პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი ჯიპებით უნდა იარონ" - დაჩი გრძელიშვილი კრიტიკას პასუხობს
"მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი ჯიპებით უნდა იარონ" - დაჩი გრძელიშვილი კრიტიკას პასუხობს

ჟურ­ნა­ლის­ტმა დაჩი გრძე­ლიშ­ვილ­მა გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბა­თუმ­ში პო­ლი­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტუმ­რად ჩა­სულ ჩი­ნოვ­ნი­კებს კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი მი­უ­ძღვნა. პოსტს ინ­ტერ­ნეტ-მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხარ­დამ­ჭე­რი კო­მენ­ტა­რე­ბის გარ­და, კრი­ტი­კაც მოჰ­ყვა. და­ჩიმ კრი­ტი­კო­სე­ბის პა­სუ­ხად მო­რი­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, ვი­ნაც ჯი­პებ­ზე ჩემი პოს­ტის შემ­დეგ სი­სი­ნა გვე­ლი და ინ­ტრი­გა­ნი მი­წო­და; მათ სა­ყუ­რა­დღე­ბო­დაც, ვი­ნაც პოს­ტის წა­კი­თხვის მერე მარ­ტო ის იკი­თხა, 9 წელი რას აკე­თებ­დაო (ანუ, ჩემ­ზე იკი­თხა, სა­კუ­თარ თავ­ზე კი არა); ასე­ვე მათ­თვის, ვინც თვლის, რომ ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა უზარ­მა­ზა­რი, და­ბუ­რულ მი­ნე­ბი­ა­ნი და პო­ლი­ცი­ის მა­შუ­ქე­ბი­ა­ნი ჯი­პე­ბით უნდა ია­რონ - მათ­სა­ვე, ხალ­ხის ხარ­ჯზე.

- ბა­ტო­ნე­ბო, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო... თავი მხო­ლოდ ბა­ლიშ­ზე და­სა­დე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ გახ­ლავთ. მას ფიქ­რი და აზ­როვ­ნე­ბაც შე­უძ­ლია. ოღონდ თქვენს ნაც­ვლად, თქვე­ნი თა­ვით სხვა ვერ იფიქ­რებს - ვერც მიშა, ვერც ბი­ძი­ნა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვერც ღმერ­თი (ის ამას უბ­რა­ლოდ არ გა­ა­კე­თებს, იმი­ტომ რომ უყ­ვარ­ხართ). ჰოდა, თქვე­ნი თა­ვით, თქვენ­ვე და­ფიქ­რდით: თქვენ მი­დი­ხართ არ­ჩევ­ნებ­ზე და ირ­ჩევთ მთავ­რო­ბას; თქვე­ნი ხელ­ფა­სი­დან იხ­დით გა­და­სა­ხა­დებს (არა მხო­ლოდ ხელ­ფა­სი­დან) და ავ­სებთ ბი­უ­ჯეტს, რომ­ლი­თაც მთავ­რო­ბა ხელ­ფასს იღებს; ას­რუ­ლებთ მო­ვა­ლე­ო­ბას, არ და­არ­ღვი­ოთ კა­ნო­ნი - რო­დე­საც არ­ღვევთ, თუ გა­გი­გეს, თქვენ გი­ჭე­რენ ან გა­ჯა­რი­მე­ბენ და თვლით, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რია. ჰოდა და­ფიქ­რდით, რა­ტომ უნდა იყოს თქვენს მიერ მოყ­ვა­ნი­ლი, თქვე­ნი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა თქვენ­ზე პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი? რა­ტომ არ უნდა მოს­თხო­ვოთ მას პა­სუ­ხი იმა­ზე, რაც არ მოგ­წონთ? - და­ფიქ­რდით, არ ინა­ნებთ... თა­ვი­დან ცოტა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ მერე და მერე, გე­სი­ა­მოვ­ნე­ბათ კი­დეც, ისეთ ძა­ლას იგ­რძნობთ. იმი­ტომ, რომ ასე­თე­ბი ბევ­რი ვიქ­ნე­ბით - ვი­საც თავი მხო­ლოდ ბა­ლიშ­ზე და­სა­დე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ ჰგო­ნია; იმი­ტომ, რომ ასე­თე­ბი ბევ­რი ვიქ­ნე­ბით - ვინც თვლის, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია, მთავ­რო­ბა კი გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ნას­წო­რი. და მერე აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა იმა­ზე მა­თხოვ­რო­ბა, რაც ისე­დაც გვე­კუთ­ვნის - ჩვე­ნი წილი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­სა­ვე აშე­ნე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში", - წერს გრძე­ლიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: "არ გირ­ჩევთ, ჩვენს ხარ­ჯზე "გუ­ლავს", ბა­ტო­ნე­ბო" - დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კებს

"მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი ჯიპებით უნდა იარონ" - დაჩი გრძელიშვილი კრიტიკას პასუხობს

"მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი ჯიპებით უნდა იარონ" - დაჩი გრძელიშვილი კრიტიკას პასუხობს

ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა გუშინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრად ჩასულ ჩინოვნიკებს კრიტიკული პოსტი მიუძღვნა. პოსტს ინტერნეტ-მედიასა და სოციალურ ქსელში მხარდამჭერი კომენტარების გარდა, კრიტიკაც მოჰყვა. დაჩიმ კრიტიკოსების პასუხად მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

"მათ საყურადღებოდ, ვინაც ჯიპებზე ჩემი პოსტის შემდეგ სისინა გველი და ინტრიგანი მიწოდა; მათ საყურადღებოდაც, ვინაც პოსტის წაკითხვის მერე მარტო ის იკითხა, 9 წელი რას აკეთებდაო (ანუ, ჩემზე იკითხა, საკუთარ თავზე კი არა); ასევე მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი, დაბურულ მინებიანი და პოლიციის მაშუქებიანი ჯიპებით უნდა იარონ - მათსავე, ხალხის ხარჯზე.

- ბატონებო, ქალბატონებო... თავი მხოლოდ ბალიშზე დასადები მოწყობილობა არ გახლავთ. მას ფიქრი და აზროვნებაც შეუძლია. ოღონდ თქვენს ნაცვლად, თქვენი თავით სხვა ვერ იფიქრებს - ვერც მიშა, ვერც ბიძინა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ღმერთი (ის ამას უბრალოდ არ გააკეთებს, იმიტომ რომ უყვარხართ). ჰოდა, თქვენი თავით, თქვენვე დაფიქრდით: თქვენ მიდიხართ არჩევნებზე და ირჩევთ მთავრობას; თქვენი ხელფასიდან იხდით გადასახადებს (არა მხოლოდ ხელფასიდან) და ავსებთ ბიუჯეტს, რომლითაც მთავრობა ხელფასს იღებს; ასრულებთ მოვალეობას, არ დაარღვიოთ კანონი - როდესაც არღვევთ, თუ გაგიგეს, თქვენ გიჭერენ ან გაჯარიმებენ და თვლით, რომ ეს ნორმალურია. ჰოდა დაფიქრდით, რატომ უნდა იყოს თქვენს მიერ მოყვანილი, თქვენი დაფინანსებული მთავრობა თქვენზე პრივილეგირებული? რატომ არ უნდა მოსთხოვოთ მას პასუხი იმაზე, რაც არ მოგწონთ? - დაფიქრდით, არ ინანებთ... თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე და მერე, გესიამოვნებათ კიდეც, ისეთ ძალას იგრძნობთ. იმიტომ, რომ ასეთები ბევრი ვიქნებით - ვისაც თავი მხოლოდ ბალიშზე დასადები მოწყობილობა არ ჰგონია; იმიტომ, რომ ასეთები ბევრი ვიქნებით - ვინც თვლის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მთავრობა კი განსაკუთრებით თანასწორი. და მერე აღარ დაგვჭირდება იმაზე მათხოვრობა, რაც ისედაც გვეკუთვნის - ჩვენი წილი თავისუფლება ჩვენსავე აშენებულ ქვეყანაში", - წერს გრძელიშვილი.

იხილეთ ასევე: "არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს