პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიტოვანი აშკარად რუსული მოტივით პანკისისკენ იწევს" - გივი თარგამაძე
"კიტოვანი აშკარად რუსული მოტივით პანკისისკენ იწევს" - გივი თარგამაძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გივი თარ­გა­მა­ძე თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ თე­გიზ კი­ტო­ვან­თან და­ვავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"კი­ტოვნმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­ბის მთა­ვა­რი შეკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა, მერე გრა­ჩოვ­თან, იგი­ვე "პაშა მერ­სე­დეს­თან" ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­ში. ეხლა ჩა­მო­ვი­და, "ბი­ჭე­ბის­თვის" ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბას ითხოვს, კა­ხეთ­ში ოფი­სებს ხსნის და გა­ურ­კვე­ვე­ლი, მაგ­რამ აშ­კა­რად რუ­სუ­ლი მო­ტი­ვით პან­კი­სის­კენ იწევს. პარ­ლა­მენ­ტის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლი ვოლ­სკი მის მი­მართ სი­პა­თი­ას გა­მო­ხა­ტავს. აბა სხვას კი არა­ფერს ვამ­ბობ ამ­დე­ნი ხა­ნია...", - წერს თარ­გა­მა­ძე.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გია ვოლ­სკის შე­ფა­სე­ბით, "თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ თენ­გიზ კი­ტო­ვან­საც ჰქონ­და ბევ­რი და­დე­ბი­თი".

რო­გორც ვოლ­სკიმ კი­ტო­ვა­ნის გეგ­მე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, "ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის სურ­ვი­ლი აქვს, მაგ­რამ ის ფორ­მა, რაც მან აირ­ჩია, არას­წო­რია".

"მას უნდა, რომ იყოს ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ასე­თი ფორ­მით ჩარ­თვა არას­წო­რია", - აღ­ნიშ­ნა გია ვოლ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კი­ტო­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­მო­ქა­ლა­ქო ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია" შექ­მნა. დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის თქმით, "ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქვე­ყა­ნა­ში ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის და საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა იქ­ნე­ბა". ამას­თან, კი­ტო­ვა­ნი სა­კუ­თარ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პი­რე­ბის­თვის ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მას ითხოვს.

"კიტოვანი აშკარად რუსული მოტივით პანკისისკენ იწევს" - გივი თარგამაძე

"კიტოვანი აშკარად რუსული მოტივით პანკისისკენ იწევს" - გივი თარგამაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ თეგიზ კიტოვანთან დავავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"კიტოვნმა საქართველოში რუსების მთავარი შეკვეთა შეასრულა, მერე გრაჩოვთან, იგივე "პაშა მერსედესთან" ცხოვრობდა მოსკოვში. ეხლა ჩამოვიდა, "ბიჭებისთვის" იარაღის ტარების უფლებას ითხოვს, კახეთში ოფისებს ხსნის და გაურკვეველი, მაგრამ აშკარად რუსული მოტივით პანკისისკენ იწევს. პარლამენტის ფაქტობრივი მმართველი ვოლსკი მის მიმართ სიპათიას გამოხატავს. აბა სხვას კი არაფერს ვამბობ ამდენი ხანია...", - წერს თარგამაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკის შეფასებით, "თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანსაც ჰქონდა ბევრი დადებითი".

როგორც ვოლსკიმ კიტოვანის გეგმების კომენტირებისას განაცხადა, "ყოფილ მაღალჩინოსანს სახელმწიფო საქმეებში ჩარევის სურვილი აქვს, მაგრამ ის ფორმა, რაც მან აირჩია, არასწორია".

"მას უნდა, რომ იყოს ჩართული, მაგრამ ასეთი ფორმით ჩართვა არასწორია", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კიტოვანმა საქართველოში "სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაცია" შექმნა. დამფუძნებლების თქმით, "ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ნეგატიური მოვლენების და საფრთხის თავიდან აცილება იქნება". ამასთან, კიტოვანი საკუთარ ორგანიზაციაში შემავალი პირებისთვის იარაღის ტარების უფლების მიცემას ითხოვს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა