საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგაშო ფაქტები თბილისის ყველაზე ბინძური ბაზრიდან (+ფოტორეპორტაჟი)
საგანგაშო ფაქტები თბილისის ყველაზე ბინძური ბაზრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხი ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბის საგ­ნად იქცა. უმ­რავ­ლე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ უნდა და­იხ­ვე­წოს სა­წარ­მოო, კო­მერ­ცი­ულ თუ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ქცე­ვის კულ­ტუ­რა და ხელი შე­ე­წყოს სა­მომ­ხმა­რებ­ლო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი მა­ინც ის არის, რომ მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნორ­მით უნდა იყოს და­ცუ­ლი.

ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტი "მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს და­ამ­ტკი­ცებს, ქვე­ყა­ნა­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა კვლავ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხად რჩე­ბა.

ამ­ჯე­რად Ambebi.ge თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. მდგო­მა­რე­ო­ბა არ­ცთუ ისე და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ რე­პორ­ტაჟს დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რი­დან.

ვი­საც დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარე სა­ვაჭ­რო ზო­ნა­ში გა­გივ­ლი­ათ, ალ­ბათ, პირ­ვე­ლი, რაც დის­კომ­ფორ­ტის გრძნო­ბას გა­მო­იწ­ვევ­და თქვენ­ში, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნია. ძნე­ლია, ეს სურ­ნე­ლი რა­ი­მე კონ­კრე­ტულს შე­ა­და­რო. შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ, რომ სხვა­დას­ხვა სა­ხის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით სავ­სე ტე­რი­ტო­რი­ი­სათ­ვის ეს ბუ­ნებ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, მაგ­რამ როცა შუ­ა­გულ მზე­ში დახლზე ხა­ჭო­სა და ნა­დუღს და­ი­ნა­ხავ, ძნე­ლია გაბ­რა­ზე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვო.

დავ­დი­ვარ ფო­ტო­ა­პა­რა­ტით დახ­ლებს შო­რის და მე­ში­ნია, ხალ­ხი არ და­ვაფრ­თხო. ხა­ჭო­თი მო­ვაჭ­რე ქალ­ბა­ტო­ნი მა­ლე­ვე ამ­ჩნევს ჩემს ფო­ტო­ა­პა­რატს და ზურგს მაქ­ცევს. ჩემ­თვის ვფიქ­რობ, თუ არა­ფერს აშა­ვებს, რა­ტომ მე­მა­ლე­ბა-მეთ­ქი... სა­ბედ­ნი­ე­როდ, მალ­ფუ­ჭე­ბა­დი რძის პრო­დუქ­ტე­ბით მო­ვაჭ­რე ბევ­რი გამ­ყიდ­ვე­ლი არ შემ­ხვედ­რია, მაგ­რამ ცოტა ხან­ში გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კლე­ბი მომ­ხვდა თვალ­ში და ისევ ხე­ლახ­ლა გავ­ბრაზ­დი. უფრო სწო­რად, ოდეს­ღაც გა­ყი­ნუ­ლი და ახლა უკვე სი­ცხის­გან გამლღვა­ლი ხორ­ცი უმა­ცივ­როდ მზეს მი­უ­ფი­ცხე­ბი­ათ. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ის მა­ო­ცებს, რომ ხალ­ხი უყოყ­მა­ნოდ ყი­დუ­ლობს და არა­ვის უჩ­ნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ არ ინა­ხე­ბა ხორ­ცი მა­ცი­ვარ­ში. გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის აგ­რე­სია რომ არ გა­მო­ვიწ­ვიო, თავს და­მო­უ­კი­დე­ბელ მოყ­ვა­რულ ფო­ტოგ­რა­ფად ვა­სა­ღებ. ჩემ­მა ტყუ­ილ­მა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გუ­ლახ­დი­ლი გა­ხა­და. ერ­თმა ისიც კი მკი­თხა, ამ არა­ჰი­გი­ე­ნუ­რი ად­გი­ლის მეტი გა­და­სა­ღე­ბი ვე­რა­ფე­რი ნახე, ხომ ხე­დავ ხორ­ცი და თევ­ზი არაა სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში, რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­გას უმიზ­ნებ შენს ობი­ექ­ტივ­სო?! გა­ვე­რი­დე, რას ვი­ზამ­დი...

იქვე ახ­ლოს დახლზე ღო­რის ხორ­ცის მოზ­რდი­ლი ნაჭ­რე­ბი ალა­გია, კი­ლოგ­რა­მი ხუთ ლა­რად იყი­დე­ბა. ჩემ თვალ­წინ სამ­მა ადა­მი­ან­მა იყი­და, ისევ უყოყ­მა­ნოდ, ისევ არა­ვის გას­ჩე­ნია კი­თხვა - ახა­ლია? მა­ცივ­რის გა­რე­შე ასეთ ცხელ ამინ­დში ხომ არ გა­ფუჭ­დე­ბო­და?

ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ვე­კი­თხე­ბი, ამ ხორცს რომ ყი­დუ­ლობ, არ გე­ში­ნია გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი რომ აღ­მოჩ­ნდეს-მეთ­ქი? მა­გა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, წე­სით ხომ უნდა ამოწ­მებ­დნენ, ჰოდა მეც მჯე­რა და ვენ­დო­ბი, სხვა რა გზა მაქ­ვსო.

ყვე­ლა­ზე აშ­კა­რა ან­ტი­სა­ნი­ტა­რია ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რომ თა­ღია, იქ დამ­ხვდა. ზუს­ტად შუ­ა­დღის 3 სა­ა­თის­თვის, როცა ტემ­პე­რა­ტუ­რა 27 გრა­დუსს აღ­წევს, სა­ქონ­ლის გულ-ღვიძ­ლი, დაკ­ლუ­ლი ქათ­მე­ბი და ხორ­ცის ნაჭ­რე­ბი დახლზე ალა­გია. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გზის პი­რას ხდე­ბა. იქ, სა­დაც მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, მტვე­რი და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა.

რო­გორც იქნა, სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის მოვ­რჩი გა­და­ღე­ბას. შინ ვბრუნ­დე­ბი და ერთ-ერთ დახ­ლთან გა­რე­მო­ვაჭ­რე მა­მა­კა­ცე­ბის დი­ა­ლო­გი მეს­მის: "ევ­რო­კავ­შირ­ში შე­ვალთ, ოღონდ ათი წუ­თით, როცა "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­დე­ბა ანაკ­ლი­ა­ში". მე კი ამ დროს ვფიქ­რობ - ნეტა ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის ად­გი­ლი მარ­თლა არის?!

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

საგანგაშო ფაქტები თბილისის ყველაზე ბინძური ბაზრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

საგანგაშო ფაქტები თბილისის ყველაზე ბინძური ბაზრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი ბოლო დროს  აქტუალური მსჯელობის საგნად იქცა. უმრავლესობა თანხმდება, რომ უნდა დაიხვეწოს საწარმოო, კომერციულ თუ ბიზნეს საქმიანობაში მომხმარებელთან დამოკიდებულებისა და ქცევის კულტურა და ხელი შეეწყოს სამომხმარებლო განათლების განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ მომხმარებლის უფლებები ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული ნორმით უნდა იყოს დაცული.

ვიდრე პარლამენტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტს დაამტკიცებს, ქვეყანაში სურსათის უვნებლობა და საკვები პროდუქტის ჰიგიენის ნორმების დაცვა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.

ამჯერად Ambebi.ge თბილისის ყველაზე ხალხმრავალ დეზერტირების ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჰიგიენის ნორმებით დაინტერესდა. მდგომარეობა არცთუ ისე დამაიმედებელი აღმოჩნდა.

Ambebi.ge გთავაზობთ რეპორტაჟს დეზერტირების ბაზრიდან.

ვისაც დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე სავაჭრო ზონაში გაგივლიათ, ალბათ, პირველი, რაც დისკომფორტის გრძნობას გამოიწვევდა თქვენში, არასასიამოვნო სუნია. ძნელია, ეს სურნელი რაიმე კონკრეტულს შეადარო. შეიძლება იფიქროთ, რომ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტით სავსე ტერიტორიისათვის ეს ბუნებრივი მახასიათებელია, მაგრამ როცა შუაგულ მზეში დახლზე ხაჭოსა და ნადუღს დაინახავ, ძნელია გაბრაზებისგან თავი შეიკავო.

დავდივარ ფოტოაპარატით დახლებს შორის და მეშინია, ხალხი არ დავაფრთხო. ხაჭოთი მოვაჭრე ქალბატონი მალევე ამჩნევს ჩემს ფოტოაპარატს და ზურგს მაქცევს. ჩემთვის ვფიქრობ, თუ არაფერს აშავებს, რატომ მემალება-მეთქი... საბედნიეროდ, მალფუჭებადი რძის პროდუქტებით მოვაჭრე ბევრი გამყიდველი არ შემხვედრია, მაგრამ ცოტა ხანში გაყინული ქათმის ბარკლები მომხვდა თვალში და ისევ ხელახლა გავბრაზდი. უფრო სწორად, ოდესღაც გაყინული და ახლა უკვე სიცხისგან გამლღვალი ხორცი უმაცივროდ მზეს მიუფიცხებიათ. ყველაზე მეტად კი ის მაოცებს, რომ ხალხი უყოყმანოდ ყიდულობს და არავის უჩნდება კითხვა, რატომ არ ინახება ხორცი მაცივარში. გამყიდველების აგრესია რომ არ გამოვიწვიო, თავს დამოუკიდებელ მოყვარულ ფოტოგრაფად ვასაღებ. ჩემმა ტყუილმა რამდენიმე მათგანი გულახდილი გახადა. ერთმა ისიც კი მკითხა, ამ არაჰიგიენური ადგილის მეტი გადასაღები ვერაფერი ნახე, ხომ ხედავ ხორცი და თევზი არაა სათანადო პირობებში, რაღა მაინცდამაინც მაგას უმიზნებ შენს ობიექტივსო?! გავერიდე, რას ვიზამდი...

იქვე ახლოს დახლზე ღორის ხორცის მოზრდილი ნაჭრები ალაგია, კილოგრამი ხუთ ლარად იყიდება. ჩემ თვალწინ სამმა ადამიანმა იყიდა, ისევ უყოყმანოდ, ისევ არავის გასჩენია კითხვა - ახალია? მაცივრის გარეშე ასეთ ცხელ ამინდში ხომ არ გაფუჭდებოდა?

ახალგაზრდა გოგონას ვეკითხები, ამ ხორცს რომ ყიდულობ, არ გეშინია გაფუჭებული რომ აღმოჩნდეს-მეთქი? მაგაზე არასდროს მიფიქრია, წესით ხომ უნდა ამოწმებდნენ, ჰოდა მეც მჯერა და ვენდობი, სხვა რა გზა მაქვსო.

ყველაზე აშკარა ანტისანიტარია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ თაღია, იქ დამხვდა. ზუსტად შუადღის 3 საათისთვის, როცა ტემპერატურა 27 გრადუსს აღწევს, საქონლის გულ-ღვიძლი, დაკლული ქათმები და ხორცის ნაჭრები დახლზე ალაგია. ეს ყველაფერი კი გზის პირას ხდება. იქ, სადაც მანქანების გამონაბოლქვი, მტვერი და ანტისანიტარიაა.

როგორც იქნა, საღამოს 7 საათისთვის მოვრჩი გადაღებას. შინ ვბრუნდები და ერთ-ერთ დახლთან გარემოვაჭრე მამაკაცების დიალოგი მესმის: "ევროკავშირში შევალთ, ოღონდ ათი წუთით, როცა "კაზანტიპის" ფესტივალი ჩატარდება ანაკლიაში". მე კი ამ დროს ვფიქრობ - ნეტა ევროკავშირში ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ადგილი მართლა არის?!

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია