სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''თანამედროვე საზოგადოება პატიოსნებას სექსით აღარ საზღვრავს...''
''თანამედროვე საზოგადოება პატიოსნებას სექსით აღარ საზღვრავს...''

ნიკა ქავ­თა­რა­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ჩავ­წე­რეთ. ქარ­თუ­ლი სუფ­რა, კა­ცო­ბა, ქა­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა, არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია - ეს იმ თე­მე­ბის ნა­წი­ლია, რა­ზეც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი გაგ­ვაც­ნო.

- ძველ დრო­ში არ­სე­ბობ­და აუ­ცი­ლებ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ქცე­ვე­ბი, რაც მერე ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მაგ­რამ როცა ტრა­დი­ცია ვერ მო­ი­ცავს დროს, სა­სა­ცი­ლო და ხე­ლის­შემ­შლე­ლი ხდე­ბა.

- რას ფიქ­რობ სუფ­რის ტრა­დი­ცი­ა­ზე?

- ძვე­ლად სუფ­რა გახ­ლდათ ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია იყო ემო­ცი­ე­ბი­სა და ამ­ბე­ბის ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა, ალ­კოჰო­ლიც ხელს უწყობ­და პი­როვ­ნე­ბე­ბის გახ­სნა­სა და თა­ვი­სუ­ფალ სა­უ­ბარს. მაგ­რამ სუფ­რა­ზე სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო მოხ­ვედ­რა, რომ ერ­თმა­ნე­თი და­ლე­ვა­ში უნდა დავ­ხო­ცოთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს აღი­ზი­ა­ნებს. სხვა­თა შო­რის, მხო­ლოდ დიდ­გვა­როვ­ნე­ბი­სა და მე­ფის კარ­ზე გაშ­ლილ სუფ­რებ­ზე ეწყო უზღვა­ვი საჭ­მე­ლი და სას­მელ­საც დიდი ყან­წე­ბით სვამ­დნენ, თო­რემ ჩვე­უ­ლებ­რივ სუფ­რებ­ზე ცო­ტას მი­ირ­თმევ­დნენ და სვამ­დნენ იმის­თვის, რომ მთა­ვა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რით მი­ე­ღოთ. თა­მა­და კი ის ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­გი­ნა­ლურს გახ­დი­და შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ როცა სუფ­რა იღებს ტა­ბე­ლურ სა­ხეს, ინ­ტე­რესს კარ­გავს. ალ­ბათ ამი­ტო­მაა, რომ ახალ­გაზ­რდებს კლუბ­ში გარ­თო­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ, სა­დაც უფრო მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას პო­უ­ლო­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის; სუფ­რა­ზე კი რა­მე­ზე სა­უ­ბარს რომ და­ი­წყებ, უცებ თა­მა­და გე­ტყვის, შენ შე­მო­გევ­ლე, შენი ჭი­რი­მე, ერთი წუ­თით მო­მის­მი­ნე­თო...

- ნიკა, რა გან­სა­ზღვრავს "კა­ცო­ბას"?

- არ ვიცი. ჩემ­თვის კა­ცო­ბა და ქა­ლო­ბა არის ადა­მი­ა­ნო­ბა. სქესს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია, პი­როვ­ნე­ბა იყოს კარ­გი, კე­თი­ლი, საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გულ­თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ტიპი. ჩემ­თვის კა­ცო­ბა იმით არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი აკე­თებს 50 პრესს, სვამს 8 ლიტრ ღვი­ნოს, ან ცო­ლად ჰყავს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი გოგო ქა­ლაქ­ში.

- დღე­ვან­დელ დღეს რას ნიშ­ნავს შენ­თვის ნამ­დვი­ლი "ქარ­თვე­ლი ქალი"?

- ადა­მი­ა­ნე­ბის და­ყო­ფა იმის მი­ხედ­ვით, რომ ნა­წი­ლი უნდა მუ­შა­ობ­დეს, ნა­წი­ლი უნდა იწ­ვეს ან ნა­წი­ლი დარ­ბო­დეს - არას­წო­რია, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა რე­ა­ლიზ­დეს. ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი არის ქალი, რო­მე­ლიც თა­ვის საქ­მე­ში მა­გა­რია, არის ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, უყ­ვართ არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ ლა­მა­ზია და კარგ ხა­ჭა­პურს აცხობს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეა­მა­ყე­ბათ. მოკ­ლედ, ჩემ­თვის მრა­ვალ­მხრივ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ქა­ლია მი­სა­ღე­ბი. მთა­ვა­რია, რომ ის არ აღ­მოჩ­ნდეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვერ­პლი და არ იფიქ­როს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იჯ­დეს სახ­ლში, აკე­თოს ქა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბი. ქალი არ არის დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა, ის გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, იცხოვ­როს ადა­მი­ა­ნუ­რად და იყოს თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­ლი­სა და კა­ცის მე­გობ­რო­ბა ვნე­ბის გა­რე­შე?

- ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო არის ფლირ­ტი, აქ სა­უ­ბა­რი არაა ფლირტზე ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის. ქალი და მა­მა­კა­ცი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი, სამ­სა­ხურ­ში, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე თუ სხვა­გან, ბუ­ნებ­რი­ვად აწო­ნე­ბენ თავს ერ­თმა­ნეთს, სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ეპ­რან­ჭე­ბი­ან. მე­გობ­რო­ბა თა­ვის­თა­ვად არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მოგ­წონ­დეთ ადა­მი­ა­ნი, და თუ მოგ­წონთ, მე­გობ­რობთ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ფიქ­რობ­დეთ მას­ზე, რო­გორც ქალ­ზე. აქ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მოვ­რი­ცხავ რამე ამო­რა­ლურს, მა­გა­ლი­თად, მე­გობ­რის ცო­ლის თე­მას და ა.შ. ჩემი აზ­რით, მო­საზ­რე­ბა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლი­სა და კა­ცის მე­გობ­რო­ბა ვნე­ბის გა­რე­შე, ან გა­მო­ნათ­ქვა­მი: მყავს მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ქა­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

''თანამედროვე საზოგადოება პატიოსნებას სექსით აღარ საზღვრავს...''

''თანამედროვე საზოგადოება პატიოსნებას სექსით აღარ საზღვრავს...''

ნიკა ქავთარაძესთან ინტერვიუ ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ჩავწერეთ. ქართული სუფრა, კაცობა, ქალის პატიოსნება, არატრადიციული ორიენტაცია - ეს იმ თემების ნაწილია, რაზეც ჩვენმა რესპონდენტმა საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნო.

- ძველ დროში არსებობდა აუცილებლად შესასრულებელი ქცევები, რაც მერე ტრადიციად ჩამოყალიბდა, მაგრამ როცა ტრადიცია ვერ მოიცავს დროს, სასაცილო და ხელისშემშლელი ხდება.

- რას ფიქრობ სუფრის ტრადიციაზე?

- ძველად სუფრა გახლდათ ადამიანთა ურთიერთობის საშუალება და მისი ძირითადი ფუნქცია იყო ემოციებისა და ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება, ალკოჰოლიც ხელს უწყობდა პიროვნებების გახსნასა და თავისუფალ საუბარს. მაგრამ სუფრაზე სპორტული ინტერესის გამო მოხვედრა, რომ ერთმანეთი დალევაში უნდა დავხოცოთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აღიზიანებს. სხვათა შორის, მხოლოდ დიდგვაროვნებისა და მეფის კარზე გაშლილ სუფრებზე ეწყო უზღვავი საჭმელი და სასმელსაც დიდი ყანწებით სვამდნენ, თორემ ჩვეულებრივ სუფრებზე ცოტას მიირთმევდნენ და სვამდნენ იმისთვის, რომ მთავარი სიამოვნება ერთმანეთთან საუბრით მიეღოთ. თამადა კი ის ადამიანი იყო, რომელიც მაქსიმალურად ორიგინალურს გახდიდა შეხვედრას, მაგრამ როცა სუფრა იღებს ტაბელურ სახეს, ინტერესს კარგავს. ალბათ ამიტომაა, რომ ახალგაზრდებს კლუბში გართობა ურჩევნიათ, სადაც უფრო მეტ თავისუფლებას პოულობენ ურთიერთობისთვის; სუფრაზე კი რამეზე საუბარს რომ დაიწყებ, უცებ თამადა გეტყვის, შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე, ერთი წუთით მომისმინეთო...

- ნიკა, რა განსაზღვრავს ''კაცობას''?

- არ ვიცი. ჩემთვის კაცობა და ქალობა არის ადამიანობა. სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, პიროვნება იყოს კარგი, კეთილი, საქმეში წარმატებული, გულთბილი და სასიამოვნო ტიპი. ჩემთვის კაცობა იმით არ გამოიხატება, რომ ადამიანი აკეთებს 50 პრესს, სვამს 8 ლიტრ ღვინოს, ან ცოლად ჰყავს ყველაზე მაგარი გოგო ქალაქში.

- დღევანდელ დღეს რას ნიშნავს შენთვის ნამდვილი ''ქართველი ქალი''?

- ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, რომ ნაწილი უნდა მუშაობდეს, ნაწილი უნდა იწვეს ან ნაწილი დარბოდეს - არასწორია, ყველა ადამიანი მაქსიმალურად უნდა რეალიზდეს. ჩემთვის ნამდვილი ქართველი ქალი არის ქალი, რომელიც თავის საქმეში მაგარია, არის ბედნიერი და წარმატებული, უყვართ არა მარტო იმიტომ, რომ ლამაზია და კარგ ხაჭაპურს აცხობს, არამედ იმიტომ, რომ ეამაყებათ. მოკლედ, ჩემთვის მრავალმხრივ რეალიზებული ქალია მისაღები. მთავარია, რომ ის არ აღმოჩნდეს სტერეოტიპების მსხვერპლი და არ იფიქროს, რომ აუცილებლად უნდა იჯდეს სახლში, აკეთოს ქალური საქმეები. ქალი არ არის დამხმარე საშუალება, ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც უნდა მიეცეს საშუალება, იცხოვროს ადამიანურად და იყოს თითით საჩვენებელი.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ქალისა და კაცის მეგობრობა ვნების გარეშე?

- ადამიანებს შორის ურთერთობაში ყველაზე სასიამოვნო არის ფლირტი, აქ საუბარი არაა ფლირტზე ოჯახის წევრებს შორის. ქალი და მამაკაცი, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებიან ისინი, სამსახურში, ავტობუსის გაჩერებაზე თუ სხვაგან, ბუნებრივად აწონებენ თავს ერთმანეთს, საერთოდ, ადამიანები ერთმანეთს ეპრანჭებიან. მეგობრობა თავისთავად არ გამორიცხავს, რომ მოგწონდეთ ადამიანი, და თუ მოგწონთ, მეგობრობთ, რატომ არ შეიძლება, ფიქრობდეთ მასზე, როგორც ქალზე. აქ, რასაკვირველია, გამოვრიცხავ რამე ამორალურს, მაგალითად, მეგობრის ცოლის თემას და ა.შ. ჩემი აზრით, მოსაზრება, რომ არ შეიძლება ქალისა და კაცის მეგობრობა ვნების გარეშე, ან გამონათქვამი: მყავს მეგობარი, რომელსაც ქალად ვერ აღვიქვამ, შეურაცხმყოფელია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება