"გარეჯში აზერბაიჯანელ ავტომატიან მესაზღვრეებს ჯოხით ვცემდი", - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწე არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) სოციალურ ქსელში წერს. არქიმანდრიტი "ფეისბუქში" ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა. პოსტის კომენტარებში ტელეწამყვანსა და სასულიერო პირს შორის დიალოგი გაიმართა.
- რადგან აქ ხართ ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ. მამაო ძალადობა მისაღებია?
- ქრისტიანურად არა, ქუჩურად კი.
- თქვენთვის თუ არის მისაღები. წაგიხალისებიათ ან მოგიწონებიათ?
- არა, მაგრამ მქონდა გადაცდომები. გარეჯში აზერბაიჯანელ ავტომატიან მესაზღვრეებს ჯოხით ვცემდი.
- აქ ფბ ზე წაგიხალისებიათ?:)
- ...
როგორ შემდგომი კომენტარებიდან ირკვევა, დიალოგი პირად მიმოწერაში გაგრძელდა.