პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საკანონმდებლო პაკეტს დღეს კენჭს უყრის
პარლამენტი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საკანონმდებლო პაკეტს დღეს კენჭს უყრის

პარ­ლა­მენ­ტი დღეს, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ფა­რულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის მი­ღე­ბას შე­ეც­დე­ბა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კუ­თხით ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებს აწე­სებს, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 16 მა­ი­სის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს, მაგ­რამ კენ­ჭი ვერ უყა­რეს, რად­გან პარ­ლა­მენ­ტში კვო­რუ­მი არ შედ­გა. პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა კენ­ჭისყ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად 29 მა­ი­სის­თვის და­ი­ნიშ­ნა.

ფა­რულ მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე კა­ნონ­ში: "ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში, "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში", "პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­დის.

რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრინ­ციპ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ა­ზე შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია და ღიად მხო­ლოდ ერთი სა­კი­თხი რჩე­ბა - ვის ხელ­ში უნდა იყოს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე წვდო­მის "გა­სა­ღე­ბი". სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ვა­რი­ან­ტი, რომ "გა­სა­ღე­ბი" პრო­ვა­ი­დე­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­ში გა­და­სუ­ლი­ყო - კომ­პა­ნი­ებს მი­ე­ღო სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბა, თუ ვის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და იქი­დან მომ­ხა­რი­ყო შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის. აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ფა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის საფრ­თხე და­ი­ნა­ხეს. ინი­ცი­ა­ტი­ვის ამ ფორ­მით მი­ღე­ბა დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნო­ნებ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა, თვალ­თვა­ლი, სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბი და ასე შემ­დეგ, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პი­რა­დი, პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას­თან, სა­დღე­ი­სოდ გან­სა­ზღვრუ­ლია ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ხით და მას "ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პა­კე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ხე­ლით "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში" გა­და­დის.

სა­დღე­ი­სოდ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის ინ­სპექ­ტორს კონ­ტრო­ლის ეფექ­ტუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია – მას ნიშ­ნავს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის წი­ნა­შე, შე­მოწ­მე­ბი­სას მან სამი დღით ადრე უნდა აც­ნო­ბოს უწყე­ბას, რომ­ლის შე­მოწ­მე­ბა­საც აპი­რებს და უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­საც მას შე­მოწ­მე­ბის­თვის გა­დას­ცე­მენ. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ვა­რი­ან­ტით, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის ინ­სპექ­ტორს პარ­ლა­მენ­ტი ირ­ჩევს. ის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე და შე­სა­ბა­მი­სად, მისი მხრი­დან აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი უფრო ეფექ­ტუ­რი ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით მას უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა შე­ა­მოწ­მოს ნე­ბის­მი­ე­რი, რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა, თუ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს ეხე­ბა. ასე­ვე მას შე­ეძ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, ნე­ბის­მი­ერ დროს, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიჩ­ნე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ა­მოწ­მოს.

გარ­და ამი­სა, მოქ­მე­დი კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბი, რო­მელ­თა შემ­თხვე­ვა­შიც შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. პრო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბი და ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ გან­ზრახ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, გან­ზრახ მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე. ამ ჩა­მო­ნათ­ვალს ემა­ტე­ბა ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­დექ­სით არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და მძი­მე და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ევ­რო­პის საბ­ჭოს და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რის ჩარ­ჩო-ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, ანუ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ და­ნა­შა­უ­ლებს, რო­გორც მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის მა­ტა­რე­ბელს და მათ შემ­თხვე­ვა­ში პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად.

გა­ნი­სა­ზღვრა ასე­ვე პირ­თა წრე, თუ ვის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ფა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით ეს არის პირი, რო­მე­ლიც ან პირ­და­პირ კავ­შირ­შია და­ნა­შა­ულ­თან, ან პირი რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც და­ნა­შა­ულ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში მყო­ფი პირი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ არ­სე­ბობს შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმ პი­რის­თვის, ვის მი­მარ­თაც ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძო­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აწე­სებს - ნე­ბის­მი­ერ პირს იქ­ნე­ბა ეს სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის მხა­რე, თუ მე­სა­მე პირი, აუ­ცი­ლებ­ლად რო­დეს­მე უნდა ეც­ნო­ბოს, რომ მის მი­მართ ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო სა­კითხს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის უნდა ეც­ნო­ბოს, პრო­კუ­რო­რი წყვეტს. ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­კრე­ცია ბო­რო­ტად რომ არ გა­მო­ი­ყე­ნოს, დგინ­დე­ბა შემ­დე­გი პრო­ცე­დუ­რა: - თუ პრო­კუ­რო­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევს, რომ შე­ა­ტყო­ბი­ნოს პირს მის მი­მართ ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ, მან უნდა მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, და­ა­სა­ბუ­თოს, რა­ტომ და­ა­ზი­ა­ნებს ასე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შემ­დგომ ინ­ტე­რე­სებს და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია გა­უ­ხან­გრძლი­ვოს შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვადა მაქ­სი­მუმ 12-თვით.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის გარ­და, პირს უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა გა­ა­სა­ჩივ­როს მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და თუ სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ მის მი­მართ უკა­ნო­ნოდ გან­ხორ­ცი­ელ­და ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ეს აჩენს სა­ფუძ­ველს გა­და­ი­სინ­ჯოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­უშ­ვე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად იქ­ნას ცნო­ბი­ლი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ასე­ვე პირს აძ­ლევს სა­ფუძ­ველს, მო­ი­თხო­ვოს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, ვინ არის ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი – გა­მო­ძი­ე­ბის სტა­დი­ა­ზე ეს არის პრო­კუ­რო­რი, სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბის სტა­დი­ა­ზე – სა­სა­მარ­თლო, სა­დაც არის ეს ინ­ფორ­მა­ცია. პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ორ­გა­ნოს გა­მოკ­ვე­თა.

პრო­ექ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი რე­ჟი­მი: ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნად­გუ­რე­ბას, გა­ნად­გუ­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ე.წ. აღუ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია და ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს მიერ უკა­ნო­ნოდ იქნა ცნო­ბი­ლი. მე­ო­რე, ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დაშ­ვე­ბულ იქნა საქ­მე­ზე, მაგ­რამ სა­მარ­თლწარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში და­უშ­ვებ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი – ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში და­უშ­ვე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვის რე­ჟი­მით, სა­მარ­თლწარ­მო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან ექ­ვსი თვე. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფას­და, რომ საქ­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და­ერ­თოს, ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შე­ნახ­ვის ვა­დით შე­ი­ნა­ხე­ბა, რის შემ­დე­გაც უნდა გა­ნად­გურ­დეს.

რე­გუ­ლა­ცია წეს­დე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბა­ზეც – ნად­გურ­დე­ბა პრო­კუ­რო­რის და იმ მო­სა­მარ­თლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­მაც გას­ცა ნე­ბარ­თვა. დგე­ბა ოქმი და ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ ოქ­მზე ხელ­მო­წე­რა. ასე­ვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლო რე­ესტრის შე­მო­ღე­ბა, სა­დაც აღი­რი­ცხე­ბა, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იქნა მო­თხოვ­ნი­ლი, რა კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ე­ბა­ზე, რამ­დე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და და ასე შემ­დეგ.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ისიც, რომ ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის, რო­გო­რი­ცაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა და უშიშ­რო­ე­ბა, უნდა იყოს ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვის შე­სა­ფე­რი­სი, პრო­პორ­ცი­უ­ლი და უკი­დუ­რე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა – თუ ამ ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვი­სათ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ უნდა მოხ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარლამენტი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საკანონმდებლო პაკეტს დღეს კენჭს უყრის

პარლამენტი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საკანონმდებლო პაკეტს დღეს კენჭს უყრის

პარლამენტი დღეს, პირველი მოსმენით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას შეეცდება.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალ რეგულაციებს აწესებს, პირველი მოსმენით 16 მაისის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, მაგრამ კენჭი ვერ უყარეს, რადგან პარლამენტში კვორუმი არ შედგა. პლენარული სხდომა კენჭისყრის ჩასატარებლად 29 მაისისთვის დაინიშნა.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებები რამდენიმე კანონში: "ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ" კანონში, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონში და "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შედის.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ყველა მნიშვნელოვან პრინციპსა და რეგულაციაზე შეთანხმება მიღწეულია და ღიად მხოლოდ ერთი საკითხი რჩება - ვის ხელში უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის "გასაღები". საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში შეთავაზებული იყო ვარიანტი, რომ "გასაღები" პროვაიდერი კომპანიების ხელში გადასულიყო - კომპანიებს მიეღო სასამართლო განჩინება, თუ ვის მიმართ ხორციელდება ფარული ღონისძიება და იქიდან მომხარიყო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აღნიშნულ ინიციატივაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ფარული ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე დაინახეს. ინიციატივის ამ ფორმით მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნა.

რაც შეეხება კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს, ფარული მიყურადება, თვალთვალი, სატელეფონო მოსმენები და ასე შემდეგ, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია პირადი, პერსონალური ინფორმაციის მოპოვებასთან, სადღეისოდ განსაზღვრულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სახით და მას "ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ" კანონი არეგულირებს. პარლამენტში წარდგენილი პაკეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიებები ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სახელით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გადადის.

სადღეისოდ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს კონტროლის ეფექტური შესაძლებლობები არ გააჩნია – მას ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ის ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე, შემოწმებისას მან სამი დღით ადრე უნდა აცნობოს უწყებას, რომლის შემოწმებასაც აპირებს და უნდა დაკმაყოფილდეს იმ ინფორმაციით, რასაც მას შემოწმებისთვის გადასცემენ. პარლამენტში წარდგენილი ვარიანტით, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს პარლამენტი ირჩევს. ის ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტის წინაშე და შესაბამისად, მისი მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი უფრო ეფექტური ხდება. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე. შეთავაზებული კანონპროექტით მას უფლება ეძლევა შეამოწმოს ნებისმიერი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულება, მათ შორის სამართალდამცავი სისტემა, თუ მისი საქმიანობა პერსონალურ მონაცემებს ეხება. ასევე მას შეეძლება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს, მიზანშეწონილად მიჩნეული ორგანიზაცია შეამოწმოს.

გარდა ამისა, მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის დანაშაულთა კატეგორიები, რომელთა შემთხვევაშიც შეიძლება ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდეს. პროექტით განისაზღვრა დანაშაულთა კატეგორიები და ფარული მოსმენები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ დანაშაულებზე, განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. ამ ჩამონათვალს ემატება ის დანაშაულები, რომლებიც კოდექსით არ განეკუთვნებიან განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულს, მაგრამ გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს დაპატიმრების ორდერის ჩარჩო-ხელშეკრულებით, ანუ ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს ამ დანაშაულებს, როგორც მომეტებული საფრთხის მატარებელს და მათ შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებს მიზანშეწონილად.

განისაზღვრა ასევე პირთა წრე, თუ ვის მიმართ შეიძლება განხორციელდეს ფარული მოქმედებები. შეთავაზებული კანონპროექტით ეს არის პირი, რომელიც ან პირდაპირ კავშირშია დანაშაულთან, ან პირი რომლის მეშვეობითაც დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი კომუნიკაციას ახორციელებს.

კანონმდებლობით არ არსებობს შეტყობინების ვალდებულება იმ პირისთვის, ვის მიმართაც ფარული საგამოძოებო მოქმედება განხორციელდა. კანონპროექტი შეტყობინების ვალდებულებას აწესებს - ნებისმიერ პირს იქნება ეს სამართალწარმოების მხარე, თუ მესამე პირი, აუცილებლად როდესმე უნდა ეცნობოს, რომ მის მიმართ ფარული ღონისძიება განხორციელდა, ხოლო საკითხს იმის შესახებ, თუ როდის უნდა ეცნობოს, პროკურორი წყვეტს. ამასთან, პროკურორმა აღნიშნული დისკრეცია ბოროტად რომ არ გამოიყენოს, დგინდება შემდეგი პროცედურა: - თუ პროკურორი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ შეატყობინოს პირს მის მიმართ ფარული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, მან უნდა მიმართოს სასამართლოს, დაასაბუთოს, რატომ დააზიანებს ასეთი შეტყობინება სამართალწარმოების შემდგომ ინტერესებს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გაუხანგრძლივოს შეტყობინების ვადა მაქსიმუმ 12-თვით.

შეტყობინების გარდა, პირს უფლება ეძლევა გაასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ფარული ღონისძიებების კანონიერება და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ უკანონოდ განხორციელდა ფარული ღონისძიება, ეს აჩენს საფუძველს გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ამ ღონისძიების შედეგად მიღებული მტკიცებულება და ასევე პირს აძლევს საფუძველს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

გარდა ამისა, რეგლამენტირებული ხდება, ვინ არის ფარული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი – გამოძიების სტადიაზე ეს არის პროკურორი, სასამართლო წარმოების სტადიაზე – სასამართლო, სადაც არის ეს ინფორმაცია. პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პასუხისმგებელი პირის და პასუხისმგებელი ორგანოს გამოკვეთა.

პროექტით განსაზღვრულია ინფორმაციის განადგურების სამსაფეხურიანი რეჟიმი: ფარული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი პერსონალური ინფორმაცია ექვემდებარება დაუყოვნებლივ განადგურებას, განადგურებას ექვემდებარება გადაუდებელი აუცილებლობით მოპოვებული ე.წ. აღურიცხავი ინფორმაცია და ის ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი. მეორე, ინფორმაცია, რომელიც მტკიცებულებად დაშვებულ იქნა საქმეზე, მაგრამ სამართლწარმოების პროცესში დაუშვებლად იქნა ცნობილი – ასეთი ინფორმაცია შეინახება სასამართლოში დაუშვებელი ინფორმაციის შენახვის რეჟიმით, სამართლწარმოების დასრულებიდან ექვსი თვე. ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მიერ შეფასდა, რომ საქმე მტკიცებულებად დაერთოს, ის მტკიცებულების შენახვის ვადით შეინახება, რის შემდეგაც უნდა განადგურდეს.

რეგულაცია წესდება განადგურებაზეც – ნადგურდება პროკურორის და იმ მოსამართლის მონაწილეობით, რომელმაც გასცა ნებართვა. დგება ოქმი და ხორციელდება ამ ოქმზე ხელმოწერა. ასევე შემოთავაზებულია სასამართლო რეესტრის შემოღება, სადაც აღირიცხება, რა ღონისძიებები იქნა მოთხოვნილი, რა კატეგორიის საქმეებაზე, რამდენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ასე შემდეგ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრება ისიც, რომ ფარული მოსმენები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უშიშროება, უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი, პროპორციული და უკიდურესი საშუალება – თუ ამ ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის შესაძლებელია სხვა ღონისძიების განხორციელება, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენება არ უნდა მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა