პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მჯდომარე ანასტასია - ტრაგიკული სიყვარულის გამო სალოსად ქცეული ქალის ისტორია
მჯდომარე ანასტასია - ტრაგიკული სიყვარულის გამო სალოსად ქცეული ქალის ისტორია

კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი საფ­ლა­ვია. ბოლო 10 წე­ლია ამ საფ­ლავ­ზე მიმ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან მა­ტუ­ლობს. იქ მჯდო­მა­რე ანას­ტა­სია გა­ნის­ვე­ნებს. 44 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი ანას­ტა­სი­ას საფ­ლავ­ზე მიმ­სვლე­ლებს (რომ­ლე­ბიც მას დე­და­ოდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ) თან ვაშ­ლე­ბი მი­აქვთ, რომ­ლებ­საც ჯვრის სა­ხით აწყო­ბენ. ვაშ­ლე­ბის მი­ტა­ნის ტრა­დი­ცია ერთ ის­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მჯდო­მა­რე ანას­ტა­სი­ამ ავად­მყო­ფი ქალი ვაშ­ლით გან­კურ­ნა.

ანას­ტა­სია ნი­კი­შე­ვას შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი მწი­რია. მისი მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან გად­მო­ვიდ­ნენ. იგი 1884 წელს და­ი­ბა­და და 84 წლის ასაკ­ში, 1970 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. 19 წლი­დან კი 65 წელი მჯდო­მა­რემ გა­ა­ტა­რა. ტრა­გი­კულ­მა სიყ­ვა­რულ­მა ანას­ტა­სია სა­ლო­სად აქ­ცია. მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­გო­ნე­ბა (ხსნის სა­ი­დუმ­ლო) არ­ქი­მან­დრიტ­მა რა­ფა­ელ კა­რე­ლინ­მა შე­მო­უ­ნა­ხა (რო­მე­ლიც მას სა­ლო­სად მო­ისხსე­ნი­ებს):

"მჯდო­მა­რე ანას­ტა­სია ხალ­ხთან იგა­ვე­ბით ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ მისი ნათ­ქვა­მი უსა­თუ­ოდ ხდე­ბო­და. მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა, ისე­ვე რო­გორც ძვე­ლი დრო­ის მეს­ვე­ტი­სა, ადა­მი­ა­ნურ ძა­ლას აღე­მა­ტე­ბო­და. ის ფარ­დულ­ში ჩა­ცუც­ქუ­ლი იჯდა და არ დგე­ბო­და. ზამ­თარ­ში მხო­ლოდ გრძე­ლი მო­სას­ხა­მით იფა­რავ­და სი­ცი­ვის­გან თავს. ძა­ლი­ან ცოტა ეძი­ნა, თავს მუხ­ლე­ბამ­დე ხრი­და და ისე იძი­ნებ­და, რო­გორც წესი, გან­თი­ა­დი­სას".

მჯდო­მა­რე ანას­ტა­სია ნა­ძა­ლა­დევ­ში, ამ­ჟა­მად ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუჩა N11-ში ცხოვ­რობ­და. ახლა იქ მისი დის­შვი­ლი, 79 წლის გი­ორ­გი სა­ზო­ნო­ვი ცხოვ­რობს. იგი მჯდო­მა­რე დე­ი­დას 30 წელი, სიკ­ვდი­ლის ბო­ლომ­დე უვ­ლი­და. გი­ორ­გის იმ ეზო­ში უამ­რა­ვი მიმ­სვლე­ლი ახ­სოვს, მათ შო­რის, ბე­რი­ას დედა და მჟა­ვა­ნა­ძეც. იხ­სე­ნებს, რომ ანას­ტა­სია მათ უც­ნა­უ­რად ექ­ცე­ო­და.

ზოგს ტკბი­ლად ესა­უბ­რე­ბო­და, ზოგს კი ში­ნი­დან აგ­დებ­და და მის­თვის მირ­თმე­ულ ძღვენს ფან­ჯრი­დან უყ­რი­და. ბავ­შვებს გვი­ხა­რო­და, როცა ეზო­ში ვაშ­ლე­ბი თუ სხვა რამ გა­მო­გორ­დე­ბო­და, ავ­კრეფ­დით ხოლ­მე და გემ­რი­ე­ლა­დაც მი­ვირ­თმევ­დით.

მჯდო­მა­რედ ყოფ­ნის მძი­მე ტვირ­თი 19 წლი­სამ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბის გამო იტ­ვირ­თა. დედა ადრე გარ­დასცვლია, დე­დი­ნაც­ვალს კი მისი სი­ლა­მა­ზის შურ­და. გო­გო­ნა ერთ გვარ­დი­ის ოფი­ცერს შეჰ­ყვა­რე­ბია და მისი ცო­ლად მოყ­ვა­ნა გა­ნუზ­რა­ხავს, დე­დი­ნაც­ვა­ლი კი მათ ურ­თი­ერ­თო­ბას ხელს უშ­ლი­და. ეს ამ­ბა­ვი მე­ზო­ბე­ლი ქა­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბით ვიცი... სა­ღა­მო­ო­ბით ქა­ლე­ბი ეზო­ში ლო­ტოს თა­მა­შობ­დნენ, მე კი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ვუს­მენ­დი. ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ მო­სუ­ლა ერთი ოფი­ცე­რი და ანას­ტა­სია უკი­თხავს. გა­მო­სუ­ლა დე­დი­ნაც­ვა­ლი და მი­უხ­ლია, ანას­ტა­სია შე­ი­შა­ლა და სა­გი­ჟეთ­ში წა­იყ­ვა­ნე­სო. ამ ამ­ბით შეძრწუ­ნე­ბულ კაცს კი იქვე მო­უკ­ლავს თავი. ეს ქა­ლე­ბის­გან მო­ვის­მი­ნე...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ვი­დეო

მჯდომარე ანასტასია - ტრაგიკული სიყვარულის გამო სალოსად ქცეული ქალის ისტორია

მჯდომარე ანასტასია - ტრაგიკული სიყვარულის გამო სალოსად ქცეული ქალის ისტორია

კუკიის სასაფლაოზე ერთი გამორჩეული საფლავია. ბოლო 10 წელია ამ საფლავზე მიმსვლელთა რაოდენობა თანდათან მატულობს. იქ მჯდომარე ანასტასია განისვენებს. 44 წლის წინ გარდაცვლილი ანასტასიას საფლავზე მიმსვლელებს (რომლებიც მას დედაოდ მოიხსენიებენ) თან ვაშლები მიაქვთ, რომლებსაც ჯვრის სახით აწყობენ. ვაშლების მიტანის ტრადიცია ერთ ისტორიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მჯდომარე ანასტასიამ ავადმყოფი ქალი ვაშლით განკურნა.

ანასტასია ნიკიშევას შესახებ ცნობები მწირია. მისი მშობლები თბილისში საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგიდან გადმოვიდნენ. იგი 1884 წელს დაიბადა და 84 წლის ასაკში, 1970 წელს გარდაიცვალა. 19 წლიდან კი 65 წელი მჯდომარემ გაატარა. ტრაგიკულმა სიყვარულმა ანასტასია სალოსად აქცია. მის შესახებ საზოგადოებას მოგონება (ხსნის საიდუმლო) არქიმანდრიტმა რაფაელ კარელინმა შემოუნახა (რომელიც მას სალოსად მოისხსენიებს):

"მჯდომარე ანასტასია ხალხთან იგავებით ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ნათქვამი უსათუოდ ხდებოდა. მისი მოღვაწეობა, ისევე როგორც ძველი დროის მესვეტისა, ადამიანურ ძალას აღემატებოდა. ის ფარდულში ჩაცუცქული იჯდა და არ დგებოდა. ზამთარში მხოლოდ გრძელი მოსასხამით იფარავდა სიცივისგან თავს. ძალიან ცოტა ეძინა, თავს მუხლებამდე ხრიდა და ისე იძინებდა, როგორც წესი, განთიადისას".

მჯდომარე ანასტასია ნაძალადევში, ამჟამად ხიმშიაშვილის ქუჩა N11-ში ცხოვრობდა. ახლა იქ მისი დისშვილი, 79 წლის გიორგი საზონოვი ცხოვრობს. იგი მჯდომარე დეიდას 30 წელი, სიკვდილის ბოლომდე უვლიდა. გიორგის იმ ეზოში უამრავი მიმსვლელი ახსოვს, მათ შორის, ბერიას დედა და მჟავანაძეც. იხსენებს, რომ ანასტასია მათ უცნაურად ექცეოდა.

ზოგს ტკბილად ესაუბრებოდა, ზოგს კი შინიდან აგდებდა და მისთვის მირთმეულ ძღვენს ფანჯრიდან უყრიდა. ბავშვებს გვიხაროდა, როცა ეზოში ვაშლები თუ სხვა რამ გამოგორდებოდა, ავკრეფდით ხოლმე და გემრიელადაც მივირთმევდით.

მჯდომარედ ყოფნის მძიმე ტვირთი 19 წლისამ საყვარელი ადამიანის თვითმკვლელობის გამო იტვირთა. დედა ადრე გარდასცვლია, დედინაცვალს კი მისი სილამაზის შურდა. გოგონა ერთ გვარდიის ოფიცერს შეჰყვარებია და მისი ცოლად მოყვანა განუზრახავს, დედინაცვალი კი მათ ურთიერთობას ხელს უშლიდა. ეს ამბავი მეზობელი ქალების ნაამბობით ვიცი... საღამოობით ქალები ეზოში ლოტოს თამაშობდნენ, მე კი ბავშვი ვიყავი და ვუსმენდი. ჰყვებოდნენ, რომ მოსულა ერთი ოფიცერი და ანასტასია უკითხავს. გამოსულა დედინაცვალი და მიუხლია, ანასტასია შეიშალა და საგიჟეთში წაიყვანესო. ამ ამბით შეძრწუნებულ კაცს კი იქვე მოუკლავს თავი. ეს ქალებისგან მოვისმინე...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია