ნუკი კოშკელიშვილი ავარიაში მოყვა - ''სიყვარულისგან თავბრუ დამეხვა''...

ნუკი კოშკელიშვილი ავარიაში მოყვა - ''სიყვარულისგან თავბრუ დამეხვა''...

ნუკი კოშკელიშვილისა და ბენ ჩეიმის სიყვარულის ამბავი სოციალური ქსელით დაიწყო. მერე კი ქართული ტელეშოუების დახმარებით მათი სიყვარულის ისტორია ისე წარიმართა, ალბათ თვითონაც არ ელოდნენ. ბენი უკვე ერთი თვეა საქართველოშია და ჩვენი ქვეყანა ძალიან შეუყვარდა. ნუკისა და ბენის ერთად ჩაწერას ვაპირებდით, მაგრამ გასულ კვირას ცნობილი ტელეწამყვანი ავარიაში მოყვა.

- ნუკი, როგორ გაეხვიე ამ ცუდ ამბავში?

- ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვყევი ავარიაში. აქამდე უბრალო ჯარიმაც კი არ მქონია. მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. გზაჯვარედინზე სიჩქარე ვერ გავაკონტროლე და მანქანას დავარტყი. საჭესთან ქალი იჯდა, ძალიან მალევე მოვაგვარეთ ყველაფერი. თან, ძირითადად ჩემი მანქანა დაზიანდა.

- შეყვარებული ამ დროს შენ გვერდით იყო?

- კი და ძალიან განიცადა. მაწყნარებდა. მითხრა, შტერი ხარ, მაგრამ არა უშავს, ასეთი რაღაცებიც ხდებაო.

- ამბობ, მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონიაო. სიყვარულის ბრალი ხომ არაა, ასეთი ამბავი რომ დაგემართა?

- (იცინის) შეიძლება, სიყვარულისგან თავბრუ დამეხვა და სიტუაცია ვეღარ გავაკონტროლე. ზოგადად ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ.

- როგორც სატელევიზიო შოუებიდან ვიცი, ბენი მალევე აპირებდა ამერიკაში დაბრუნებას, ვერ გელევა შენ და საქართველოს?

- ვერ მელევა და ძალიან მოსწონს საქართველო. უხარია, რომ ჩვენს ქვეყანაშია. მოვატარე ყველაფერი, რისი ნახვაც კი ასე მოკლე ხანში იყო შესაძლებელი: თბილისი, ბათუმი, ყაზბეგი, სიღნაღი, ლოპოტის ტბა. ამ ყველაფრის ნახვა ერთ თვეში მოვახერხეთ.

- უკვე გადაწყვიტა, როდის გაემგზავრება?

- მალე ჩემი დაბადების დღე მოდის, ცხრა ივნისს, და უნდა, ამ დროისთვის თბილისში იყოს.

იხილეთ გაგრძელება

ასევე დაგაინტერესებთ:

ნუკი კოშკელიშვილს ამერიკელმა შეყვარებულმა ჩამოაკითხა (+2 ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება