პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის შვილი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გადაიღეს
ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის შვილი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გადაიღეს

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის ნინო თარ­ხან-მო­უ­რა­ვი­სა და თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძის შვი­ლი, 22 წლის ელი­სა­ბე­დი, მშობ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ას არ გაჰ­ყო­ლია, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლას წელს ას­რუ­ლებს - მო­მა­ვა­ლი დი­ზა­ი­ნე­რია.

დედა-შვილს შინ ვეწ­ვი­ეთ. მათ სი­ახ­ლე­ზეც ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც ელი­სა­ბე­დის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­და­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და...

ნინო:

- ელი­სა­ბე­დი რომ და­ი­ბა­და, 25 წლის ვი­ყა­ვი. დე­და­ჩემ­მა მთხო­ვა, თუ გო­გო­ნა შე­გე­ძი­ნე­ბა, მინ­და, ჩემი დიდი ბე­ბი­ის სა­ხე­ლი და­არ­ქვაო. თხოვ­ნა შე­ვუს­რუ­ლე და ელი­სა­ბე­დი და­ვარ­ქვი. მა­შინ უკვე თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დით. ბავ­შვი 1992 წელს გაჩ­ნდა. ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა არე­უ­ლო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. არ გვქონ­და შუქი, წყა­ლი, არ და­დი­ო­და ტრან­სპორ­ტი და თე­ატ­რშიც შე­სა­ბა­მი­სი სი­ტუ­ა­ცია იყო. ძი­რი­თად დროს შინ ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ როცა სპექ­ტაკ­ლი გვქონ­და, ელი­სა­ბედს ძი­ძას­თან ვტო­ვებ­დით, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი იყო.

ელი­სა­ბე­დი:

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ, მო­დის დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, წელს ვამ­თავ­რებ. ახ­ლა­ხან და­ვი­წყე ტან­საც­მლის კერ­ვა და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში უფრო და­ვიხ­ვე­წე­ბი. სა­დიპ­ლო­მოს ვა­კე­თებ და ამა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. გა­სა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს ხუთი კომ­პლექ­ტი. მო­მა­ვალ­ში ალ­ბათ უფრო დე­დას ჩა­ვაც­მევ (იღი­მის). დიპ­ლომს რომ და­ვი­ცავ, სურ­ვი­ლი მაქვს, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში მი­ლან­ში ან ლონ­დონ­ში ვის­წავ­ლო. შემ­დეგ მინ­და გავ­ხსნა ჩემი პა­ტა­რა ატე­ლიე, სა­დაც ერ­თად იქ­ნე­ბა სამ­კერ­ვა­ლოც და მა­ღა­ზი­აც.

- ამ ეტაპ­ზე რო­გო­რი სტი­ლის სა­მო­სი მოგ­წონს?

- ეს ხა­სი­ათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. უფრო მე­ტად მომ­წონს "აჯა­ჯუ­ლი" ჩაც­მა, რად­გან თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში ჩაც­მუ­ლი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- ამ თვალ­საზ­რი­სით, შენ­სას დე­დას გე­მოვ­ნე­ბაც ემ­თხვე­ვა?

- მგო­ნი, მე და დე­დას ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს, ერ­თნა­ი­რად ვიც­ვამთ. მე ყო­ველ­თვის მომ­წონს დე­დას ტან­საც­მე­ლი და სულ მინ­და, მეც ჩა­ვიც­ვა მისი სა­მო­სი.

- მსა­ხი­ო­ბი მშობ­ლე­ბის შვი­ლი ხში­რად ამა­ვე პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს, შენ რა­ტომ არ მო­ი­სურ­ვე?

- ბავ­შვო­ბა­ში ძერ­წვის წრე­ზეც დავ­დი­ო­დი და ხატ­ვა­ზეც, მაგ­რამ მა­შინ არ მი­ფიქ­რია სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე. მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ბოლო წელს გა­და­ვი­ფიქ­რე და ხატ­ვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა და­ვი­წყე.

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა­ში მშობ­ლე­ბი რა­მე­ნა­ი­რად ხომ არ ჩა­რე­უ­ლან?

ნინო:

- არა, ერ­თა­დერ­თი, რაც გა­ვა­კე­თე, წა­ვიყ­ვა­ნე თე­ატ­რში და რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დავ­სვი. ანუ ელი­სა­ბე­დი და­ეს­წრო ე. წ. "ჭუ­ჭყი­ან სა­მუ­შაო" პრო­ცესს, რაც მგო­ნი, დი­დად არ მო­ე­წო­ნა. ალ­ბათ ამა­ნაც ითა­მა­შა როლი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის შვილი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გადაიღეს

ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის შვილი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გადაიღეს

რუსთაველის თეატრის მსახიობების ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის შვილი, 22 წლის ელისაბედი, მშობლების პროფესიას არ გაჰყოლია, სამხატვრო აკადემიაში სწავლას წელს ასრულებს - მომავალი დიზაინერია.

დედა-შვილს შინ ვეწვიეთ. მათ სიახლეზეც ვესაუბრეთ, რომელიც ელისაბედის ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გადაღებას უკავშირდებოდა...

ნინო:

- ელისაბედი რომ დაიბადა, 25 წლის ვიყავი. დედაჩემმა მთხოვა, თუ გოგონა შეგეძინება, მინდა, ჩემი დიდი ბებიის სახელი დაარქვაო. თხოვნა შევუსრულე და ელისაბედი დავარქვი. მაშინ უკვე თეატრში ვმუშაობდით. ბავშვი 1992 წელს გაჩნდა. ამ პერიოდს დაემთხვა არეულობა ჩვენს ქვეყანაში. არ გვქონდა შუქი, წყალი, არ დადიოდა ტრანსპორტი და თეატრშიც შესაბამისი სიტუაცია იყო. ძირითად დროს შინ ვატარებდი, მაგრამ როცა სპექტაკლი გვქონდა, ელისაბედს ძიძასთან ვტოვებდით, რომელიც არაჩვეულებრივი ქალი იყო.

ელისაბედი:

- სამხატვრო აკადემიის IV კურსის სტუდენტი ვარ, მოდის დიზაინის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. ახლახან დავიწყე ტანსაცმლის კერვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში უფრო დავიხვეწები. სადიპლომოს ვაკეთებ და ამაზე ვარ გადართული. გასაკეთებული მაქვს ხუთი კომპლექტი. მომავალში ალბათ უფრო დედას ჩავაცმევ (იღიმის). დიპლომს რომ დავიცავ, სურვილი მაქვს, მაგისტრატურაში მილანში ან ლონდონში ვისწავლო. შემდეგ მინდა გავხსნა ჩემი პატარა ატელიე, სადაც ერთად იქნება სამკერვალოც და მაღაზიაც.

- ამ ეტაპზე როგორი სტილის სამოსი მოგწონს?

- ეს ხასიათზეა დამოკიდებული. უფრო მეტად მომწონს ''აჯაჯული'' ჩაცმა, რადგან თავისუფალ სტილში ჩაცმული თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ამ თვალსაზრისით, შენსას დედას გემოვნებაც ემთხვევა?

- მგონი, მე და დედას ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ერთნაირად ვიცვამთ. მე ყოველთვის მომწონს დედას ტანსაცმელი და სულ მინდა, მეც ჩავიცვა მისი სამოსი.

- მსახიობი მშობლების შვილი ხშირად ამავე პროფესიას ირჩევს, შენ რატომ არ მოისურვე?

- ბავშვობაში ძერწვის წრეზეც დავდიოდი და ხატვაზეც, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე. მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ბოლო წელს გადავიფიქრე და ხატვის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყე.

- ამ გადაწყვეტილების შეცვლაში მშობლები რამენაირად ხომ არ ჩარეულან?

ნინო:

- არა, ერთადერთი, რაც გავაკეთე, წავიყვანე თეატრში და რეპეტიციებზე დავსვი. ანუ ელისაბედი დაესწრო ე. წ. ''ჭუჭყიან სამუშაო'' პროცესს, რაც მგონი, დიდად არ მოეწონა. ალბათ ამანაც ითამაშა როლი მისი გადაწყვეტილების შეცვლაში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება