პატრისია კაასი თავის მსოფლიო ტურნეს დღეს თბილისში დაასრულებს

პატრისია კაასი თავის მსოფლიო ტურნეს დღეს თბილისში დაასრულებს

"კაასი მღერის პიაფს", - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ცნობილი ფრანგი მომღერალი პატრისია კაასი თბილისის საკონცერტო დარბაზში წარადგენს.

პროექტი მომღერლის 2012 წლის ჩანაწერია, პატრისია კაასმა ამ პროექტისთვის ედიტ პიაფის საუკეთესო ჰიტები შეარჩია. ალბომში სულ 21 კომპოზიციაა შესული. მათ შორის, ედიტ პიაფის ისეთი ჰიტები, როგორიცაა “Padam, Padam”, “Je ne regrette rein”, “La vie en rose” და სხვები.

როგორც პატრისია კაასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტის იდეა მას მეგობრებმა და ახლობლებმა შესთავაზეს და მიზეზი, რის გამოც ეს პროექტი შეიქმნა, ედიტ პიაფის გარდაცვალების 50 წლისთავი იყო, რომელიც 2013 წელს აღინიშნა.

"ჩემი მეგობრები მიიჩნევდნენ, რომ მზად ვიყავი შემესრულებინა ედიტ პიაფი, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რადგან პიაფის შესრულებას სჭირდება ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ პროექტის განხორციელების დროს მინდოდა ისეთი შოუ დამედგა, რომელიც იქნებოდა 21-ე საუკუნის და არა პიაფის ცხოვრების პერიოდის გამეორება", - განაცხადა პატრისია კაასმა.

ამასთან, მომღერლის თქმით, დღეს მის შოუში პიაფის ჰიტების გარდა ქართველი მსმენელი მოისმენს მისი უშუალო რეპერტუარის 6 სიმღერას.

კონცერტის ორგანიზატორთა განცხადებით, პატრისია კაასი თავისი მსოფლიო ტურნეს სწორედ თბილისში დაასრულებს.

"ეს იქნება მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 145-ე კონცერტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეს შოუ 400 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ქართველ სმსმენელს დღეს აქვს საშუალება მოისმინოს ეს ჰიტები და როგორც თავად მომღერალი გვპირდება, ეს იქნება განსაკუთრებული საღამო და განსაკუთრებული შოუ, რადგან ეს მისი მსოფლიო ტურნეს დასასრულია", - განაცხადა "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორმა მიხეილ გიორგაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება