მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე გუშინ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"დღეს რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელების სასამართლოზე არის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სურათი, რომელიც მე მინახავს ზნეობრივი და ეთიკური თვალსაზრისით. სასამართლო დარბაზი გურამ გირგვლიანს და მის ახლობლებს დაგვხვდა გამოტენილი ნაციონალი ზონდერებით, რომლებიც თავიდანვე პროვოკაციულად ცდილობდნენ ჩვენს ჩხუბზე გამოწვევას. ეს იყო გარეწარი რომეო ადვოკატი და მისი მეორე კოლეგა გარეწარი ზაქარეიშვილი ცდილობდნენ პროცესის ჩაშლას და ჩვენს ჩხუბზე და პროვოკაციაზე წამოგებას. ჩვენ ამას სასამართლო დარბაზში არ წამოვეგეთ და საბოლოოდ ამან კარგი შედეგიც მოიტანა. მაგრამ, სასამართლოს დარბაზის გარეთ მოხდა კიდევ უარესი. 'თავისუფალი ზონის' ზონდერები ფიზიკურ შეტევაზე გადმოვიდნენ - და ცხადია კბილებში პასუხიც მიიღეს. მაგრამ, ეს დაუსჯელობის სინდრომი არის დამღუპველი, როდესაც მამას საკუთარი შვილის მოკვლას აბრალებენ უსირხცვილოდ და გონორით მოდიან ის ადამიანები, რომლებიც ადამიანების მკვლელობის მეტი არაფერი იციან. ეს არის სრული უსინდისობა.
ამ ადამიანებმა დღეს სასამართლო დარბაზში კანონი რამდენჯერმე დაარღვიეს - პროვოკაციული, უზრდელი და დამამცირებელი საქციელით დაზარალებულების მიმართ. კანონი პასუხად მეც დავარღვიე და პირდაპი ვაცხადებ რომ მზად ვარ მოვიხადო სასჯელი - იმ შემთხვევაში თუ ამ რომეო 'თავისუფალი ზონ-დერების' ნაბიჭვრებსაც მოეთხოვებათ პასუხი. ჩემთვის სასჯელის მოხდა პრობლემა არ არის. ყველაფერს მსხვერპლი სჭირდება - ცხადია. დიდმა მაჰათმა განდიმ თქვა - როცა ქვეყანაში უსინდისობა და ძალადობა მეფობს - ციხეზე კარგი ადგილი არ არსებობს. თუ ეს ნაბიჭვრებიც დაისჯებიან - მაშინ რა თქმა უნდა ნაკლები შანსი იქნება რომ ხალხმა თვითონ აიღოს ხელში სამართალი. ჩვენ არ გვინდა არევა და დესტაბილიზაცია - მაგრამ ამდენის მოთმენა უკვე შეუძლებელია.
როცა ქვეყანაში უსინდისობა ასე უსირცხვილოდ დაიარება, მაშინ პატიოსანი კაცის ადგილი ან ციხეშია და ან სამარეში. ესეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია.
სამართალი თვითონ ხალხმა უნდა მოიპოვოს - არავინ გადმოგვიგდებს ისე. მითუმეტეს ნაბიჭვარი კუბლაშვილის სასამართლო. ეგ სასამართლო კი არა - უსამართლობაა! ყველა კარგი ადამიანი ერთად უნდა დადგეს და დადგეს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად! ჩვენ სანდროს კი არ ვიცავთ, როგორც ირინა ენუქიძე ამბობდა - ჩვენ ჩვენი ბავშვების სიცოცხლეს ვიცავთ ნებისმიერი მომავალი მთავრობის ძალდობისგან", - წერს კაკაბაძე.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებული პირების ახლობლებსა და ირაკლი კაკაბაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კაკაბაძე ბრალდებულების ახლობლებს ზონდერებს ეძახდა. სასამართლოს მანდატურის სამსახურმა დროულად შეძლო ჩარევა და სიტუაციის განმუხტვა, ამიტომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.