანა იდო, ავიღე და ჩავარტყი. ნეტავ, ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდე, დედაშენს თვალებში ვერ შევხედავ, შვილი მოვუკალიო. მამას ტუჩიდან სისხლი სდიოდა, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, ყელზე ნაკაწრები და ნაჭდევი ეტყობოდა, ჩანს, ახრჩობდა... ლევანს ერთი ოთახი ჰქონდა. სულ 8 კვადრატული იქნება, ის მამაჩემმა თავისი ხელით ააშენა მას მერე, რაც სამი წლის წინ ჩემმა ძმამ სახლს ბენზინი მიასხა და დაწვა...

ოთახში რომ შევვარდი, საშინელი სურათი დამხვდა. ჩემი ძმა სისხლის გუბეში ეგდო. მან მამა მკვლელად აქცია და ვინ იცის, რამდენი ქალი გააუბედურა - სულ ახალ-ახალი ქალები მოჰყავდა, ჩემი ცოლიაო. ყველას სცემდა და ყველა გაურბოდა. შარშან ოზურგეთიდან ჩამოიყვანა ავადმყოფი გოგო. მასაც სცემდა. არაყი მაგიდაზე უნდა ჰქონოდა, სასმელი აუცილებლად ცოლს უნდა დაესხა. გამოზომილად თუ არ დაასხამდა, ამისთვისაც შეეძლო ეცემა. ჩემმა ძმამ მშობლებს სიცოცხლე გაუმწარა. ერთხელ ჩემ თვალწინ მუცელი გამოიჭრა და ნაწლავი გამოიტანა ხელით. მერე ჭრილობა თავისი ხელით გაიკერა(?!).

ქალბატონ ლილისაც უჭირს შვილზე საუბარი: - მთელი სიცოცხლე ქუჩა-ქუჩა ბარგაკიდებულები დავდიოდით. ჩემს ქმარს ერთხელ ისე სცემა, საავადმყოფოში იწვა. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, ღამით, ლევანი მიუჯდა მწოლიარე გოგის, მეგონა, რაღაცას ელაპარაკებოდა, თურმე ახრჩობდა. გოგიმ სიმწრით მოახერხა, მისთვის ხელი დაეჭირა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია