კასპის რაიონის სოფელ სასირეთში 29 მაისს ბლოკ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ჩაიშალა. ერთმანეთის პირისპირ, ერთის მხრივ, მმართველი გუნდის რაიონის გამგებლობის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი, ხოლო მეორეს მხრივ, სოფლის დამოუკიდებელი კანდიდატი აღმოჩნდნენ.
ყარაღაჯი-სასირეთი-თელიანის მაჟორიტარი კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" შალვა დემეტრაშვილია, ხოლო საინიციატივო ჯგუფიდან - ვახტანგ ბეჟიტაშვილი. ეს ის ბეჟიტაშვილია, რომელსაც 2013 წელს რაიონის მაშინდელმა გამგებელმა, ოლეგ იაძემ ტელეფონი ესროლა.
ამჯერად კი ვახტანგ ბეჟიტაშვილმა "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს, რესპუბლიკელ ხათუნა თათანაშვილს უთხრა, რომ ის მის სოფელში "ბოიფრენდით" არის მისული.