მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ალიანსის გაფართოების დეკლარაცია გამოაქვეყნა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ალიანსის გაფართოების დეკლარაცია გამოაქვეყნა

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­სა და პარ­ლა­მენტს მო­უ­წო­დებს, შე­ას­რუ­ლონ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი და სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სთან და­ახ­ლო­ე­ბის­თვის მი­ე­ნი­ჭოს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა (MAP). ამის შე­სა­ხებ ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მიერ 30 მა­ისს მი­ღე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ასამ­ბლე­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე ცოტა ხნის წინ გან­თავ­სა­და.

ამას­თან, რო­გორც ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ნატო-ს ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­სა და პარ­ლა­მენტს, კვლა­ვაც და­ა­დას­ტუ­რონ ღია კა­რის პო­ლი­ტი­კი­სა და იმ ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი­სად­მი ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ნატო-ს წევ­რო­ბის­კენ ის­წრაფ­ვი­ან.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბა არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ აძ­ლი­ე­რებს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ებ­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სა­გა­ზა­ფხუ­ლი სე­სია ვილ­ნი­უს­ში 30 მა­ისს გა­იხ­სნა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ნატო-ს 28 წევ­რი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ალი­ან­სის 14 პარტნი­ო­რი-ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და რამ­დე­ნი­მე პარ­ლა­მენ­ტთ­შო­რი­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბა.

ამას­თან, ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის წლე­ვან­დე­ლი სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სია რუ­სე­თის გა­რე­შე გა­იხ­სნა.

ვილ­ნი­უს­ში ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ სამი, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი, ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ დეკ­ლა­რა­ცია მი­ი­ღო.

ამას­თან, ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სა­გა­ზა­ფხუ­ლი სე­სი­ის მთა­ვა­რი თემა უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი იყო.

რო­გორც ასამ­ბლე­ა­ზე ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­მა უსი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ ორაზ­რო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნა, თუ რამ­დენს ნიშ­ნავს თავ­დაც­ვა დღე­ვან­დე­ლი დღი­სა და მო­მა­ვა­ლის­თვის.

ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ალი­ან­სის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხი უელ­სის სა­მიტ­ზე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ მო­მა­ვალ­ში, ჩვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ნატო-ს უფრო მე­ტად ყოფ­ნა ალი­ან­სის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­მიტ­ზე შევ­ძლებთ მზად­ყოფ­ნის გეგ­მის მი­ღე­ბას, ჩვე­ნი მზად­ყოფ­ნი­სა და რე­ა­გი­რე­ბის გაზ­რდას", - აღ­ნიშ­ნა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

aleko
0

პუტინის და მისი მთავრობის გაფრთხილება ნატომ ერთ ყურში შეუშვა მეორედან გამოუშვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ალიანსის გაფართოების დეკლარაცია გამოაქვეყნა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ალიანსის გაფართოების დეკლარაცია გამოაქვეყნა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს ნატო-სთან დაახლოებისთვის მიენიჭოს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 30 მაისს მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსადა.

ამასთან, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ალიანსის გაფართოების შესახებ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს, კვლავაც დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკისა და იმ ქვეყნების ევროატლანტიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება, რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვიან.

დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ნატო-ს გაფართოება არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ აძლიერებს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებსა და სტაბილურობას.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესია ვილნიუსში 30 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობენ ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი, ალიანსის 14 პარტნიორი-ქვეყნის პარლამენტის, ევროპარლამენტის წევრები და რამდენიმე პარლამენტთშორისი გაერთიანებება.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი საგაზაფხულო სესია რუსეთის გარეშე გაიხსნა.

ვილნიუსში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სამი, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატო-ს გაფართოების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესიის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო.

როგორც ასამბლეაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა უსიამოვნო, მაგრამ ორაზროვანი განმარტება წარმოაჩინა, თუ რამდენს ნიშნავს თავდაცვა დღევანდელი დღისა და მომავალისთვის.

ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის გაძლიერების საკითხი უელსის სამიტზე იქნება მიღებული.

"ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში, ჩვენთვის აუცილებელი იქნება ნატო-ს უფრო მეტად ყოფნა ალიანსის მთელ ტერიტორიაზე. ვიმედოვნებ, რომ სამიტზე შევძლებთ მზადყოფნის გეგმის მიღებას, ჩვენი მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდას", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

"ინტერპრესნიუსი"