სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MAP როვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე?
MAP როვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე?

ლიტ­ვის ყო­ფილ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, ამ­ჟა­მად კი ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რს ნა­ტო­ში რასა იუკ­ნე­ვი­ჩე­ნეს ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ერთ-ერთი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხე­ლი აქვს. სწო­რედ პო­ნია იუკ­ნე­ვი­ჩე­ნემ წა­რუდ­გი­ნა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას ერთ-ერთი მოხ­სე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­ტოს პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ მი­ი­ღო დეკ­ლა­რა­ცია, სა­დაც ალი­ანსს მო­უ­წო­დებს, უელ­სის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ე.წ. მაპ-ი მი­ა­ნი­ჭოს. ბალ­ტი­ის­პი­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის "რკი­ნის ლე­დის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უს­თვის ვილ­ნი­უს­ში და­ვუ­კავ­შირ­დით:

- უპირ­ვე­ლე­სად, მი­ღე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ წო­ნა­დო­ბა­ზე მინ­და გკი­თხოთ. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ებ­სა და დეკ­ლა­რა­ცი­ებს არ გა­აჩ­ნი­ათ მა­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ლი ძალა, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ უელ­სის სა­მიტ­ზე დეკ­ლა­რა­ცი­ას "და­უ­ჯე­რე­ბენ" და მაპ-ს მარ­თლაც მოგ­ვცე­მენ?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, მინ­და ვთქვა, რომ დეკ­ლა­რა­ცია ლიტ­ვის დე­ლე­გა­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბით მი­ი­ღეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა ნა­ტოს ვერ "ავალ­დე­ბუ­ლებს", გზავ­ნილს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაპ-ის მი­ცე­მის სა­კი­თხი უკვე "მა­გი­და­ზე დევს", უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჩვენ, ლიტ­ვე­ლე­ბი, თქვენ გვერ­დით ვართ და გვჯე­რა, რომ ნა­ტომ არ უნდა გა­და­უხ­ვი­ოს გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცესს და ყუ­რად უნდა იღოს იმ კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის სურ­ვი­ლი, ვი­საც ალი­ან­სში გა­წევ­რე­ბა სურს. სწო­რედ ეს არის ნა­ტოს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის არსი.

- ღია კა­რი­სა, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი უკვე წლე­ბია, ვა­კა­კუ­ნებთ...

- მარ­თე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნაა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაპ-ის მი­უ­ცემ­ლო­ბით ალი­ან­სმა და­უშ­ვა სა­ვა­ლა­ლო შეც­დო­მა, რომ­ლის შე­დე­გებ­საც ახლა მთე­ლი ევ­რო­პა იმ­კის. მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლის გა­მოც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს უარი უთხრეს - არ მოგ­ვეხ­დი­ნა რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბა - აშ­კა­რაა, რომ უსა­ფუძ­ვლო გა­მოდ­გა. რუ­სე­თი ალი­ან­სის მხრი­დან ყო­ველ­გვა­რი პრო­ვო­კა­ცი­ის გა­რე­შეც და­ეს­ხა თავს სა­ქარ­თვე­ლოს. შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო მაპ-ის გა­რე­შეც დარ­ჩა და რუ­სე­თის აგ­რე­სი­აც იწ­ვნია. აი, ამი­ტომ ვთვლით, რომ ახლა უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. თუმ­ცა, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ისე­თე­ბიც არი­ან, ვინც ჩვენს პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ - დეკ­ლა­რა­ცია ერ­თხმად, ყვე­ლას მო­წო­ნე­ბით არ მი­ღე­ბუ­ლა. თუმ­ცა, მათი მცდე­ლო­ბე­ბი, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ზო­გი­ერ­თი შეს­წო­რე­ბა შე­ე­ტა­ნათ, მარ­ცხით დას­რულ­და. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად ამ პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლი­სა, წინ საკ­მა­ოდ მწვა­ვე ბრძო­ლე­ბი გე­ლით. ვი­თა­რე­ბას საღი თვა­ლით შე­ხე­დეთ - ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას, მი­უ­ხე­და­ვად მისი სტა­ტუ­სი­სა, მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­ცე­მა ძა­ლუძს.

- ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნა­ტოს მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბის შეგ­რძნე­ბა გაჩ­ნდა. თუ უელ­სის სა­მი­ტიც "მაპ-ზე უკე­თე­სით" დას­რულ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი­დევ უფრო გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა და "მხსნე­ლი" ალი­ან­სის მი­მართ ნდო­ბას კი­დევ უფრო და­კარ­გავს. რას ეტყო­დით მათ, ვინც ამ სკეპ­ტი­კურ გან­წყო­ბას იზი­ა­რებს?

- მეც შე­კი­თხვით­ვე გი­პა­სუ­ხებთ: თქვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ ნა­ტოს­კენ სვლას შე­წყვეტთ და გა­წევ­რე­ბას არ შე­ეც­დე­ბით? რაც შე­ე­ხე­ბა უელ­სის სა­მიტს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაპ-ით თუ მაპ-ის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი იქ­ნე­ბა გა­დად­გმუ­ლი.

თქვენ ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა იყოთ მზად, მათ შო­რის - სა­ვა­რა­უ­დო იმედ­გაც­რუ­ე­ბის­თვი­საც. ეს ის ვი­თა­რე­ბაა, რო­დე­საც არ უნდა და­ნებ­დეთ.

- 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაპ-ის მი­უ­ცემ­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი როლი საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ ითა­მა­შეს. რო­გორ ფიქ­რობთ, 6 წლის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა თუ უელსშიც იმა­ვეს უნდა ვე­ლო­დოთ?

- გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ვფიქ­რობ, ამ ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­თან უფრო მეტი უნდა იმუ­შა­ოთ. უნდა შე­ი­ძი­ნოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის ლო­ბი­რე­ბით. ამ მხრივ შთამ­ბეჭ­და­ვი იყო თქვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სი­ებ­ზე გა­წე­უ­ლი შრო­მა - ისი­ნი იყ­ვნენ ერ­თობ აქ­ტი­უ­რე­ბი, და­მა­ჯე­რებ­ლე­ბი და ეფექ­ტუ­რად ასა­ბუ­თებ­დნენ სა­კუ­თარ აზრს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო იმის ნახ­ვა, რომ ოპო­ზი­ცი­ი­სა და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თსუ­ლოვ­ნად იღ­ვწოდ­ნენ ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლი­სათ­ვის. ეს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის აშ­კა­რა სიგ­ნა­ლია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

MAP როვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე?

MAP როვოცირებელი წინადადება: ნატოში, მაგრამ სოხუმ-ცხინვალის გარეშე?

ლიტვის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ამჟამად კი ქვეყნის დელეგაციის წევრს ნატოში რასა იუკნევიჩენეს ბალტიისპირეთის ერთ-ერთი პრინციპული პოლიტიკოსის სახელი აქვს. სწორედ პონია იუკნევიჩენემ წარუდგინა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ერთ-ერთი მოხსენება საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც ალიანსს მოუწოდებს, უელსის სამიტზე საქართველოს გაწევრების სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპ-ი მიანიჭოს. ბალტიისპირული პოლიტიკის "რკინის ლედის" ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ვილნიუსში დავუკავშირდით:

- უპირველესად, მიღებული დეკლარაციის პოლიტიკურ წონადობაზე მინდა გკითხოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებსა და დეკლარაციებს არ გააჩნიათ მავალდებულებელი ძალა, რამდენად მოსალოდნელია, რომ უელსის სამიტზე დეკლარაციას "დაუჯერებენ" და მაპ-ს მართლაც მოგვცემენ?

- თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ დეკლარაცია ლიტვის დელეგაციის წინადადებით მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეა ნატოს ვერ "ავალდებულებს", გზავნილს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მიცემის საკითხი უკვე "მაგიდაზე დევს", უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, ლიტველები, თქვენ გვერდით ვართ და გვჯერა, რომ ნატომ არ უნდა გადაუხვიოს გაფართოების პროცესს და ყურად უნდა იღოს იმ კანდიდატი ქვეყნების სურვილი, ვისაც ალიანსში გაწევრება სურს. სწორედ ეს არის ნატოს ღია კარის პოლიტიკის არსი.

- ღია კარისა, რომელზეც ქართველები უკვე წლებია, ვაკაკუნებთ...

- მართებული შენიშვნაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობით ალიანსმა დაუშვა სავალალო შეცდომა, რომლის შედეგებსაც ახლა მთელი ევროპა იმკის. მთავარი არგუმენტი, რომლის გამოც მაშინ საქართველოს უარი უთხრეს - არ მოგვეხდინა რუსეთის პროვოცირება - აშკარაა, რომ უსაფუძვლო გამოდგა. რუსეთი ალიანსის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშეც დაესხა თავს საქართველოს. შედეგად, საქართველო მაპ-ის გარეშეც დარჩა და რუსეთის აგრესიაც იწვნია. აი, ამიტომ ვთვლით, რომ ახლა უკვე აუცილებელია, საქართველოსკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ისეთებიც არიან, ვინც ჩვენს პოზიციას არ იზიარებენ - დეკლარაცია ერთხმად, ყველას მოწონებით არ მიღებულა. თუმცა, მათი მცდელობები, დეკლარაციაში ზოგიერთი შესწორება შეეტანათ, მარცხით დასრულდა. ასე რომ, მიუხედავად ამ პოზიტიური გზავნილისა, წინ საკმაოდ მწვავე ბრძოლები გელით. ვითარებას საღი თვალით შეხედეთ - ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მიუხედავად მისი სტატუსისა, მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა ძალუძს.

- ბუქარესტის სამიტის შემდეგ საზოგადოებაში ნატოს მიმართ იმედგაცრუების შეგრძნება გაჩნდა. თუ უელსის სამიტიც "მაპ-ზე უკეთესით" დასრულდება, სავარაუდოდ, ქართველი ხალხი კიდევ უფრო გაწბილებული დარჩება და "მხსნელი" ალიანსის მიმართ ნდობას კიდევ უფრო დაკარგავს. რას ეტყოდით მათ, ვინც ამ სკეპტიკურ განწყობას იზიარებს?

- მეც შეკითხვითვე გიპასუხებთ: თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უკეთესი იქნება, თუ ნატოსკენ სვლას შეწყვეტთ და გაწევრებას არ შეეცდებით? რაც შეეხება უელსის სამიტს, დარწმუნებული ვარ, მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე, საქართველოსკენ კონკრეტული შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

თქვენ ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად, მათ შორის - სავარაუდო იმედგაცრუებისთვისაც. ეს ის ვითარებაა, როდესაც არ უნდა დანებდეთ.

- 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მიუცემლობაში მთავარი როლი საფრანგეთმა და გერმანიამ ითამაშეს. როგორ ფიქრობთ, 6 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა თუ უელსშიც იმავეს უნდა ველოდოთ?

- გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ამ ქვეყნების მთავრობებთან უფრო მეტი უნდა იმუშაოთ. უნდა შეიძინოთ, რაც შეიძლება ბევრი მეგობარი, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ინტერესების ლობირებით. ამ მხრივ შთამბეჭდავი იყო თქვენი დელეგაციის მიერ საპარლამენტო ასამბლეის სესიებზე გაწეული შრომა - ისინი იყვნენ ერთობ აქტიურები, დამაჯერებლები და ეფექტურად ასაბუთებდნენ საკუთარ აზრს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის ნახვა, რომ ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები ერთსულოვნად იღვწოდნენ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისათვის. ეს ქვეყნის დემოკრატიულობის აშკარა სიგნალია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა