გასულ კვირას, "რეიტინგის" საიტზე თუმანიშვილის თეატრის მსახიობ ანრი ბიბინეიშვილის ბლიცინტერვიუ გამოქვეყნდა. ანრისთან დარეკვა და რამდენიმე კითხვის დასმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გამო გადავწყვიტეთ, სადაც ანრი კესარია აბრამიძეს ეხუტება. ფოტოს პიკანტურობიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა კითხვა, სად შეხვდა მსახიობი კესოს და რა ურთიერთობა აკავშირებდა მათ.
ანრი:
- ეს ფოტო ჩემმა მეგობარმა გადაგვიღო. იმ კატეგორიის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც მთავარი მოტივაცია მხოლოდ ადამიანობაა და არა მისი ორიენტაცია. კესოსთან ვმეგობრობ და შემიძლია, მას მხოლოდ მეგობარი ვუწოდო. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. პრობლემა არაა. შეიძლება, ბევრი ავად მახსენებელი და შეურაცხმყოფელი ჰყავს ამ ადამიანს, მაგრამ ადამიანობა და ორიენტაცია ერთმანეთთან არაფერ შუაშია. პირადად მე კესარიასთან მეგობრობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
სამწუხაროდ, დღევანდელი საზოგადოება სხვისი ცხოვრების განხილვითაა დაკავებული და ამით კმაყოფილდებიან, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია მხოლოდ ის, რომ ვინც მე მიყვარს, ის ჩემზე კარგს ფიქრობდეს. რაც შეეხება ჩემს ორიენტაციას, ვისაც აინტერესებს, შემიძლია, ანბანის მიხედვით მივცე იმ ქალების სია, ვის-თანაც სექსი მქონია. შემიძლია, მათ ჩემი "ვაჟკაცის" ზომაც ვუთხრა"...
ანრის ინტერვიუ სოციალურ ქსელში რეიტინგის პირად გვერდზე გავაზიარეთ, რასაც მკითხველის მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის აღმოჩნდა რეჟისორი ქეთი დოლიძე. ინტერვიუს ქვევით კომენტარებში ანრისა და ქალბატონ ქეთის შორის ასეთი
დიალოგი გაიმართა:
ქეთი დოლიძე: ეს რა უბედურებაა? ანრი, იმ სახლს უნდა სცე პატივი, სადაც მუშაობ!
ანრი ბიბინეიშვილი: ვცემ კიდეც, თუმცა ვფიქრობ, ამით არაფერი დამიშავებია, ვინაიდან ღამის კლუბი გატენილია ხალხით, უბრალოდ, იუმორით გადავიღე ფოტო, რომელსაც არა მხოლოდ მე ვიღებ... ეს უბრალოდ სასაცილოა!
ქეთი დოლიძე: ანრი, ჯერ არაფერი შეგიქმნია იმის ფასი, რომ ასეთ უმსგავსო ფოტოებს იღებდე...
იხილეთ გაგრძელება