"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც, დეპუტატი ახლობლის ნაამბობზე დაყრდნობით აღწერს სიუჟეტს, თუ როგორ ზრუნავენ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის წევრები პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებაზე.
Facebook/ გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობა":
"ეს ამბავი ახლობელმა მომიყვა, რომელიც ვერაზე, არაგვის ქუჩაზე ცხოვრობს, კორპუსში, ბოლო სართულზე.
ამ ცოტა ხნის წინ, მას კარზე დაუკაკუნეს.
სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ და სახურავზე ასვლას ითხოვდნენ.
გაოცებულმა ჩემმა ახლობელმა ჰკითხა: რატომ, რა ხდებაო?
ფილარმონიაში პრემიერი ესწრება ღონისძიებას და უსაფრთხოების ზომებია გასატარებელიო (თუ არ ვცდები, წყალბურთელების დაჯილდოება მიმდინარეობდა).
ესეც რაღას იზამდა, გაუღო კარი და აუშვა.
ისხდნენ მერე იქ თურმე მთელი საღამო და გასცქეროდნენ ტერიტორიას სნაიპერული შაშხანების ოპტიკიდან.
გაოცებულია ოჯახი, მთელი ცხოვრება აქ გავატარეთ, ზვიადის, შევარდნაძის, მიშას პერიოდი და ჩვენი კორპუსიდან რომ ვინმეს ფილარმონიაში მთავრობის ტიპის უსაფრთხოებაზე ეზრუნოს ჯერ ეგეთი არ მომხდარაო.
რამე განსაკუთრებული ხდება და ჩვენ არ ვიცით, თუ ესაა ეგეთი დაფეთებულიო - მკითხა ბოლოს.
რა ვუპასუხო ჰაკიმ?...", - წერს გოგა ხაჩიძე.