პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხმრავლობა წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე: რეპორტაჟი "ექსპო ჯორჯიადან"
ხალხმრავლობა წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე: რეპორტაჟი "ექსპო ჯორჯიადან"

თბი­ლი­სის წიგ­ნის მე-16 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში ხალ­ხმრავ­ლო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს, 13.00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა, მკი­თხველ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა უკვე მო­ა­ხერ­ხა.

"ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში" სხვა­დას­ხვა ასა­კის მკი­თხვე­ლე­ბი გა­მო­ფე­ნილ წიგ­ნებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ და ყი­დუ­ლო­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ბე­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, წელს ფეს­ტი­ვალ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 63 მო­ნა­წი­ლე, მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი გა­მომ­ცე­მე­ლია. ასე­ვე ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსე­ლე­ბი, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი, გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვა­უ­ჩე­რი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი. კერ­ძოდ, 66 ბიბ­ლი­ო­თე­კა 715 ლა­რის ოდე­ნო­ბის ვა­უ­ჩერს მი­ი­ღებს და ბიბ­ლი­ო­თე­კებს შე­ეძ­ლე­ბათ ნე­ბის­მი­ერ გა­მომ­ცე­მელ­თან თა­ვი­ან­თი წიგ­ნის მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბა.

ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სტენ­დით გა­მო­ირ­ჩე­ვა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L". რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" -ის დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ასა­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, წელს "პა­ლიტ­რა L"-ს ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვს 1800-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა სტუმ­რებს წიგ­ნე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ჩა­მო­ნათ­ვალ­ზე 75%-მდე ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. ასე­ვე, იმ სე­რი­ას, რომ­ლე­ბიც პრე­სას­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად იყი­დე­ბა, ფეს­ტი­ვალ­ზე აქ­ცი­ის ფა­სად გა­მო­ი­ფი­ნა.

ამას გარ­და, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუ­სის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბის სტენ­დი, მათ შო­რის, სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი, ასე­ვე "ბიბ­ლუ­სის" უკ­რა­ი­ნე­ლი პარტნი­ო­რე­ბის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

ამას გარ­და, "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" ეზო­ში ვე­ლო­სი­პე­დე­პით მოძ­რა­ო­ბენ "ბიბ­ლუ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლებს შე­ძე­ნი­ლი წიგ­ნე­ბის მან­ქა­ნამ­დე მი­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, დღეს, 15.00 სა­ათ­ზე და­გეგ­მი­ლია წიგ­ნის თა­როს პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა სე­რი­ის­თვის 50+1+49, "ასი წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" - შექ­მნა.

თბი­ლი­სის წიგ­ნის მე-16 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში, 1-ელი ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. მკი­თხვე­ლებს წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა 11.00 სა­ა­თი­დან 20.00 სა­ა­თამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხალხმრავლობა წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე: რეპორტაჟი "ექსპო ჯორჯიადან"

ხალხმრავლობა წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე: რეპორტაჟი "ექსპო ჯორჯიადან"

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ხალხმრავლობაა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფესტივალი ოფიციალურად დღეს, 13.00 საათზე გაიხსნება, მკითხველთა დიდმა ნაწილმა სასურველი წიგნის შეძენა უკვე მოახერხა.

"ექსპო ჯორჯიაში" სხვადასხვა ასაკის მკითხველები გამოფენილ წიგნებს ათვალიერებენ და ყიდულობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფესტივალის ორგანიზატორმა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ ბერიაშვილმა აღნიშნა, წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 63 მონაწილე, მათი ძირითადი ნაწილი გამომცემელია. ასევე ფესტივალში მონაწილეობენ სადისტრიბუციო ქსელები, წიგნის მაღაზიები, გამავრცელებლები, საუნივერსიტეტო და სასწავლო დაწესებულებები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ვაუჩერიზაციის პროექტი. კერძოდ, 66 ბიბლიოთეკა 715 ლარის ოდენობის ვაუჩერს მიიღებს და ბიბლიოთეკებს შეეძლებათ ნებისმიერ გამომცემელთან თავიანთი წიგნის მარაგების შევსება.

ფესტივალზე ყველაზე დიდი სტენდით გამოირჩევა გამომცემლობა "პალიტრა L". როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გამომცემლობა "პალიტრა L" -ის დირექტორმა თინათინ ასათიანმა აღნიშნა, წელს "პალიტრა L"-ს ფესტივალზე წარმოდგენილი აქვს 1800-ზე მეტი დასახელების წიგნი.

გამომცემლობა სტუმრებს წიგნების მრავალრიცხოვან ჩამონათვალზე 75%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ასევე, იმ სერიას, რომლებიც პრესასთან ერთად განსაკუთრებულ ფასად იყიდება, ფესტივალზე აქციის ფასად გამოიფინა.

ამას გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილია წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ექსკლუზიური პარტნიორების სტენდი, მათ შორის, საკანცელარიო ნივთები, ასევე "ბიბლუსის" უკრაინელი პარტნიორების რუსულენოვანი ლიტერატურა.

ამას გარდა, "ექსპო ჯორჯიას" ეზოში ველოსიპედეპით მოძრაობენ "ბიბლუსის" წარმომადგენლები, რომლებიც მომხმარებლებს შეძენილი წიგნების მანქანამდე მიტანაში ეხმარებიან.

გარდა ამისა, დღეს, 15.00 საათზე დაგეგმილია წიგნის თაროს პრეზენტაცია, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა სერიისთვის 50+1+49, "ასი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - შექმნა.

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მკითხველებს წიგნების შეძენა 11.00 საათიდან 20.00 საათამდე შეეძლებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია