პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები - რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა
გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები - რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა

ბა­თუმ­ში გარ­დაც­ვლი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის, რა­მაზ დე­ვა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და არა­ფე­რი აწუ­ხებ­და.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის სი­დედრმა ნარ­გიზ ბე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი სიძე 28 წლის იყო და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს ჰქო­ნია. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და 10 თვის შვი­ლი დარ­ჩა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის იო­სებ ლო­რი­ას თქმით, რა­მაზ დე­ვა­ძე გუ­შინ მო­რი­გე­ობ­და მა­ხინ­ჯა­უ­რი-გვი­რა­ბის ტე­რი­ტო­რი­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე გახ­და შე­უძ­ლოდ, მი­ვი­და აფ­თი­აქ­ში და წნე­ვა გა­ი­ზო­მა, აფ­თი­ა­ქის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ი­ძა­ხებ­დნენ, უარი გა­ნა­ცხა­და.

"მუ­შა­ობ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში. მო­რი­გე იყო მა­ხინ­ჯა­უ­რი გვი­რა­ბის ტე­რი­ტო­რი­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე. სა­ღა­მოს შე­იქ­ნა ცუ­დად, მი­ვი­და აფ­თი­აქ­ში და გა­ი­სინ­ჯა წნე­ვა. აფ­თი­ა­ქის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უთხრეს, რომ წნე­ვა ჰქონ­და და­ბა­ლი და სას­წრა­ფოს გა­მო­უ­ძა­ხებ­დნენ. მან უთხრა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და სას­წრა­ფოს ვერ და­ე­ლო­დე­ბო­და. გუ­შინ ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და აჭა­რა­ში, ეს ბიჭი ას­რუ­ლებ­და თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას და და­ი­ღუ­პა გუ­ლის შე­ტე­ვით", - აღ­ნიშ­ნა იო­სებ ლო­რი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბა­თუმ­ში პო­ლი­ცი­ე­ლის, გვა­რად დე­ვა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ადას­ტუ­რებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, დე­ვა­ძე პო­ლი­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და პატ­რუ­ლი­რებ­და. ამას­თან, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ გარ­დაც­ვლილ პო­ლი­ცი­ელს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბაჩო
0

ძალიან სამწუხაროა :(

გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები - რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა

გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები - რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა

ბათუმში გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, რამაზ დევაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.

როგორც გარდაცვლილის სიდედრმა ნარგიზ ბერიძემ განაცხადა, მისი სიძე 28 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია. მისივე თქმით, გარდაცვლილს მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.

ოჯახის ახლობლის იოსებ ლორიას თქმით, რამაზ დევაძე გუშინ მორიგეობდა მახინჯაური-გვირაბის ტერიტორიულ მონაკვეთზე. დაახლოებით 18:00 საათზე გახდა შეუძლოდ, მივიდა აფთიაქში და წნევა გაიზომა, აფთიაქის თანამშრომლების შეთავაზებაზე, რომ სასწრაფოს გამოიძახებდნენ, უარი განაცხადა.

"მუშაობდა საპატრულო პოლიციაში. მორიგე იყო მახინჯაური გვირაბის ტერიტორიულ მონაკვეთზე. საღამოს შეიქნა ცუდად, მივიდა აფთიაქში და გაისინჯა წნევა. აფთიაქის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ წნევა ჰქონდა დაბალი და სასწრაფოს გამოუძახებდნენ. მან უთხრა, რომ დაკავებული იყო და სასწრაფოს ვერ დაელოდებოდა. გუშინ ძალიან ბევრი სტუმარი იმყოფებოდა აჭარაში, ეს ბიჭი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და დაიღუპა გულის შეტევით", - აღნიშნა იოსებ ლორიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში პოლიციელის, გვარად დევაძის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დევაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პატრულირებდა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, გუშინ გარდაცვლილ პოლიციელს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"