პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა
თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბი­ლი­სის წიგ­ნის მე-16 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა. "ექ­სპო-ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა მა­მუ­კა ხან­თა­ძემ, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დეა მეტ­რე­ველ­მა, "ბიბ­ლუ­სის" უკ­რა­ი­ნელ­მა პარტნი­ორ­მა თე­მურ კურ­გა­ნოვ­მა და ბა­ქო­ში ნორ­ვე­გი­ის სა­კონ­სუ­ლოს კულ­ტუ­რულ­მა ატა­შემ მი­მარ­თეს. მათ მკი­თხვე­ლებს წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნა მი­უ­ლო­ცეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სცე­ნა­ზე ფეს­ტი­ვა­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი ნორ­ვე­გი­ე­ლი მწე­რა­ლი ერ­ლენდ ლუ ავი­და.

მწერ­ლის თქმით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მისი ერთ-ერთი რო­მა­ნი ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 35-40 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი.

რო­გორც ერ­ლენდ ლუმ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, და­ახ­ლო­ე­ბით 30 სა­ა­თია რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა, მო­ე­წო­ნა ქარ­თუ­ლი საკ­ვე­ბი და მი­აჩ­ნია, რომ თბი­ლი­სი ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. ამას­თან, მწე­რალ­მა წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"მე არა­ერ­თი ქვეყ­ნის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ვყო­ფილ­ვარ. ვფიქ­რობ, წიგ­ნი არის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა რათა გო­ნებ­რი­ვად და­ა­კავ­ში­როს ხალ­ხი ერ­თმა­ნეთ­თან", - აღ­ნიშ­ნა ერ­ლენდ ლუმ.

თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში და 1-ელი ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მამუკა ხანთაძემ, "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა დეა მეტრეველმა, "ბიბლუსის" უკრაინელმა პარტნიორმა თემურ კურგანოვმა და ბაქოში ნორვეგიის საკონსულოს კულტურულმა ატაშემ მიმართეს. მათ მკითხველებს წიგნის ფესტივალის გახსნა მიულოცეს, მოგვიანებით კი, სცენაზე ფესტივალის სპეციალური სტუმარი ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ავიდა.

მწერლის თქმით, რამდენიმე წლის წინ მისი ერთ-ერთი რომანი ქართულ ენაზე ითარგმნა. მანვე აღნიშნა, რომ მისი ნაწარმოებები 35-40 ენაზეა თარგმნილი.

როგორც ერლენდ ლუმ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, დაახლოებით 30 საათია რაც საქართველოში იმყოფება, მოეწონა ქართული საკვები და მიაჩნია, რომ თბილისი ლამაზი ქალაქია. ამასთან, მწერალმა წიგნის ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მე არაერთი ქვეყნის წიგნის ფესტივალზე ვყოფილვარ. ვფიქრობ, წიგნი არის საუკეთესო საშუალება რათა გონებრივად დააკავშიროს ხალხი ერთმანეთთან", - აღნიშნა ერლენდ ლუმ.

თბილისის წიგნის ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში და 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია