ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ რეზო თაბუკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. აღმკვეთი ღონისძიების აღნიშნული ფორმა ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. პროცესს რეზო თაბუკაშვილიც ესწრებოდა.
ჭიაბერაშვილზე თავდასხმა 27 ივნისს, აბაშიძის ქ. #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.