პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება
თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება

დღეს თბი­ლი­სის წიგ­ნის XVI სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი და­ი­ხუ­რე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის სა­ზე­ი­მო და­ხურ­ვა 21:00 სა­ათ­ზე მწე­რალ­თა სახ­ლში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ღა­მო კა­ნა­დელ პოეტ პატ­რიკ ვუდ­ქოქს მი­ე­ძღვნე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ეწ­ვია. მისი ლექ­სე­ბი ქარ­თულ ენა­ზე შოთა ია­თაშ­ვილ­მა თარ­გმნა.

პატ­რიკ ვუდ­ქო­ქი კა­ნა­დე­ლი პო­ე­ტა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბა­ქო­ში ცხოვ­რობს და მე­ცხრე პო­ე­ტურ კრე­ბულ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით "You can’t bury them all in Baku, Azerbaijan" მუ­შა­ობს. პო­ე­ტურ­მა კრე­ბულ­მა, სა­ხელ­წო­დე­ბით "Die Before Your Mother" (ECW Press, 2009) ბესტსე­ლე­რის სტა­ტუ­სი კა­ნა­და­ში მო­ი­პო­ვა. მისი პო­ე­ზია თარ­გმნი­ლია ცა­მეტ ენა­ზე.

თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც 1997 წლი­დან ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­მომ­ცემ­ლო სივ­რცე­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­აა, ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რია არი­ან. ფეს­ტი­ვალს ყო­ველ­წლი­უ­რად ათე­ულ ათა­სო­ბით მკი­თხვე­ლი სტუმ­რობს, რაც კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­მართ დიდ ინ­ტე­რეს­ზე და წიგ­ნი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება

დღეს თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი დაიხურება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 21:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება.

საღამო კანადელ პოეტ პატრიკ ვუდქოქს მიეძღვნება, რომელიც სპეციალური სტუმრის სტატუსით თბილისის წიგნის ფესტივალის ეწვია. მისი ლექსები ქართულ ენაზე შოთა იათაშვილმა თარგმნა.

პატრიკ ვუდქოქი კანადელი პოეტა, რომელიც ამჟამად ბაქოში ცხოვრობს და მეცხრე პოეტურ კრებულზე, სახელწოდებით "You can’t bury them all in Baku, Azerbaijan" მუშაობს. პოეტურმა კრებულმა, სახელწოდებით "Die Before Your Mother“ (ECW Press, 2009) ბესტსელერის სტატუსი კანადაში მოიპოვა. მისი პოეზია თარგმნილია ცამეტ ენაზე.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ტარდება საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა, ფინანსური მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო და თბილისის მერია არიან. ფესტივალს ყოველწლიურად ათეულ ათასობით მკითხველი სტუმრობს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესზე და წიგნისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის მის მნიშვნელობაზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია