კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალაიას ადვოკატი - ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში აქვს აღებული
ახალაიას ადვოკატი - ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში აქვს აღებული

დათა ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მა­მას, გუ­რამ გირ­გვლი­ანს ცი­ლის­წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და პირ­დე­ბა, რომ ამი­ე­რი­დან სა­კუ­თარ "აღ­ვი­რახ­სნილ ქმე­დე­ბებ­ზე" ადეკ­ვა­ტურ რე­აქ­ცი­ას მი­ი­ღებს.

"მო­ვუ­წო­დებ ბა­ტონ გუ­რამ გირ­გვლი­ანს, შე­წყვი­ტოს "ზრუნ­ვა" ჩემს ფსი­ქი­კურ ჯან­მრთლო­ბა­ზე და მი­ხე­დოს სა­კუ­თარ ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას!

ნუ მა­ი­ძუ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბი­სათ­ვის ვუ­ჩივ­ლო სა­სა­მარ­თლო­ში და კასრზე და­ვა­წყო­ბი­ნო ის ფუ­ლე­ბი, რაც მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ აქვს აღე­ბუ­ლი!

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ბა­ტო­ნი გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი პრე­სით ავ­რცე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, თით­ქოს წინა წლებ­ში ვი­ყა­ვი გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და ვიხ­დი­დი სას­ჯელს.

ეს ისე­თი­ვე სი­მარ­თლეა, რო­გო­რიც ის, რომ კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აწა­მეს და მოკ­ლეს მისი შვი­ლი!

ამი­ე­რი­დან, გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი ჩემ­გან მი­ი­ღებს ადეკ­ვა­ტურ რე­აქ­ცი­ას სა­კუ­თარ აღ­ვი­რახ­სნილ ქმე­დე­ბებ­ზე!", - წერს ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ად­ვო­კა­ტი გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ გირ­გვლი­ა­ნის მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი საქ­მის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბა და ახა­ლა­ი­ე­ბის დას­ჯაა.

"რო­გორც ბა­ტო­ნი გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ით ირ­კვე­ვა, მის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ საქ­მე ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი, ხოლო მის­თვის ამ­ჟა­მად მთა­ვარ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს - სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვა­დი საქ­მე­ე­ბი სუფ­რის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამ გან­ცხა­დე­ბით ბა­ტო­ნი გუ­რა­მი თა­ვად აღი­ა­რებს, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი დად­გე­ნი­ლი არ არის და სწო­რედ ამა­შია საქ­მე, რომ მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი არის ახა­ლა­ი­ე­ბის დას­ჯა, ხოლო რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და და ვინ აწა­მა მისი შვი­ლი - ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა უკა­ნა პლან­ზეა გა­და­წე­უ­ლი.

ვა­ცხა­დებ, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი საკ­მა­ოდ არის გარ­კვე­უ­ლი: თუკი გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა ოქ­რო­ყა­ნის ეპი­ზო­დი და საქ­მის სა­მე­დი­ცი­ნო მო­ცე­მუ­ლო­ბა - ნა­თე­ლი გახ­დე­ბა, რომ კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი არც მო­უკ­ლავთ და არც უწა­მე­ბი­ათ.

სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რია, რომ საქ­მის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ჩუ­მა­თე­ბის ინ­ტე­რე­სი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნის გან­ზრახ­ვა­შიც იკ­ვე­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. "შარ­დე­ნის სუფ­რის წევ­რე­ბის" კავ­შირს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვახ­დენ ცი­ტი­რე­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან: (პა­რაგ­რა­ფი 289, გვერ­დი 73)

"რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ჩი­ვან­თა გან­ცხა­დე­ბას, რომ მათი შვი­ლი კაფე "შარ­დენ­ში" შეკ­რე­ბი­ლი შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის - ბო­როტ­მოქ­მედ­თა უფ­რო­სე­ბის ბრძა­ნე­ბით მოკ­ლეს, (იხ. პა­რაგ­რა­ფი 283) - სა­სა­მარ­თლოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ჯე­როვ­ნად შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად მი­აჩ­ნია, რომ არ არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სა­ფძ­ვე­ლი იმი­სათ­ვის, რომ "გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა" სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, გა­კეთ­დეს ესო­დენ შორს მი­მა­ვა­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის დას­კვნა".

...ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლო კენ­ჭისყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს, რომ განმცხა­დებ­ლე­ბის შვი­ლის შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ხე­ლი­დან მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში, კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) არა­ვი­თარ დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია." (იხ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის მე-4 პუნ­ქტი).

ამ­დე­ნად ცხა­დი ხდე­ბა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და რო­გორც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გან­ზრახ ყალ­ბი ინ­ტერპრე­ტა­ცია!", - წერს ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

რო­გორც გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი გირ­გვლი­ა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით, შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობს და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას.

"ეს პი­როვ­ნე­ბა ავად­მყო­ფი, ში­ზოფ­რე­ნი­კი და ფსი­ქი­კუ­რად და­უ­ლა­გე­ბე­ლი კა­ცია. გე­ნა­ხათ, რო­გორ იქ­ცე­ო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე; ად­ვო­კა­ტი რომ და­ი­წყებს ჩხუბს და წი­ვილ-კი­ვილს, ის ად­ვო­კა­ტი არ არის. ეს კაცი შე­მოგ­ზავ­ნი­ლი ინ­ტრი­გა­ნია, რომ ჩვე­ნი მხა­რე გა­მო­იწ­ვი­ოს ჩხუბ­ში. დაც­ვის მხა­რეს ბევ­რი სხვა ად­ვო­კა­ტი ჰყავს, მაგ­რამ ისი­ნი ხმას არ იღე­ბენ. ეს პი­როვ­ნე­ბა ხე­დავს - მე იქ ვდგა­ვარ და ნერ­ვე­ბის­მომშლელ, გა­მომ­წვევ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. კი­დეც მო­მე­შა­ლა ნერ­ვე­ბი. ვუ­თხა­რი, თუ იცი ვინ მოკ­ლა ჩემი შვი­ლი, თქვი და სა­ერ­თოდ სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა ეს პრო­ცე­სი მეთ­ქი. პი­ა­რის­თვის მოქ­მე­დებს. დაც­ვით და­დის, მა­წუ­ხე­ბე­ნო, გა­ნა­ცხა­და. ვინ აწუ­ხებს? მას სა­ერ­თოდ არ ვე­ხე­ბით", - აცხა­დებს გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ახალაიას ადვოკატი - ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში აქვს აღებული

ახალაიას ადვოკატი - ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში აქვს აღებული

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს და პირდება, რომ ამიერიდან საკუთარ "აღვირახსნილ ქმედებებზე" ადეკვატურ რეაქციას მიიღებს.

"მოვუწოდებ ბატონ გურამ გირგვლიანს, შეწყვიტოს "ზრუნვა" ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე და მიხედოს საკუთარ ალკოჰოლდამოკიდებულებას!

ნუ მაიძულებს შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის ვუჩივლო სასამართლოში და კასრზე დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში საკომპენსაციოდ აქვს აღებული!

გარდა აღნიშნულისა, ბატონი გურამ გირგვლიანი პრესით ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, თითქოს წინა წლებში ვიყავი გასამართლებული და ვიხდიდი სასჯელს.

ეს ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ კუდ-ის თანამშრომლებმა აწამეს და მოკლეს მისი შვილი!

ამიერიდან, გურამ გირგვლიანი ჩემგან მიიღებს ადეკვატურ რეაქციას საკუთარ აღვირახსნილ ქმედებებზე!", - წერს ზაქარეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ადვოკატი გურამ გირგვლიანის პრესკონფერენციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ გირგვლიანის მთავარი ინტერესი საქმის რეალური გარემოებების მიჩუმათება და ახალაიების დასჯაა.

"როგორც ბატონი გურამ გირგვლიანის პრესკონფერენციით ირკვევა, მისთვის ცნობილია, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებებზე პროკურატურის მიერ საქმე ცალკეა გამოყოფილი, ხოლო მისთვის ამჟამად მთავარ ინტერესს წარმოადგენს - სასამართლოში განხილვადი საქმეები სუფრის წევრებთან დაკავშირებით.

ამ განცხადებით ბატონი გურამი თავად აღიარებს, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები დადგენილი არ არის და სწორედ ამაშია საქმე, რომ მთავარი ინტერესი არის ახალაიების დასჯა, ხოლო რეალურად რა მოხდა და ვინ აწამა მისი შვილი - ამ საკითხის გარკვევა უკანა პლანზეა გადაწეული.

ვაცხადებ, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები საკმაოდ არის გარკვეული: თუკი გასაჯაროვდება ოქროყანის ეპიზოდი და საქმის სამედიცინო მოცემულობა - ნათელი გახდება, რომ კუდ-ის თანამშრომლებს სანდრო გირგვლიანი არც მოუკლავთ და არც უწამებიათ.

სამწუხარო და გასაკვირია, რომ საქმის რეალური გარემოებების მიჩუმათების ინტერესი პროკურატურასთან ერთად, გურამ გირგვლიანის განზრახვაშიც იკვეთება.

რაც შეეხება ე.წ. "შარდენის სუფრის წევრების" კავშირს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვახდენ ციტირებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: (პარაგრაფი 289, გვერდი 73)

"რაც შეეხება მომჩივანთა განცხადებას, რომ მათი შვილი კაფე "შარდენში" შეკრებილი შსს-ს მაღალჩინოსნების - ბოროტმოქმედთა უფროსების ბრძანებით მოკლეს, (იხ. პარაგრაფი 283) - სასამართლოს მის ხელთ არსებული მასალების ჯეროვნად შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებითი საფძველი იმისათვის, რომ "გონივრულ ეჭვს მიღმა" სტანდარტის შესაბამისად, გაკეთდეს ესოდენ შორს მიმავალი ფაქტობრივი ხასიათის დასკვნა".

...ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ განმცხადებლების შვილის შსს-ს მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში, კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია." (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).

ამდენად ცხადი ხდება, რომ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა როგორც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების განზრახ ყალბი ინტერპრეტაცია!", - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

როგორც გურამ გირგვლიანი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი გირგვლიანის სასამართლო პროცესებზე თავისი განცხადებებით, შეგნებულად ცდილობს დაპირისპირების პროვოცირებას.

"ეს პიროვნება ავადმყოფი, შიზოფრენიკი და ფსიქიკურად დაულაგებელი კაცია. გენახათ, როგორ იქცეოდა სასამართლო პროცესზე; ადვოკატი რომ დაიწყებს ჩხუბს და წივილ-კივილს, ის ადვოკატი არ არის. ეს კაცი შემოგზავნილი ინტრიგანია, რომ ჩვენი მხარე გამოიწვიოს ჩხუბში. დაცვის მხარეს ბევრი სხვა ადვოკატი ჰყავს, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. ეს პიროვნება ხედავს - მე იქ ვდგავარ და ნერვებისმომშლელ, გამომწვევ განცხადებებს აკეთებს. კიდეც მომეშალა ნერვები. ვუთხარი, თუ იცი ვინ მოკლა ჩემი შვილი, თქვი და საერთოდ საჭირო აღარ იქნება ეს პროცესი მეთქი. პიარისთვის მოქმედებს. დაცვით დადის, მაწუხებენო, განაცხადა. ვინ აწუხებს? მას საერთოდ არ ვეხებით", - აცხადებს გურამ გირგვლიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ