სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ძოწენიძის გარეგნობამ მისი შვილი შეაშინა
ნინო ძოწენიძის გარეგნობამ მისი შვილი შეაშინა

"ჯი­დი­ე­სის" პრო­ექტ "ერთი ერ­თში" რამ­დე­ნი­მე ლა­ი­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნინო ძო­წე­ნი­ძე გახ­და. ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და საყ­ვა­რე­ლი - ასე შე­ა­ფა­სეს მისი გარ­და­სახ­ვა ლე­გენ­და­რულ ჯაზ-დი­ვად, ელა ფი­ცჯე­რალ­დად ჟი­უ­რის წევ­რებ­მა.

ნინო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნოს, მაგ­რამ რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ლი­დე­რო­ბას არ ელო­და.

- ლა­ი­ვის ლი­დე­რო­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა. ბოლო ლა­ივ­ზე ელა ფი­ცჯე­რალ­დის შეს­რუ­ლე­ბი­სას თით­ქმის რვა სა­ა­თი მო­მიხ­და გრი­მით ყოფ­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი იმუ­შა­ვეს და გამ­ხდა­რი გოგო ელა ფი­ცჯე­რალდს და­მამ­სგავ­სეს. ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. სა­ო­ცა­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და­ვიმ­სა­ხუ­რე. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რომ ქო­რე­ოგ­რაფ­მა ზაკ რის­მა 12 ქულა და­მი­წე­რა, მა­შინ რო­დე­საც სა­ერ­თოდ არ მი­ცეკ­ვია და ვო­კა­ლის პე­და­გოგ­მა სისი სა­მიმ - 10. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მა­ინც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. სი­სის ჩემ­თვის აქამ­დე ათი არა­სო­დეს და­უ­წე­რია.

- ფიქ­რობ­დი, რომ ამ ლა­ი­ვის ლი­დე­რი გახ­დე­ბო­დი?

- წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს და­გეგ­მავ და ვერ გა­ი­გებ. კონ­კურ­სი ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა. ზო­გა­დად არ მიყ­ვარს, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში კონ­კურსს არ მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, "ერთი ერ­თში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის კარ­გია. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბევ­რი რამ შემ­ძლე­ბია. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ტე­ლე­ვი­ზი­ას და მგო­ნია, რომ ამის შემ­დეგ კი­დევ ბევ­რი ახა­ლი რა­მის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ.

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი. თქვენ გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი ხართ. რა გრძნო­ბა იყო, რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გახ­დით?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდა მქონ­და. პრო­ექ­ტში ყვე­ლა ფიქ­რობს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე და ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე თა­ვი­სე­ბუ­რად ნი­ჭი­ე­რია. ვე­რი­კოც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. ვგიჟ­დე­ბი მისი ხმის ტემ­ბრზე და ამ­ჯე­რად ის ჩემი კონ­კუ­რენ­ტია. რას ვი­ზამთ. ორი­ვე მომ­ღერ­ლე­ბი ვართ და ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თოთ.

- თა­ვი­დან, რო­დე­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თან­ხმდე­ბო­დით, არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ მე­გობ­რებს ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტო­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ?

- თა­ვი­დან არ ვი­ცო­დი, რომ ვე­რი­კოც მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. და­მი­რე­კა და მი­თხრა, მეც მი­მიწ­ვი­ეს "ერთი ერ­თშიო", ცოტა და­ვი­ბე­ნი. არ ვი­ცო­დი, რა რე­აქ­ცია უნდა მქო­ნო­და, უნდა გამ­ხა­რე­ბო­და თუ მწყე­ნო­და, მაგ­რამ მერე ვთქვით, რა­ტო­მაც არა. ჩვენ სხვა­ნა­ი­რი მე­გობ­რო­ბა გვაქვს და ამას კონ­კურ­სი კი არა, არა­ფე­რი არ შეც­ვლის. ჯან­სა­ღი და ჯან­მრთე­ლი კონ­კუ-რენ­ტო­ბით მივ­დი­ვართ წინ. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დე­გაც ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით.

- ვე­რი­კოს პრო­ექ­ტში მა­მა­კა­ცად გარ­და­სახ­ვამ მო­უ­წია. გინ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში შენც მისი ბედი გა­ი­ზი­ა­რო?

- იმე­დია, მა­მა­კა­ცი მომ­ღერ­ლის შეს­რუ­ლე­ბა მეც მო­მი­წევს. მინ­და და მა­ინ­ტე­რე­სებს, მა­მა­კა­ცად გარ­და­სახ­ვა რო­გორ გა­მო­მი­ვა. მგო­ნია, რომ ლო­ტოტ­რო­ნი ამ­ჯე­რა­დაც გა­მი­მარ­თლებს და ძა­ლი­ან მა­გარ კაც მომ­ღე­რალს შე­მახ­ვედ­რებს.

- რო­მელ მომ­ღერ­ლად გარ­და­ი­სა­ხე­ბო­დი?

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვიცი. ამი­ტო­მა­ცაა ეს კონ­კურ­სი სა­ინ­ტე­რე­სო, რომ წი­ნას­წარ არ იცი, ვისი შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევს. შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი მომ­ღე­რა­ლი შეგ­ხვდეს, სა­ერ­თოდ არ იყოს შენ­თან ახ­ლოს არც ჟან­რით და არც ტემ­ბრით, მაგ­რამ შენ უნდა შეძ­ლო და გარ­და­ი­სა­ხო. მე ყო­ველ­თვის მა­გა­რი მომ­ღერ­ლე­ბი მხვდე­ბი­ან და ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერს თავს ნორ­მა­ლუ­რად ვარ­თმევ.

- პრო­ექ­ტის მიღ­მა რას საქ­მი­ა­ნობ?

- მთლი­ა­ნად "ერთი ერ­თში" ვარ ჩარ­თუ­ლი. სხვა არაფ­რის­თვის დრო არ მრჩე­ბა. ბევ­რი დრო სჭირ­დე­ბა, რომ ის მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­რო, შე­ის­წავ­ლო და ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ა­კე­თო. სა­კუ­თა­რი ბავ­შვის­თვი­საც აღარ მრჩე­ბა დრო. შვილს ვე­ნატ­რე­ბი და ლა­ი­ვებ­ზე მნა­ხუ­ლობს ხოლ­მე. იქაც ვერ მცნობს. ბოლო ლა­ივ­ზე ვე­კი­თხე­ბო­დი, გინ­და, ელა ფი­ცჯე­რალ­დის მსგავ­სი დედა რომ გყავ­დეს-მეთ­ქი და არაო, ცოტა შე­ში­ნე­ბულ­მა მი­პა­სუ­ხა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

ნინო ძოწენიძის გარეგნობამ მისი შვილი შეაშინა

ნინო ძოწენიძის გარეგნობამ მისი შვილი შეაშინა

"ჯიდიესის" პროექტ "ერთი ერთში" რამდენიმე ლაივის გამარჯვებული ნინო ძოწენიძე გახდა. ყველაზე კეთილი და საყვარელი - ასე შეაფასეს მისი გარდასახვა ლეგენდარულ ჯაზ-დივად, ელა ფიცჯერალდად ჟიურის წევრებმა.

ნინო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლიდერობას არ ელოდა.

- ლაივის ლიდერობა ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ბოლო ლაივზე ელა ფიცჯერალდის შესრულებისას თითქმის რვა საათი მომიხდა გრიმით ყოფნა. ძალიან ბევრი იმუშავეს და გამხდარი გოგო ელა ფიცჯერალდს დამამსგავსეს. ჟიურის შეფასებებით კმაყოფილი ვარ. საოცარი შეფასებები დავიმსახურე. ძალიან გამიკვირდა, რომ ქორეოგრაფმა ზაკ რისმა 12 ქულა დამიწერა, მაშინ როდესაც საერთოდ არ მიცეკვია და ვოკალის პედაგოგმა სისი სამიმ - 10. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან გამიხარდა. სისის ჩემთვის აქამდე ათი არასოდეს დაუწერია.

- ფიქრობდი, რომ ამ ლაივის ლიდერი გახდებოდი?

- წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ და ვერ გაიგებ. კონკურსი ძალიან რთული ყოფილა. ზოგადად არ მიყვარს, ხელოვნებაში კონკურსს არ მივესალმები, მაგრამ ვფიქრობ, "ერთი ერთში" მონაწილეობა ჩემთვის კარგია. აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ შემძლებია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტელევიზიას და მგონია, რომ ამის შემდეგ კიდევ ბევრი ახალი რამის გაკეთებას შევძლებ.

- პროექტში მონაწილეობს ვერიკო ტურაშვილი. თქვენ განუყრელი მეგობრები ხართ. რა გრძნობა იყო, როდესაც მეგობრები კონკურენტები გახდით?

- ვერ ვიტყოდი, რომ სასიამოვნო განცდა მქონდა. პროექტში ყველა ფიქრობს გამარჯვებაზე და ყველა მონაწილე თავისებურად ნიჭიერია. ვერიკოც ძალიან ნიჭიერია. ვგიჟდები მისი ხმის ტემბრზე და ამჯერად ის ჩემი კონკურენტია. რას ვიზამთ. ორივე მომღერლები ვართ და ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ.

- თავიდან, როდესაც მონაწილეობას თანხმდებოდით, არ გიფიქრიათ, რომ მეგობრებს ერთმანეთის კონკურენტობა გაგიჭირდებოდათ?

- თავიდან არ ვიცოდი, რომ ვერიკოც მიიღებდა მონაწილეობას. დამირეკა და მითხრა, მეც მიმიწვიეს "ერთი ერთშიო", ცოტა დავიბენი. არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა, უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა, მაგრამ მერე ვთქვით, რატომაც არა. ჩვენ სხვანაირი მეგობრობა გვაქვს და ამას კონკურსი კი არა, არაფერი არ შეცვლის. ჯანსაღი და ჯანმრთელი კონკუ-რენტობით მივდივართ წინ. ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგაც ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიქნებით.

- ვერიკოს პროექტში მამაკაცად გარდასახვამ მოუწია. გინდა, ამ შემთხვევაში შენც მისი ბედი გაიზიარო?

- იმედია, მამაკაცი მომღერლის შესრულება მეც მომიწევს. მინდა და მაინტერესებს, მამაკაცად გარდასახვა როგორ გამომივა. მგონია, რომ ლოტოტრონი ამჯერადაც გამიმართლებს და ძალიან მაგარ კაც მომღერალს შემახვედრებს.

- რომელ მომღერლად გარდაისახებოდი?

- სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ამიტომაცაა ეს კონკურსი საინტერესო, რომ წინასწარ არ იცი, ვისი შესრულება მოგიწევს. შეიძლება, ისეთი მომღერალი შეგხვდეს, საერთოდ არ იყოს შენთან ახლოს არც ჟანრით და არც ტემბრით, მაგრამ შენ უნდა შეძლო და გარდაისახო. მე ყოველთვის მაგარი მომღერლები მხვდებიან და ვფიქრობ, ამ ყველაფერს თავს ნორმალურად ვართმევ.

- პროექტის მიღმა რას საქმიანობ?

- მთლიანად "ერთი ერთში" ვარ ჩართული. სხვა არაფრისთვის დრო არ მრჩება. ბევრი დრო სჭირდება, რომ ის მომღერალი, რომელიც უნდა განასახიერო, შეისწავლო და ყველაფერი ისე გააკეთო. საკუთარი ბავშვისთვისაც აღარ მრჩება დრო. შვილს ვენატრები და ლაივებზე მნახულობს ხოლმე. იქაც ვერ მცნობს. ბოლო ლაივზე ვეკითხებოდი, გინდა, ელა ფიცჯერალდის მსგავსი დედა რომ გყავდეს-მეთქი და არაო, ცოტა შეშინებულმა მიპასუხა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"