პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირზაანის რწმუნებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდა
მირზაანის რწმუნებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდა

დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მირ­ზა­ა­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლი აკა­კი თა­რაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭერს, 71 წლის დო­მენ­ტი ყო­ჩიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და იმის გამო, რომ ყო­ჩიშ­ვი­ლი 27 მა­ისს და­ვით ბაქ­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ბა­ღაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რწმუ­ნე­ბუ­ლი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა 71 წლის მა­მა­კაცს სახ­ლში მი­უ­ვარ­და.

"27 მა­ისს, და­ვით ბაქ­რა­ძე იყო ჩა­მო­სუ­ლი. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და სო­ფელ მირ­ზა­ან­ში მცხოვ­რე­ბი დო­მენ­ტი ყო­ჩიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ამა­ვე მო­ქა­ლა­ქემ შტაბ­ში და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს მო­ქა­ლა­ქის სახ­ლის წინ დაგ­ვხვდა უგო­ნოდ მთვრა­ლი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ჩვენს მის­ვლამ­დე მა­მა­კაცს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მო­ხუ­ცის თქმით, რწმუ­ნე­ბუ­ლი მას­თან მუ­ქა­რით უკვე მე­სა­მედ მი­ვი­და. სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ. პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ბა­ღაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

მირზაანის რწმუნებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდა

მირზაანის რწმუნებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანის რწმუნებული აკაკი თარაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, 71 წლის დომენტი ყოჩიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა იმის გამო, რომ ყოჩიშვილი 27 მაისს დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი აცხადებს, რწმუნებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა 71 წლის მამაკაცს სახლში მიუვარდა.

"27 მაისს, დავით ბაქრაძე იყო ჩამოსული. შეხვედრას ესწრებოდა სოფელ მირზაანში მცხოვრები დომენტი ყოჩიშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერია. შეხვედრის შემდეგ, ამავე მოქალაქემ შტაბში დარეკა და დახმარება გვთხოვა. ადგილზე მისულებს მოქალაქის სახლის წინ დაგვხვდა უგონოდ მთვრალი სოფლის რწმუნებული, რომელმაც ჩვენს მისვლამდე მამაკაცს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოხუცის თქმით, რწმუნებული მასთან მუქარით უკვე მესამედ მივიდა. სასწრაფო გამოვიძახეთ. პოლიციაც მოვიდა", - აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა