პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მლოცველის ხმა ესმის" - სასწაულები, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის
"უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მლოცველის ხმა ესმის" - სასწაულები, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის ლოც­ვას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

გა­მო­ცე­მა BBC-ის არ­ქივ­ში 2012 წელს და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტია ინა­ხე­ბა, სა­დაც სხვა­დას­ხვა დრო­ის მეც­ნი­ერ­თა ნაშ­რო­მე­ბის კრე­ბუ­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დავა, რომ რწმე­ნის წყა­ლო­ბით ავად­მყო­ფი გა­ნი­კურ­ნე­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყო.

ინ­გლი­სე­ლი ექთა­ნი ფლო­რენს ნა­ი­თინ­გე­ი­ლი, რო­მე­ლიც მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო, წერ­და, რომ "ხში­რად, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ფი­ლა, ადა­მი­ა­ნის ხმა, რო­მე­ლიც მის­თვის ლო­ცუ­ლობ­და, ეს­მო­და".

1959 წელს გა­მო­ვი­და ფრანკლინ ლო­ე­რის წიგ­ნი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ლოც­ვის ძალა მცე­ნა­რე­ებ­ზე". წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი. ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თუ­ლი იყო 150 ადა­მი­ა­ნი, 27 000 თეს­ლი და ნერ­გი. კვლე­ვა­ში მცე­ნა­რე­ე­ბი 2 ჯგუ­ფად დაყ­ვეს. რო­გორც ფრანკლი­ნი ამ­ბობს, მცე­ნა­რე­ებ­მა, რომ­ლის­თვი­საც მომ­ვლე­ლე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ლო­ცუ­ლობ­დნენ, გა­დარ­ჩე­ნი­სა და ზრდის უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს, ვიდ­რე იმ კა­ტე­გო­რი­ამ, რომ­ლის­თვი­საც არა­ვინ ლო­ცუ­ლობ­და.

1988 წელს ამე­რი­კელ­მა ექიმ­მა რან­დოლფ ბა­ირდმა რამ­დე­ნი­მე მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი შეკ­რი­ბა, რათა სან-ფრან­ცის­კოს კო­რო­ნა­ლუ­რი თრომ­ბო­ზის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რეთ, 400 პა­ცი­ენ­ტის­თვის ელო­ცათ.

"შე­დე­გი ცხად­ყოფს, რომ შუ­ა­მა­ვალ მლოც­ველს სა­სარ­გებ­ლო თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია პა­ცი­ენტზე, რო­მელ­საც გუ­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ Southern Medical Journal-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

2007 წელს არი­ზო­ნას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, სის­ტე­მუ­რად მი­მო­ე­ხი­ლათ ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ლოც­ვის ეფექ­ტზე იყო აგე­ბუ­ლი. კვლე­ვა, რო­მე­ლიც 17 გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნაშ­რომ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ადას­ტუ­რებს, რომ "პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ლო­ცუ­ლობ­დნენ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­ე­ტყოთ". 

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ის მი­ხედ­ვით.

"უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მლოცველის ხმა ესმის" - სასწაულები, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

"უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მლოცველის ხმა ესმის" - სასწაულები, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის

მორწმუნე ადამიანისთვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გამოცემა BBC-ის არქივში 2012 წელს დაბეჭდილი სტატია ინახება, სადაც სხვადასხვა დროის მეცნიერთა ნაშრომების კრებულია წარმოდგენილი. დავა, რომ რწმენის წყალობით ავადმყოფი განიკურნება, წლების განმავლობაში განხილვის საგანი იყო.

ინგლისელი ექთანი ფლორენს ნაითინგეილი, რომელიც მორწმუნე ადამიანი იყო, წერდა, რომ "ხშირად, როდესაც პაციენტი უგონო მდგომარეობაში ყოფილა, ადამიანის ხმა, რომელიც მისთვის ლოცულობდა, ესმოდა".

1959 წელს გამოვიდა ფრანკლინ ლოერის წიგნი, სახელწოდებით - "ლოცვის ძალა მცენარეებზე". წიგნში დეტალურად იყო აღწერილი ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში ჩართული იყო 150 ადამიანი, 27 000 თესლი და ნერგი. კვლევაში მცენარეები 2 ჯგუფად დაყვეს. როგორც ფრანკლინი ამბობს, მცენარეებმა, რომლისთვისაც მომვლელები სისტემატურად ლოცულობდნენ, გადარჩენისა და ზრდის უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე იმ კატეგორიამ, რომლისთვისაც არავინ ლოცულობდა.

1988 წელს ამერიკელმა ექიმმა რანდოლფ ბაირდმა რამდენიმე მორწმუნე ქრისტიანი შეკრიბა, რათა სან-ფრანცისკოს კორონალური თრომბოზის სამკურნალო დაწესებულების გარეთ, 400 პაციენტისთვის ელოცათ.

"შედეგი ცხადყოფს, რომ შუამავალ მლოცველს სასარგებლო თერაპიული ეფექტის მოხდენა შეუძლია პაციენტზე, რომელსაც გულის ინტენსიური მკურნალობა სჭირდება", - განაცხადა ექიმმა სამედიცინო ჟურნალ Southern Medical Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

2007 წელს არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, სისტემურად მიმოეხილათ ყველა ლიტერატურა, რომელიც ლოცვის ეფექტზე იყო აგებული. კვლევა, რომელიც 17 გამოქვეყნებულ ნაშრომზეა დაფუძნებული, ადასტურებს, რომ "პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობისთვისაც ადამიანები ლოცულობდნენ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაეტყოთ". 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს