"თუ ჩემს მეგობარს, ბონდო ვათიაშვილს რაიონის გამგებლად აირჩევთ, მე მისი მოადგილე ვიქნები" - ეს განცხადება ,,ქართული პარტიის" ხელმძღვანელმა ირაკლი ოქრუაშვილმა გორის სოფლებში შეხვედრების დროს გააკეთა. ვათიაშვილი, რომელიც 1999-2007 წლებში გორში მართლმსაჯულებას ”ემსახურებოდა", რაიონის გამგებლობის კანდიდატია. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვათიაშვილი სამართლიანობაზე საუბრობს, მაშინ, როცა მის მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობა 9 წლის განმავლობაში საუბრობდა. განსაკუთრებით, ქონების ჩამორთმევის და იარაღის თუ ნარკოტიკების "აღმოჩენის" ფაქტებზე.