სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბანში ვითარება დაიძაბა
გარდაბანში ვითარება დაიძაბა

გარ­და­ბა­ნის ცენ­ტრში ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და ქარ­თვე­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გარ­და­ბან­ში წუ­ხელ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ში არ არის. მათი გან­ცხა­დე­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბა ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, მას შემ­დეგ, რაც ქარ­თვე­ლებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს დას­ცი­ნეს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ცოტა ხნის წინ ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც შე­ე­ცა­და ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას, თუმ­ცა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მისი მოს­მე­ნა არ ისურ­ვეს.

წუ­ხელ, გარ­და­ბან­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის მოხ­და. ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვას თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცია ცდი­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი ჩა­ე­რია.

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ამ­ბა­კო ავა­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­დაბ­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის მიერ მარ­თულ­მა "ზონ­დერ ჯგუფ­მა" მო­ახ­დი­ნა.

ამას­თან, გარ­და­ბან­ში გუ­შინ მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გარდაბანში ვითარება დაიძაბა

გარდაბანში ვითარება დაიძაბა

გარდაბანის ცენტრში ვითარება დაიძაბა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და ქართველებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ გარდაბანში წუხელ მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. მათი განცხადებით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, მას შემდეგ, რაც ქართველებმა აზერბაიჯანელებს დასცინეს.

საპროტესტო აქციაზე ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდა, რომელიც შეეცადა ვითარების განმუხტვას, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მისი მოსმენა არ ისურვეს.

წუხელ, გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. ვითარების განმუხტვას თავდაპირველად პოლიცია ცდილობდა, მოგვიანებით კი სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამბაკო ავალიანი აცხადებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება "ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ მართულმა "ზონდერ ჯგუფმა" მოახდინა.

ამასთან, გარდაბანში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული არავინ არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია