Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამი ერთზე გამოვიდნენ" - ვასაძის ღია გამოწვევა აღმასრულებელ ხელისუფლებას და თინა ხიდაშელის პასუხი ბიზნესმენს
"სამი ერთზე გამოვიდნენ" - ვასაძის ღია გამოწვევა აღმასრულებელ ხელისუფლებას და თინა ხიდაშელის პასუხი ბიზნესმენს

ბოლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი პრე­სა ინ­ტენ­სი­უ­რად წერს იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში აპი­რებს მოს­ვლას. ეს ხმე­ბი თა­ვად ვა­სა­ძემ გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, რო­დე­საც ინგა გრი­გო­ლი­ას თოქ-შო­უ­ში, ღია ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ უკვე 10 წე­ლია უწევს მტკი­ცე­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ მი­დის და იგე­ვე აზ­რზეა ახ­ლაც. რაც შე­ე­ხე­ბა მის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი თქმით, ეს მხო­ლოდ მისი, რო­გორც ქვეყ­ნის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­მო­ა­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­აა და ამ­გვა­რი აქ­ტი­ვო­ბა სრუ­ლი­ად არ მი­უ­თი­თებს პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას.

ვა­სა­ძემ ამა­ვე ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით. ბიზ­ნეს­მენ­მა არ და­მა­ლა მისი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მი­მართ. ღიად გა­აკ­რი­ტი­კა მისი დიდი ხნის მე­გო­ბა­რი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ბობს, რომ მის მი­მართ ჯერ კი­დევ და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი.

მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ქვეყ­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა, ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნია. ვა­სა­ძე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი გა­უქ­მდეს.

გთა­ვა­ზობთ ლე­ვან ვა­სა­ძის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს:

რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნეთ, ბიზ­ნეს­მე­ნი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მი­მართ იყო. ვა­სა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" იდე­ო­ლო­გი­უ­რი ძმე­ბი არი­ან. ამას­თან, მან ღვთის­მშობ­ლი­სად­მი მი­ძღვნილ სიმ­პო­ზი­უმ­ზე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა გა­აკ­რი­ტი­კა. "მო­ვის­მი­ნე მისი გა­მოს­ვლა ღვთის­მშობ­ლი­სად­მი მი­ძღვნილ სიმ­პო­ზი­უმ­ზე, სა­დაც ის თე­ო­ლო­გი­ურ ლექ­ცი­ას უკი­თხავ­და პატ­რი­არ­ქს, ღვთის­მშო­ბელს თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო რომ და­ე­ნა­ხა, რა უკ­მა­ყო­ფი­ლო იქ­ნე­ბა პატ­რი­არ­ქის ქრის­ტი­ა­ნო­ბით, რა უბე­დუ­რე­ბაა ეს?! პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ას­წავ­ლის ქრის­ტი­ა­ნო­ბას პატ­რი­არ­ქს, ბოს­ტან­ში არის გა­და­სუ­ლი, თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ი­დან არის გა­სუ­ლი 10 კი­ლო­მეტ­რით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­ღა­ცა?!. მე ვიცი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან, რომ მარ­ტო პატ­რი­არ­ქის პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვუს­მი­ნეთ იმ მოხ­სე­ნე­ბას ბო­ლომ­დეო და ერთი წა­ი­კი­თხეთ იქ რა წე­რია", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ.

ბიზ­ნეს­მენს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ და­უ­მა­ლავს მისი მე­გობ­რის, პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ იმის გამო, რომ მან "ხელი უმ­სგავ­სო კა­ნონს მო­ა­წე­რა", თუმ­ცა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მი­უ­ხე­და­ვად საკ­ვან­ძო სა­კი­თხებ­ზე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, ისი­ნი მა­ინც "ახლო და უსაყ­ვარ­ლეს მე­გობ­რე­ბად რჩე­ბი­ან".

"მან ხელი მო­ა­წე­რა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ გი­ორ­გი ჩემ­თვის მე­გო­ბა­რი და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი არ არის", - დას­ძი­ნა მან.

სწო­რედ იმის გამო, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ გა­უთ­ქვამს კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის მი­მართ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც იქცა ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, თუმ­ცა ვა­სა­ძე ფიქ­რობს, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პი­რა­დად არ ეთან­ხმე­ბა ამ­გვა­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას და აცხა­დებს, რომ მის მი­მართ ჯერ კი­დევ პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

ვა­სა­ძე არ მი­დის პო­ლი­ტი­კა­ში, თუმ­ცა მზად არის, რომ ან­დი­ტის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი პო­ზი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ზი­ცი­ებს ემ­თხვე­ვა, ბო­ლომ­დე გა­ი­ტა­ნოს. ის იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქის სი­ტყვებს, რომ "უკა­ნო­ნო­ბის და­კა­ნო­ნო­ბა დიდი ცოდ­ვაა", და რომ "არც ერთი მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი არ მი­ი­ღებს ამ კა­ნონს"... ვა­სა­ძე დარ­წმუ­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უქ­მდე­ბა.

ბიზ­ნეს­მე­ნი აცხა­დებს, რომ ქვეყ­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტოპ სა­მე­ულს, პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილს, პრე­მირ ღა­რი­ბაშ­ვილს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, უსუ­ფაშ­ვილს დე­ბა­ტებ­ში იწ­ვევს.

"წი­ნა­და­დე­ბა მაქვს, და­მიჯ­დნენ დათო უსუ­ფაშ­ვი­ლი, ჩემი ძმა­კა­ცი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ჯერ კი­დევ რომ ძა­ლი­ან მე­სიმ­პა­თი­უ­რე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ამ სა­ზი­ზღა­რი კა­ნო­ნი­სა სამი ერ­თზე მო­ვიდ­ნენ, მო­ამ­ზა­დონ თა­ვი­ან­თი იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი, მე აი ასე მო­ვალ ცა­რი­ე­ლი, იმი­ტომ კი არა, რომ მა­გა­რი ბიჭი ვარ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ხალ­ხი რა­საც ფიქ­რობს, იმას ვე­უბ­ნე­ბი და თქვენ თქვე­ნი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­ვი მოგ­ვი­წყვეთ პირ­და­პირ ეთერ­ში, ოღონდ ისე­თი არა, კონ­ჩი­ტამ რომ ვი­თომ მო­ი­გო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", ნამ­დვი­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­ვი და ისი­ნი 10%-ს თუ აც­დე­ბი­ან ჩემ­თან დე­ბა­ტებ­ში, მე ხმას აღარ ამო­ვი­ღებ, ჩემ­თვის ეს ტრა­გე­დია იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ.

ამას­თან, ვა­სა­ძემ აღი­ა­რა, რომ ეს არ არის უსუ­ფაშ­ვილ­თან დე­ბა­ტებ­ში დაჯ­დო­მის მისი პირ­ვე­ლი სურ­ვი­ლი.

"დათო უსუ­ფაშ­ვი­ლი გა­მო­ვიწ­ვიე, რად­გან მე­სა­უბ­როს და უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი, როცა "მა­ესტრომ" მომ­წე­რა SMS, რომ თინა ხი­და­შე­ლი მზად არის თქვენ­თან დე­ბა­ტე­ბის­თვი­სო და მე შე­ვუთ­ვა­ლე, რომ ქალ­ბა­ტონ თი­ნას დიდი მად­ლო­ბა ვაჟ­კა­ცუ­რი შე­მარ­თე­ბის­თვის, მაგ­რამ მე ამას მისი მე­უღ­ლის­გან ვე­ლო­დე­ბი-მეთ­ქი და მერე რომ ჩა­მო­ვე­დი მი­თხრეს, რომ თი­ნას უთ­ქვამს, ბევ­რი მო­უ­ვა ვა­სა­ძეს ჩემს ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაო და მე მას უფა­სო კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­ვუ­ტა­რე­ბო. მე არ მაქვს ჩემს თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა და ჩემ­თვის ყვე­ლა ადა­მი­ან­თან სა­უ­ბა­რი დიდი პა­ტი­ვია, მაგ­რამ მათ ალ­ბათ ავი­წყდე­ბათ, რომ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლე­ბი არ არი­ან, ერთი კა­ცის მიერ არი­ან მანდ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბიზ­ნეს­მენ­მა.

მი­ი­ღებს თუ არა ქვეყ­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტოპ-სა­მე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მოწ­ვე­ვას, ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

"სამი ერთზე გამოვიდნენ" - ვასაძის ღია გამოწვევა აღმასრულებელ ხელისუფლებას და თინა ხიდაშელის პასუხი ბიზნესმენს

"სამი ერთზე გამოვიდნენ" - ვასაძის ღია გამოწვევა აღმასრულებელ ხელისუფლებას და თინა ხიდაშელის პასუხი ბიზნესმენს

ბოლო პერიოდში ქართული პრესა ინტენსიურად წერს იმის შესახებ, თითქოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. ეს ხმები თავად ვასაძემ გაანეიტრალა, როდესაც ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში, ღია ეთერში განაცხადა, რომ უკვე 10 წელია უწევს მტკიცება, რომ პოლიტიკაში არ მიდის და იგევე აზრზეა ახლაც. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ ხმაურიან განცხადებებს პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს მხოლოდ მისი, როგორც ქვეყნის ერთი კონკრეტული მოქალაქის სამოაქალაქო პოზიციაა და ამგვარი აქტივობა სრულიად არ მიუთითებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას.

ვასაძემ ამავე ეთერში რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა ხელისუფლების მისამართით. ბიზნესმენმა არ დამალა მისი ნეგატიური დამოკიდებულება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიმართ. ღიად გააკრიტიკა მისი დიდი ხნის მეგობარი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიზნესმენი ამბობს, რომ მის მიმართ ჯერ კიდევ დადებითად არის განწყობილი.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ცნობილი ბიზნესმენი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას უპირისპირდება, ანტიდისკრიმინაციული კანონია. ვასაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიღებული კანონი გაუქმდეს.

გთავაზობთ ლევან ვასაძის ყველაზე ხმაურიან განცხადებებს:

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბიზნესმენი ყველაზე კრიტიკული დავით უსუფაშვილის მიმართ იყო. ვასაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალები და "რესპუბლიკელები" იდეოლოგიური ძმები არიან. ამასთან, მან ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე დავით უსუფაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა. "მოვისმინე მისი გამოსვლა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, სადაც ის თეოლოგიურ ლექციას უკითხავდა პატრიარქს, ღვთისმშობელს თურმე საქართველო რომ დაენახა, რა უკმაყოფილო იქნება პატრიარქის ქრისტიანობით, რა უბედურებაა ეს?! პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს, ბოსტანში არის გადასული, თავის ტერიტორიიდან არის გასული 10 კილომეტრით. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა?!. მე ვიცი სასულიერო პირებისგან, რომ მარტო პატრიარქის პატივისცემით მოვუსმინეთ იმ მოხსენებას ბოლომდეო და ერთი წაიკითხეთ იქ რა წერია", - აღნიშნა ვასაძემ.

ბიზნესმენს გაღიზიანება არ დაუმალავს მისი მეგობრის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მან "ხელი უმსგავსო კანონს მოაწერა", თუმცა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მიუხედავად საკვანძო საკითხებზე სხვადასხვაგვარი შეხედულებებისა, ისინი მაინც "ახლო და უსაყვარლეს მეგობრებად რჩებიან".

"მან ხელი მოაწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი ჩემთვის მეგობარი და უახლოესი ადამიანი არ არის", - დასძინა მან.

სწორედ იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრს არ გაუთქვამს კრიტიკული დამოკიდებულება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ, ღარიბაშვილიც იქცა ცნობილი ბიზნესმენის კრიტიკის ობიექტი, თუმცა ვასაძე ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირადად არ ეთანხმება ამგვარი კანონის მიღებას და აცხადებს, რომ მის მიმართ ჯერ კიდევ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

ვასაძე არ მიდის პოლიტიკაში, თუმცა მზად არის, რომ ანდიტისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით მისი პოზიციები, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციებს ემთხვევა, ბოლომდე გაიტანოს. ის იხსენებს პატრიარქის სიტყვებს, რომ "უკანონობის დაკანონობა დიდი ცოდვაა", და რომ "არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამ კანონს"... ვასაძე დარწმუნებით აღნიშნავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში გაუქმდება.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ტოპ სამეულს, პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრემირ ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, უსუფაშვილს დებატებში იწვევს.

"წინადადება მაქვს, დამიჯდნენ დათო უსუფაშვილი, ჩემი ძმაკაცი გიორგი მარგველაშვილი და ჯერ კიდევ რომ ძალიან მესიმპათიურება ირაკლი ღარიბაშვილი, მიუხედავად ამ საზიზღარი კანონისა სამი ერთზე მოვიდნენ, მოამზადონ თავიანთი იურიდიული სამსახურები, მე აი ასე მოვალ ცარიელი, იმიტომ კი არა, რომ მაგარი ბიჭი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ხალხი რასაც ფიქრობს, იმას ვეუბნები და თქვენ თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ინტერაქტივი მოგვიწყვეთ პირდაპირ ეთერში, ოღონდ ისეთი არა, კონჩიტამ რომ ვითომ მოიგო "ევროვიზიაზე", ნამდვილი ინტერაქტივი და ისინი 10%-ს თუ აცდებიან ჩემთან დებატებში, მე ხმას აღარ ამოვიღებ, ჩემთვის ეს ტრაგედია იქნება", - აღნიშნა ვასაძემ.

ამასთან, ვასაძემ აღიარა, რომ ეს არ არის უსუფაშვილთან დებატებში დაჯდომის მისი პირველი სურვილი.

"დათო უსუფაშვილი გამოვიწვიე, რადგან მესაუბროს და უცხოეთში ვიყავი, როცა "მაესტრომ" მომწერა SMS, რომ თინა ხიდაშელი მზად არის თქვენთან დებატებისთვისო და მე შევუთვალე, რომ ქალბატონ თინას დიდი მადლობა ვაჟკაცური შემართებისთვის, მაგრამ მე ამას მისი მეუღლისგან ველოდები-მეთქი და მერე რომ ჩამოვედი მითხრეს, რომ თინას უთქვამს, ბევრი მოუვა ვასაძეს ჩემს ქმართან ურთიერთობაო და მე მას უფასო კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილებს ჩავუტარებო. მე არ მაქვს ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა და ჩემთვის ყველა ადამიანთან საუბარი დიდი პატივია, მაგრამ მათ ალბათ ავიწყდებათ, რომ ხალხის მიერ არჩეულები არ არიან, ერთი კაცის მიერ არიან მანდ დანიშნულები", - განაცხადა ბიზნესმენმა.

მიიღებს თუ არა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ტოპ-სამეული ცნობილი ბიზნესმენის გამოწვევას, ამ დრომდე უცნობია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა