პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიცოცხლის ბოლომდე დაცვით პრემიერი და მისი ოჯახიც იქნებიან უზრუნველყოფილი
სიცოცხლის ბოლომდე დაცვით პრემიერი და მისი ოჯახიც იქნებიან უზრუნველყოფილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გარ­და, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­საც და­ი­ცავს.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა "სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 28 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­ვი­და. ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სტრუქ­ტუ­რულ და­ნა­ყო­ფებს კი­დევ ერთი ახა­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ე­მა­ტა.

დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია იმ პირ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ვისი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­საც სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებს. კერ­ძოდ, ესე­ნია: პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი და მთავ­რო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით გან­სა­ზღვრულ სხვა პი­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და მისი ოჯა­ხის წევ­რებს, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მათ დაც­ვა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დე­გაც, მისი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ახორ­ცი­ე­ლებს.

მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით კი, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვით სარ­გებ­ლო­ბის პრი­ვი­ლე­გია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც მი­ე­ნი­ჭა და დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლი შემ­დეგ­ნა­ი­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და: "სამ­სა­ხუ­რი მის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, აგ­რეთ­ვე, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის (სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე), უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის (ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დით), აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით გან­სა­ზღვრულ სხვა პირ­თა დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სიცოცხლის ბოლომდე დაცვით პრემიერი და მისი ოჯახიც იქნებიან უზრუნველყოფილი

სიცოცხლის ბოლომდე დაცვით პრემიერი და მისი ოჯახიც იქნებიან უზრუნველყოფილი

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებსაც დაიცავს.

შესაბამისი ცვლილება "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილებაში შევიდა. ამავე ცვლილებების ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს კიდევ ერთი ახალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტი დაემატა.

დადგენილებით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ახორციელებს. კერძოდ, ესენია: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირები. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მათ დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე ახორციელებს.

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით კი, სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვით სარგებლობის პრივილეგია პრემიერ-მინისტრსაც მიენიჭა და დადგენილების შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების (საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე), უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა