პოლიტიკა
მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღალატის მსხვერპლი ცოლების ქართული შურისძიება - "ღამე ტაქსისტთან გავატარე"
ღალატის მსხვერპლი ცოლების ქართული შურისძიება - "ღამე ტაქსისტთან გავატარე"

სა­ხუ­მა­რო თემა არ არის, მაგ­რამ მა­ინც ხუმ­რო­ბით და­ვი­წყებ. კაცი მე­გო­ბარს ეკი­თხე­ბა: გახ­სოვს, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ქა­ლებ­ში რომ დავ­ძვრე­ბო­დი­თო? - ეს კი მახ­სოვს, მაგ­რამ რა­ტომ დავ­ძვრე­ბო­დით ის არ მახ­სოვ­სო. ხუმ­რო­ბის ავ­ტორს - ქარ­თლოს კას­რა­ძეს ერთ-ერთ სუფ­რა­ზე და­უ­ჩივ­ლია. ცოტა ხნის შემ­დეგ ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი ასე შე­იც­ვლე­ბა: გახ­სოვს, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­ში რომ დავ­ძვრე­ბო­დიო? - შემ­დეგ კი და­უ­მა­ტე­ბია: ნუ გა­დამ­რი­ეთ, ხალ­ხო - ქა­ლებ­ში ძრო­მი­ალს ინ­ტერ­ნეტ­ში ძრო­მი­ა­ლი რო­გორ სჯო­ბი­აო?! - ალ­ბათ მიხ­ვდით, ჩვე­ნი სა­უბ­რის მთა­ვა­რი თე­მაც ეს არის. ვინ ვის­თან დაძ­ვრე­ბა და რა­ტომ?!

თემა ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, პი­რა­დად თქვენ არა­სო­დეს და­ლო­დე­ბი­ხართ გარ­დე­რობ­ში ტრამ­ვა­ის, მაგ­რამ ხომ გსმე­ნი­ათ იმის შე­სა­ხებ, რომ ასეც ხდე­ბა?.. ახლა კი სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად: ცოლ­ქმრუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ერთი სი­ტყვით - "ღა­ლა­ტით" გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ხში­რად არის სა­სა­მარ­თლოს თუ ჭო­რი­კა­ნა მე­ზობ­ლე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი, მაგ­რამ რა ჰქვია იმ შემ­თხვე­ვას, და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად რომ ცხოვ­რობს, ცო­ლი­სა და ქმრის სა­ხელს "ოფი­ცი­ა­ლუ­რი საყ­ვარ­ლის" სტა­ტუსს ამ­ჯო­ბი­ნებს და ამას არც მა­ლავს? ბოლო დროს, ძა­ლი­ან ბევ­რმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს და­უ­ფა­რა­ვად გა­ნუ­ცხა­და გელფ­რენ­დის, ბო­იფ­რენ­დის თუ "მე­გობ­რის" გვარ-სა­ხე­ლი და რაც შე­სამ­ჩნე­ვი იყო, ტრა­დი­ცი­უ­ლად არ და­ა­მა­ტა: ეს ისე, между нами-ო... თუნ­დაც აქე­დან ჩანს ის, რომ დღეს საყ­ვარ­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მარ­თაც შე­იც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და საყ­ვარ­ლის ფსი­ქო­ტი­პიც (ზო­გა­დად, რა თქმა უნდა). ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვი­თან­ხმეთ, ამ­ბობს, რომ სხვა ქა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თაც ე.წ. "მე­გო­ბა­რი" ჰყავთ, არ ოც­ნე­ბობს ცო­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა­ზე, რად­გან სავ­სე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებს ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა.

მა­რი­ნა, 35 წლის (სა­ხე­ლი აქაც და შემ­დგომ­შიც, პი­რო­ბი­თია):

- მე­უღ­ლეს­თან უკვე გა­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რო­დე­საც ჩემს პირ­ველ სიყ­ვა­რულს შევ­ხვდი. მას ჰყავს ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. ამა­ში მეც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ.

- რა­ტომ ხართ ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი?

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, რო­დე­საც ქალი და მა­მა­კა­ცი ჯვარ­და­წე­რილ­ნი არი­ან, ისი­ნი იმ ქვეყ­ნად ერ­თად იქ­ნე­ბი­ან. მან პირ­ველ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა ჯვრის­წე­რა და ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შედ­გა. მარ­თა­ლია, ჯვრის­წე­რის დროს არ გა­ვამ­ხი­ლეთ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ არც მღვდელს უკი­თხავს, რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს ჰქონ­და თუ არა ოჯა­ხი.

- ის რომ და­ეჭ­ვე­ბუ­ლი­ყო, ალ­ბათ არ დაგ­წერ­დათ ჯვარს. არ გაქვთ და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა, სხვის ქმარს რომ ხვდე­ბით?

- ოჯა­ხის დან­გრე­ვა ჩემ­თვის იმ­დე­ნად დიდი ტრა­გე­დია იყო, რომ ასე მე­გო­ნა, ვე­რა­სო­დეს შევ­ძლებ­დი მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა იმან, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბის სა­ხით გა­მო­მე­ცხა­და. და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა არ მაქვს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მე არ ვა­პი­რებ მისი ოჯა­ხის დან­გრე­ვას, მე­უღ­ლის­თვის - ქმრის და შვი­ლე­ბის­თვის მა­მის წარ­თმე­ვას. ვიცი, რომ შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს და თუ ის ოჯა­ხის მი­ტო­ვე­ბას შეძ­ლებს, ე.ი. ჩემი მი­ტო­ვე­ბაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. არ ვოც­ნე­ბობ მის ცო­ლო­ბა­ზე, რად­გან მი­მაჩ­ნია რომ ორ ადა­მი­ანს შო­რის გრძნო­ბა მუდ­მი­ვია მხო­ლოდ მა­შინ, როცა ის ოჯა­ხუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბით არ არის შე­ზღუ­დუ­ლი. რაც არ უნდა მიმ­ტკი­ცონ, რომ ცოლ-ქმარს ისე­ვე უყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, რო­გორც 20 წლის წინ - არ მჯე­რა! ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნათ­ქვა­მი ტრა­ფა­რე­ტია. ბევ­რი ცოლ-ქმა­რი მი­ნა­ხავს, ვინც ამას ამ­ბობს, მაგ­რამ ვიცი, რომ ან ქმა­რი დაძ­ვრე­ბა სხვა­გან, ან ცოლი. მე სხვა­ზე ნაკ­ლე­ბად მიყ­ვარს? მე ხომ მის ცოლ­საც ვუფრ­თხილ­დე­ბი - ვცდი­ლობ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­ბა­ბი არ მივ­ცე. და­მი­ჯე­რებთ? ჩემი საყ­ვარ­ლის ბი­ნის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც კი არ ვიცი, მხო­ლოდ მო­ბი­ლუ­რით ვუ­კავ­შირ­დე­ბი ხოლ­მე. თუ გა­მორ­თუ­ლი აქვს, ზარს მე­ო­რედ აღარ ვუშ­ვებ და ვე­ლო­დე­ბი, სა­ნამ თვი­თონ არ და­მი­რე­კავს. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მე­უღ­ლეს­თან, მაგ­რამ ვიცი - ზედ­მე­ტი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს და არ ვე­კი­თხე­ბი. მისი მე­უღ­ლე სა­ე­როთ ნაც­ნო­ბის დახ­მა­რე­ბით შო­რი­დან ვნა­ხე. პირ­ვე­ლი შე­ხედ­ვის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, პა­ტი­ო­სა­ნი ქა­ლია - ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი. იმა­ზე მეტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რაც ვნა­ხე, გული დამ­წყდე­ბო­და; იმა­ზე ნაკ­ლებ რომ ყო­ფი­ლი­ყო - მა­ში­ნაც!.. ცოლ­ზე არ ვეჭ­ვი­ა­ნობ, მაგ­რამ ვი­ღაც სხვა ქალი თუ გა­მოჩ­ნდა, ვი­საც თვალს გა­ა­ყო­ლებს, სა­შინ­ლად გან­ვიც­დი. იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მინ­და, რომ ოდეს­მე, სხვა­საც ისე მო­ე­ფე­როს, რო­გორც მე მე­ფე­რე­ბა.

- ბევ­რი ერ­თგუ­ლი ქალი გა­დაქ­ცე­უ­ლა მო­ღა­ლა­ტე ცო­ლად და ამის მი­ზე­ზი ქმრის უყუ­რა­დღე­ბო­ბა ან სხვა ქა­ლით გა­ტა­ცე­ბა ყო­ფი­ლა...

- მარ­თა­ლია, ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ერთხელ ასეთ ეპი­ზოდს შე­ვეს­წა­რი ქალ­მა და­ი­ქი­რა­ვა კაცი იმი­სათ­ვის, რომ საყ­ვარ­ლის ცოლი ეც­დუ­ნე­ბი­ნა და მი­ზან­საც მი­აღ­წია. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა. ვი­ფიქ­რე და მივ­ხვდი: ისეთ მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ შევ­ძლებ­დი, რო­მელ­საც ცოლი ღა­ლა­ტობს - თუ ერ­თგუ­ლი ცოლი არ ჰყავს, ის კაცი ჩემ­თვის კაცი არ არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს, ჩემს საყ­ვა­რელ კაცს ერ­თგუ­ლი ცოლი რომ ჰყავს.

- სა­ნამ ქმარს გა­ეყ­რე­ბო­დით, მას­ზე არა­სო­დეს გი­ეჭ­ვი­ა­ნი­ათ? ან რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დით იმ ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ქმარს შე­გე­ცი­ლე­ბო­დათ?

- ჯობს, ქალ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ქმარ­თან გა­არ­კვი­ოს. როცა მე­ტო­ქეს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ, მა­მა­კა­ცის სიმ­პა­თია ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლის მხა­რე­საა. მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, კაცი მა­ინც მო­ა­ხერ­ხებს ყო­ველ­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას და საყ­ვა­რელ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

- თუ ცოლი ემო­ცი­ებს არ აჰ­ყვე­ბა და ჭკვი­ა­ნუ­რად მო­იქ­ცე­ვა, კაცი ბო­ლოს ისევ მე­უღ­ლეს­თან რჩე­ბა. გი­ფიქ­რი­ათ ამის შე­სა­ხებ?

- არ ვიცი, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და ამა­ზე ფიქ­რით არ ვიტ­კი­ვებ თავს. ჯერ­ჯე­რო­ბით ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას მივ­ყვე­ბი და ვცდი­ლობ, მო­მა­ვალ­ზე არ ვი­ფიქ­რო. მარ­ტო­ო­ბის კი, მეც ისე­ვე მე­ში­ნია, რო­გორც ყვე­ლა, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს.

- ფი­ნან­სუ­რად თუ გი­მარ­თავთ ხელს?

- არა, არა­სო­დეს მო­უ­ცია ჩემ­თვის ფული. ის მხო­ლოდ იმ ბი­ნის ქი­რას ის­ტუმ­რებს, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით. ზოგ­ჯერ, სა­ჩუ­ქარ­საც მი­ძღვნის. სულ მცი­რე თან­ხაც კი არ მი­თხო­ვია მის­თვის და არც თვი­თონ და­უ­ტო­ვე­ბია ბა­ლი­შის ქვეშ ას­დო­ლა­რი­ა­ნი. ფი­ნან­სურ მხა­რეს სიყ­ვა­რულ­თან რა კავ­ში­რი აქვს?!

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკან­და­ლი არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ რა უნდა ქნას ცოლ­მა, თუ მას ქმა­რი უყ­ვარს, კაც­მა კი გული აი­ყა­რა ოჯახ­ზე? ჩვე­ნი მო­რი­გი რეს­პონ­დენ­ტის ნა­ამ­ბო­ბით, მხო­ლოდ ერთი დას­კვნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ქალ­მა არ უნდა იფიქ­როს შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, რად­გან შუ­რის­ძი­ე­ბას არა­ვის­თვის მო­აქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა.

მაია, 30 წლის:

- ვერ გე­ტყვით რო­გორ, მაგ­რამ რო­გორც არ უნდა შე­ე­ცა­დოს კაცი, და­მა­ლოს სხვა ქა­ლით თა­ვი­სი გა­ტა­ცე­ბა, ცოლი მა­ინც გრძნობს მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­სა­მის გა­მო­ჩე­ნას. ვიგ­რძე­ნი მეც და გა­დავ­წყვი­ტე, ქმარ­თან გუ­ლახ­დი­ლად და­ლა­პა­რა­კე­ბა. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი იმით დამ­თავ­რდა, რომ მი­თხრა: მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი და­გე­წყოო. ერთი წელი ვაწ­ვა­ლეთ ერ­თმა­ნე­თი და ბო­ლოს აღი­ა­რა, რომ მარ­თლა ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი და მე ან უნდა შევ­გუ­ე­ბო­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, ან ჩე­მო­და­ნი უნდა ჩა­მე­ლა­გე­ბი­ნა. ისიც მი­თხრა - თუ წა­ვი­დო­დი, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ჩა­ე­რე­ო­და და მე თა­ვი­სუ­ფა­ლი ქალი ვიქ­ნე­ბო­დი, ოღონდ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვე­ბი მას­თან დარ­ჩე­ბოდ­ნენ. იცით, რით ახ­სნა საყ­ვარ­ლის გა­ჩე­ნა? - თურ­მე ცივი ქალი ვყო­ფილ­ვარ, ამა­ვე დროს - ნევ­რას­ტე­ნი­კი და ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ქმა­რი, მა­ინც მი­ღა­ლა­ტებ­და... მოვ­კი­დე ბავ­შვებს ხელი, ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და მშობ­ლე­ბის მი­სა­მარ­თი ვუ­თხა­რი. მძღოლ­მა ატი­რე­ბუ­ლი რომ მნა­ხა მკი­თხა - რით შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რო­თო? არც ვა­ციე, არც ვა­ცხე­ლე და ვკი­თხე, თუ შე­გიძ­ლი­ათ იმის დად­გე­ნა­ში და­მეხ­მა­როთ, ცივი ქალი ვარ თუ არა-მეთ­ქი?.. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, ვის­თა­ნაც ქმარს, მას­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით ვი­ღა­ლა­ტე, ტაქ­სის მძღო­ლი იყო. მა­შინ მისი სა­ხე­ლიც კი არ ვი­ცო­დი. იმ დღეს უგო­ნოდ მთვრა­ლი მი­ვე­დი შინ, დილა რომ გა­თენ­და, არა­ვინ იყო ჩემ­ზე უბე­დუ­რი. ერთი თვის შემ­დეგ მე­უღ­ლე მო­ვი­და და შე­რი­გე­ბა მთხო­ვა. ჩემს ქმარს ისევ ჰყავ­და საყ­ვა­რე­ლი. რამ­დენ­ჯერ შინ მოს­ვლას და­აგ­ვი­ა­ნებ­და, იმ­დენ­ჯერ სას­ტუმ­რო­ში გა­ტა­რე­ბულ იმ ღა­მე­ზე ვი­წყებ­დი ფიქ­რს და ასე ვაგ­რძე­ლებ­დი შუ­რის­ძი­ე­ბას. ერთ დღეს, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ წას­ვლა, არ მო­ვი­და, მარ­ტო წა­ვე­დი. დავ­ლიე, გვი­ან მო­მა­კი­თხა შინ წა­საყ­ვა­ნად, სახ­ლამ­დე ვერ მო­ით­მი­ნა, სა­ბა­ა­ზა­ნო­ში გა­მიყ­ვა­ნა და - რას ჰგავ­ხარ, თავს რად მჭრიო? - მი­თხრა და გა­მარ­ტყა. სკან­და­ლი მო­ვა­წყვე, ვყვი­რო­დი: ახლა რაც გინ­და ქენი, მე უკვე ვიცი, ცივი ქალი რომ არ ვარ-მეთ­ქი!.. ამის შემ­დეგ მარ­თლა და­მენგრა ოჯა­ხი. ბავ­შვე­ბი ჩემ­თან არი­ან. მე­უღ­ლემ ის ქა­ლიც მი­ა­ტო­ვა, ვის­ზეც ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი. ჩვე­ნი და­შო­რე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ კი, სულ სხვა ვი­ღაც მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად. რო­გორც ვიცი, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვს. ზოგ­ჯერ ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავს, ფი­ნან­სუ­რა­დაც გვეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მე დღემ­დე ვერ გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია იმის, რაც ჩა­ვი­დი­ნე. ასე მგო­ნია, ჩემი ამ­ბა­ვი მთელ­მა ქა­ლაქ­მა იცის. მთე­ლი შეგ­ნე­ბით ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიბ­რძო­ლე ქმრის და­საბ­რუ­ნებ­ლად ისე, რომ შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ღირ­სე­უ­ლად გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ამის გამო და­ვი­სა­ჯე კი­დეც. იქ­ნებ, ჩემი მა­გა­ლი­თი ვი­ღა­ცას და­ეხ­მა­როს იმა­ში, რომ ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნის სხვა გზა აირ­ჩი­ოს. შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ცუდი მეგ­ზუ­რი ყო­ფი­ლა...

ახლა კი, სპე­ცი­ა­ლის­ტის კო­მენ­ტა­რი თე­მა­ზე.

თე­ო­ნა ლომ­თა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

- სა­ქარ­თვე­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის ქვეყ­ნად რჩე­ბა, სა­დაც მა­მა­კაცს კვლავ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უკა­ვია. პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მას გა­ცი­ლე­ბით მეტი რამ ეპა­ტი­ე­ბა, ვიდ­რე ქალს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ფიქ­რობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ღა­ლა­ტე მა­მა­კა­ცის მი­მართ უფრო შემ­წყნა­რე­ბე­ლია, ვიდ­რე მო­ღა­ლა­ტე ქა­ლის მი­მართ. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ქალი, რო­მელ­მაც შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­და­წყვი­ტა ღა­ლა­ტი, შუ­რის­ძი­ე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ იპო­ვი­და. მა­მა­კა­ცის­თვის, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ოჯა­ხის მიღ­მა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ღა­ლა­ტად არ აღიქ­მე­ბა. მან­დი­ლოს­ნე­ბი კი, ერთჯე­რად ურ­თი­ერ­თო­ბას - ე.წ. შემ­თხვე­ვით კავ­ში­რებს უფრო იო­ლად აპა­ტი­ე­ბენ ქმარს, ვიდ­რე ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი საყ­ვარ­ლის ყო­ლას. იქ­მნე­ბა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბით ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არც ცო­ლის სტა­ტუს­ზე ქვეც­ნო­ბი­ე­რად მე­ოც­ნე­ბე საყ­ვა­რე­ლია ("რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ, ამა­ზე ფიქ­რი არ მინ­და", "სი­მარ­ტო­ვის მე­ში­ნია!") და არც ცოლი, რო­მელ­მაც უნდა გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი - შე­ე­გუ­ოს ბედს თუ ჩა­ა­ლა­გოს ჩე­მო­და­ნი. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, მო­მა­ვა­ლი ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. არა­ვინ ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მა­მა­კა­ცი (ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე მა­მა­კა­ცი!), რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა იმის გამო, რომ ორ ქალს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი ვერ გა­ა­კე­თა, სი­ცო­ცხლე მძი­მე ინ­ფარ­ქტით და­ამ­თავ­როს... ასე რომ, ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს, რომ მა­მა­კა­ცის­თვის, სრუ­ლი იდი­ლი­ის შე­საქ­მნე­ლად საკ­მა­რი­სია ლა­მა­ზი საყ­ვარ­ლის და ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლის ყოლა. ორ ცე­ცხლს შუა მოქ­ცე­უ­ლი მა­მა­კა­ცის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­რე­მოს პოვ­ნა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა.

ერ­თმა­ნე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი სა­წყი­სი აქვს გელფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დის ინ­სტი­ტუტს და საყ­ვარ­ლო­ბის ინ­სტი­ტუტს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბებ­ში არ­მყო­ფი პარტნი­ო­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას გუ­ლის­ხმობს, მე­ო­რის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კი, შე­იძ­ლე­ბა იყოს: 1) ცოლ-ქმარს შო­რის სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ხში­რა­დაა ოჯა­ხის დან­გრე­ვის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, თუმ­ცა, ქალი და მა­მა­კა­ცი სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­ზე აკე­თე­ბენ აქ­ცენტს; 2) არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი (ქალს ან მა­მა­კაცს აქვთ სურ­ვი­ლი, ხში­რად შე­იც­ვა­ლონ პარტნი­ო­რი და სურთ, ამით სა­კუ­თა­რი სიძ­ლი­ე­რის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ); 3) ორ­გა­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც აი­ძუ­ლებს ადა­მი­ანს, ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს რამ­დე­ნი­მე პარტნი­ორ­თან. როცა ვსა­უბ­რობთ საყ­ვარ­ლო­ბის ინ­სტი­ტუტ­ზე და ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებს ვეც­ნო­ბით, მივ­დი­ვართ დას­კვნამ­დე, რომ არც ქალი და არც მა­მა­კა­ცი არ არის ბო­ლომ­დე ბედ­ნი­ე­რი, როცა ოჯა­ხის გა­რე­თაც აქვს სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ვინ­მეს­თან. ბო­ლოს, ბევ­რი მათ­გა­ნი აკი­თხავს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის ცენ­ტრს და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. მათ შო­რის ბევ­რი მა­მა­კა­ცია, ამი­ტომ, ჩვე­ნი ზო­გა­დი რჩე­ვა იქ­ნე­ბა - ცხელ გულ­ზე ნუ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და კარ­გად აწონ-და­წო­ნეთ ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­ი­ღოთ. ზოგ­ჯერ, ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, სულ მცი­რე რამ არის სა­ჭი­რო. რაც შე­ე­ხე­ბა გელფ­რენ­დი­სა და ბო­იფ­რენ­დის ინ­სტი­ტუტს, მი­უ­ხე­და­ვად ამ სა­კი­თხზე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბი­სა, ამ მოვ­ლე­ნის გავ­რცე­ლე­ბა მა­ინც შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი პრო­ცე­სია, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რეც აქვს. ფაქ­ტია, რომ იმ პარტნი­ო­რე­ბის შემ­დგო­მი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მყა­რია, რომ­ლებ­მაც გელფ­რენ­დი­სა და ბო­ი­ფენ­დის ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ შექ­მნეს ოჯა­ხი.

ნანა ქი­ბი­შა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#27 3.07.2003

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ღალატის მსხვერპლი ცოლების ქართული შურისძიება - "ღამე ტაქსისტთან გავატარე"

ღალატის მსხვერპლი ცოლების ქართული შურისძიება - "ღამე ტაქსისტთან გავატარე"

სახუმარო თემა არ არის, მაგრამ მაინც ხუმრობით დავიწყებ. კაცი მეგობარს ეკითხება: გახსოვს, ახალგაზრდობაში, ქალებში რომ დავძვრებოდითო? - ეს კი მახსოვს, მაგრამ რატომ დავძვრებოდით ის არ მახსოვსო. ხუმრობის ავტორს - ქართლოს კასრაძეს ერთ-ერთ სუფრაზე დაუჩივლია. ცოტა ხნის შემდეგ ეს გამონათქვამი ასე შეიცვლება: გახსოვს, ახალგაზრდობაში ინტერნეტში რომ დავძვრებოდიო? - შემდეგ კი დაუმატებია: ნუ გადამრიეთ, ხალხო - ქალებში ძრომიალს ინტერნეტში ძრომიალი როგორ სჯობიაო?! - ალბათ მიხვდით, ჩვენი საუბრის მთავარი თემაც ეს არის. ვინ ვისთან დაძვრება და რატომ?!

თემა ყველასთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია. შეიძლება, პირადად თქვენ არასოდეს დალოდებიხართ გარდერობში ტრამვაის, მაგრამ ხომ გსმენიათ იმის შესახებ, რომ ასეც ხდება?.. ახლა კი სრულიად სერიოზულად: ცოლქმრული მოვალეობის უპატივცემულობა, რომელიც ერთი სიტყვით - "ღალატით" გამოიხატება, ხშირად არის სასამართლოს თუ ჭორიკანა მეზობლების განსჯის საგანი, მაგრამ რა ჰქვია იმ შემთხვევას, დაუოჯახებელი წყვილი წლების განმავლობაში ერთად რომ ცხოვრობს, ცოლისა და ქმრის სახელს "ოფიციალური საყვარლის" სტატუსს ამჯობინებს და ამას არც მალავს? ბოლო დროს, ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ჟურნალისტებს დაუფარავად განუცხადა გელფრენდის, ბოიფრენდის თუ "მეგობრის" გვარ-სახელი და რაც შესამჩნევი იყო, ტრადიციულად არ დაამატა: ეს ისე, между нами-ო... თუნდაც აქედან ჩანს ის, რომ დღეს საყვარლობის ინსტიტუტის მიმართაც შეიცვალა დამოკიდებულება და საყვარლის ფსიქოტიპიც (ზოგადად, რა თქმა უნდა). ამ თემაზე სასაუბროდ პირველი რესპონდენტი, რომელიც ინტერვიუზე დავითანხმეთ, ამბობს, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც ე.წ. "მეგობარი" ჰყავთ, არ ოცნებობს ცოლის სტატუსის მოპოვებაზე, რადგან სავსებით აკმაყოფილებს ის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად იმყოფება.

მარინა, 35 წლის (სახელი აქაც და შემდგომშიც, პირობითია):

- მეუღლესთან უკვე გაცილებული ვიყავი როდესაც ჩემს პირველ სიყვარულს შევხვდი. მას ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ვუყვარვარ. ამაში მეც დარწმუნებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

- როგორც ამბობენ, როდესაც ქალი და მამაკაცი ჯვარდაწერილნი არიან, ისინი იმ ქვეყნად ერთად იქნებიან. მან პირველმა შემომთავაზა ჯვრისწერა და ჩვენი ფიზიკური ურთიერთობაც მხოლოდ ამის შემდეგ შედგა. მართალია, ჯვრისწერის დროს არ გავამხილეთ ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ არც მღვდელს უკითხავს, რომელიმე ჩვენგანს ჰქონდა თუ არა ოჯახი.

- ის რომ დაეჭვებულიყო, ალბათ არ დაგწერდათ ჯვარს. არ გაქვთ დანაშაულის განცდა, სხვის ქმარს რომ ხვდებით?

- ოჯახის დანგრევა ჩემთვის იმდენად დიდი ტრაგედია იყო, რომ ასე მეგონა, ვერასოდეს შევძლებდი მამაკაცთან ურთიერთობას. მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ სიყვარული ბავშვობის დროინდელი ოცნების სახით გამომეცხადა. დანაშაულის განცდა არ მაქვს იმდენად, რამდენადაც მე არ ვაპირებ მისი ოჯახის დანგრევას, მეუღლისთვის - ქმრის და შვილებისთვის მამის წართმევას. ვიცი, რომ შვილები ძალიან უყვარს და თუ ის ოჯახის მიტოვებას შეძლებს, ე.ი. ჩემი მიტოვებაც არ გაუჭირდება. არ ვოცნებობ მის ცოლობაზე, რადგან მიმაჩნია რომ ორ ადამიანს შორის გრძნობა მუდმივია მხოლოდ მაშინ, როცა ის ოჯახური მოვალეობებით არ არის შეზღუდული. რაც არ უნდა მიმტკიცონ, რომ ცოლ-ქმარს ისევე უყვარს ერთმანეთი, როგორც 20 წლის წინ - არ მჯერა! ეს საზოგადოებისთვის ნათქვამი ტრაფარეტია. ბევრი ცოლ-ქმარი მინახავს, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ვიცი, რომ ან ქმარი დაძვრება სხვაგან, ან ცოლი. მე სხვაზე ნაკლებად მიყვარს? მე ხომ მის ცოლსაც ვუფრთხილდები - ვცდილობ, ეჭვიანობისა და ნერვიულობის საბაბი არ მივცე. დამიჯერებთ? ჩემი საყვარლის ბინის ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი, მხოლოდ მობილურით ვუკავშირდები ხოლმე. თუ გამორთული აქვს, ზარს მეორედ აღარ ვუშვებ და ველოდები, სანამ თვითონ არ დამირეკავს. ძალიან მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან, მაგრამ ვიცი - ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გააღიზიანებს და არ ვეკითხები. მისი მეუღლე საეროთ ნაცნობის დახმარებით შორიდან ვნახე. პირველი შეხედვისთანავე მივხვდი, რომ ჩვეულებრივი, პატიოსანი ქალია - ოჯახის დიასახლისი. იმაზე მეტი რომ ყოფილიყო, რაც ვნახე, გული დამწყდებოდა; იმაზე ნაკლებ რომ ყოფილიყო - მაშინაც!.. ცოლზე არ ვეჭვიანობ, მაგრამ ვიღაც სხვა ქალი თუ გამოჩნდა, ვისაც თვალს გააყოლებს, საშინლად განვიცდი. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ოდესმე, სხვასაც ისე მოეფეროს, როგორც მე მეფერება.

- ბევრი ერთგული ქალი გადაქცეულა მოღალატე ცოლად და ამის მიზეზი ქმრის უყურადღებობა ან სხვა ქალით გატაცება ყოფილა...

- მართალია, ტელესერიალების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ერთხელ ასეთ ეპიზოდს შევესწარი ქალმა დაიქირავა კაცი იმისათვის, რომ საყვარლის ცოლი ეცდუნებინა და მიზანსაც მიაღწია. ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა. ვიფიქრე და მივხვდი: ისეთ მამაკაცთან ურთიერთობას ვერ შევძლებდი, რომელსაც ცოლი ღალატობს - თუ ერთგული ცოლი არ ჰყავს, ის კაცი ჩემთვის კაცი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ჩემს საყვარელ კაცს ერთგული ცოლი რომ ჰყავს.

- სანამ ქმარს გაეყრებოდით, მასზე არასოდეს გიეჭვიანიათ? ან რას მოიმოქმედებდით იმ ქალის წინააღმდეგ, ვინც ქმარს შეგეცილებოდათ?

- ჯობს, ქალმა ურთიერთობა ქმართან გაარკვიოს. როცა მეტოქეს შეურაცხყოფას აყენებ, მამაკაცის სიმპათია ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კაცი მაინც მოახერხებს ყოველნაირი ბარიერის გადალახვას და საყვარელ ქალთან ურთიერთობის შენარჩუნებას.

- თუ ცოლი ემოციებს არ აჰყვება და ჭკვიანურად მოიქცევა, კაცი ბოლოს ისევ მეუღლესთან რჩება. გიფიქრიათ ამის შესახებ?

- არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა და ამაზე ფიქრით არ ვიტკივებ თავს. ჯერჯერობით ცხოვრების დინებას მივყვები და ვცდილობ, მომავალზე არ ვიფიქრო. მარტოობის კი, მეც ისევე მეშინია, როგორც ყველა, საღად მოაზროვნე ადამიანს.

- ფინანსურად თუ გიმართავთ ხელს?

- არა, არასოდეს მოუცია ჩემთვის ფული. ის მხოლოდ იმ ბინის ქირას ისტუმრებს, რომელშიც ერთმანეთს ვხვდებით. ზოგჯერ, საჩუქარსაც მიძღვნის. სულ მცირე თანხაც კი არ მითხოვია მისთვის და არც თვითონ დაუტოვებია ბალიშის ქვეშ ასდოლარიანი. ფინანსურ მხარეს სიყვარულთან რა კავშირი აქვს?!

რასაკვირველია, სკანდალი არ არის გამოსავალი, მაგრამ რა უნდა ქნას ცოლმა, თუ მას ქმარი უყვარს, კაცმა კი გული აიყარა ოჯახზე? ჩვენი მორიგი რესპონდენტის ნაამბობით, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - არავითარ შემთხვევაში ქალმა არ უნდა იფიქროს შურისძიებაზე, რადგან შურისძიებას არავისთვის მოაქვს ბედნიერება.

მაია, 30 წლის:

- ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ როგორც არ უნდა შეეცადოს კაცი, დამალოს სხვა ქალით თავისი გატაცება, ცოლი მაინც გრძნობს მათ ურთიერთობაში მესამის გამოჩენას. ვიგრძენი მეც და გადავწყვიტე, ქმართან გულახდილად დალაპარაკება. ჩვენი საუბარი იმით დამთავრდა, რომ მითხრა: მოჩვენებები დაგეწყოო. ერთი წელი ვაწვალეთ ერთმანეთი და ბოლოს აღიარა, რომ მართლა ჰყავდა საყვარელი და მე ან უნდა შევგუებოდი ამ მდგომარეობას, ან ჩემოდანი უნდა ჩამელაგებინა. ისიც მითხრა - თუ წავიდოდი, ჩემს პირად ცხოვრებაში არ ჩაერეოდა და მე თავისუფალი ქალი ვიქნებოდი, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები მასთან დარჩებოდნენ. იცით, რით ახსნა საყვარლის გაჩენა? - თურმე ცივი ქალი ვყოფილვარ, ამავე დროს - ნევრასტენიკი და ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ქმარი, მაინც მიღალატებდა... მოვკიდე ბავშვებს ხელი, ტაქსი გავაჩერე და მშობლების მისამართი ვუთხარი. მძღოლმა ატირებული რომ მნახა მკითხა - რით შემიძლია დაგეხმაროთო? არც ვაციე, არც ვაცხელე და ვკითხე, თუ შეგიძლიათ იმის დადგენაში დამეხმაროთ, ცივი ქალი ვარ თუ არა-მეთქი?.. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირველი მამაკაცი, ვისთანაც ქმარს, მასზე შურისძიების მიზნით ვიღალატე, ტაქსის მძღოლი იყო. მაშინ მისი სახელიც კი არ ვიცოდი. იმ დღეს უგონოდ მთვრალი მივედი შინ, დილა რომ გათენდა, არავინ იყო ჩემზე უბედური. ერთი თვის შემდეგ მეუღლე მოვიდა და შერიგება მთხოვა. ჩემს ქმარს ისევ ჰყავდა საყვარელი. რამდენჯერ შინ მოსვლას დააგვიანებდა, იმდენჯერ სასტუმროში გატარებულ იმ ღამეზე ვიწყებდი ფიქრს და ასე ვაგრძელებდი შურისძიებას. ერთ დღეს, მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტეთ წასვლა, არ მოვიდა, მარტო წავედი. დავლიე, გვიან მომაკითხა შინ წასაყვანად, სახლამდე ვერ მოითმინა, საბააზანოში გამიყვანა და - რას ჰგავხარ, თავს რად მჭრიო? - მითხრა და გამარტყა. სკანდალი მოვაწყვე, ვყვიროდი: ახლა რაც გინდა ქენი, მე უკვე ვიცი, ცივი ქალი რომ არ ვარ-მეთქი!.. ამის შემდეგ მართლა დამენგრა ოჯახი. ბავშვები ჩემთან არიან. მეუღლემ ის ქალიც მიატოვა, ვისზეც ვეჭვიანობდი. ჩვენი დაშორებიდან ორი წლის შემდეგ კი, სულ სხვა ვიღაც მოიყვანა ცოლად. როგორც ვიცი, ბედნიერი ოჯახი აქვს. ზოგჯერ ბავშვები მიჰყავს, ფინანსურადაც გვეხმარება, მაგრამ მე დღემდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ძალიან მრცხვენია იმის, რაც ჩავიდინე. ასე მგონია, ჩემი ამბავი მთელმა ქალაქმა იცის. მთელი შეგნებით ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიბრძოლე ქმრის დასაბრუნებლად ისე, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვსულიყავი და ამის გამო დავისაჯე კიდეც. იქნებ, ჩემი მაგალითი ვიღაცას დაეხმაროს იმაში, რომ ოჯახის გადარჩენის სხვა გზა აირჩიოს. შურისძიების გრძნობა, ამ შემთხვევაშიც ცუდი მეგზური ყოფილა...

ახლა კი, სპეციალისტის კომენტარი თემაზე.

თეონა ლომთაძე, ფსიქოლოგი:

- საქართველო ტრადიციული კულტურის ქვეყნად რჩება, სადაც მამაკაცს კვლავ პრიორიტეტული მდგომარეობა უკავია. პარტნიორულ ურთიერთობაში მას გაცილებით მეტი რამ ეპატიება, ვიდრე ქალს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. საზოგადოება მოღალატე მამაკაცის მიმართ უფრო შემწყნარებელია, ვიდრე მოღალატე ქალის მიმართ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ქალი, რომელმაც შურისძიების მიზნით გადაწყვიტა ღალატი, შურისძიებაში ბედნიერებას ვერ იპოვიდა. მამაკაცისთვის, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის მიღმა ურთიერთობები ღალატად არ აღიქმება. მანდილოსნები კი, ერთჯერად ურთიერთობას - ე.წ. შემთხვევით კავშირებს უფრო იოლად აპატიებენ ქმარს, ვიდრე ე.წ. ოფიციალური საყვარლის ყოლას. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველა შემთხვევაში, ქალია დაზარალებული. თავისი მდგომარეობით ბოლომდე კმაყოფილი არც ცოლის სტატუსზე ქვეცნობიერად მეოცნებე საყვარელია ("რა იქნება შემდეგ, ამაზე ფიქრი არ მინდა", "სიმარტოვის მეშინია!") და არც ცოლი, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი - შეეგუოს ბედს თუ ჩაალაგოს ჩემოდანი. ორივე შემთხვევაში, მომავალი ბურუსითაა მოცული. არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია მამაკაცი (ყველაფერში დამნაშავე მამაკაცი!), რომელმაც შეიძლება იმის გამო, რომ ორ ქალს შორის არჩევანი ვერ გააკეთა, სიცოცხლე მძიმე ინფარქტით დაამთავროს... ასე რომ, ნურავინ იფიქრებს, რომ მამაკაცისთვის, სრული იდილიის შესაქმნელად საკმარისია ლამაზი საყვარლის და ერთგული მეუღლის ყოლა. ორ ცეცხლს შუა მოქცეული მამაკაცისთვის ძალიან ძნელია ჰარმონიული გარემოს პოვნა და სულიერი სიმშვიდის მოპოვება.

ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურული საწყისი აქვს გელფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს და საყვარლობის ინსტიტუტს. პირველი ქორწინებებში არმყოფი პარტნიორების ურთიერთობას გულისხმობს, მეორის გამომწვევი მიზეზი კი, შეიძლება იყოს: 1) ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ცხოვრების მოუწესრიგებლობა, რომელიც ძალიან ხშირადაა ოჯახის დანგრევის რეალური მიზეზი, თუმცა, ქალი და მამაკაცი სხვადასხვა მიზეზზე აკეთებენ აქცენტს; 2) არასრულფასოვნების კომპლექსი (ქალს ან მამაკაცს აქვთ სურვილი, ხშირად შეიცვალონ პარტნიორი და სურთ, ამით საკუთარი სიძლიერის დემონსტრირება მოახდინონ); 3) ორგანული დარღვევა, რომელიც აიძულებს ადამიანს, ურთიერთობა ჰქონდეს რამდენიმე პარტნიორთან. როცა ვსაუბრობთ საყვარლობის ინსტიტუტზე და ცალკეულ შემთხვევებს ვეცნობით, მივდივართ დასკვნამდე, რომ არც ქალი და არც მამაკაცი არ არის ბოლომდე ბედნიერი, როცა ოჯახის გარეთაც აქვს სქესობრივი ურთიერთობა ვინმესთან. ბოლოს, ბევრი მათგანი აკითხავს ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრს და რეაბილიტაციის კურსს გადის. მათ შორის ბევრი მამაკაცია, ამიტომ, ჩვენი ზოგადი რჩევა იქნება - ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და კარგად აწონ-დაწონეთ ადეკვატური ზომები, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოთ. ზოგჯერ, ოჯახური ურთიერთობის გადასარჩენად, სულ მცირე რამ არის საჭირო. რაც შეეხება გელფრენდისა და ბოიფრენდის ინსტიტუტს, მიუხედავად ამ საკითხზე ჩვენი საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობისა, ამ მოვლენის გავრცელება მაინც შეუჩერებელი პროცესია, რომელსაც თავისი დადებითი მხარეც აქვს. ფაქტია, რომ იმ პარტნიორების შემდგომი ოჯახური ურთიერთობა უფრო მყარია, რომლებმაც გელფრენდისა და ბოიფენდის ეტაპის გავლის შემდეგ შექმნეს ოჯახი.

ნანა ქიბიშაური

ჟურნალი "გზა"

#27 3.07.2003

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია