პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარკუს მეტრეველი ქველმოქმედებას ამოფარებულ თაღლითებს ამხელს: "ეს სირცხვილია და ამორალური!"
მარკუს მეტრეველი ქველმოქმედებას ამოფარებულ თაღლითებს ამხელს: "ეს სირცხვილია და ამორალური!"

"სირ­ცხვი­ლია !!!

არც ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე აღა­რას­დროს აღარ და­მი­კავ­შირ­დეთ !!!

ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ამო­ფა­რე­ბუ­ლო თაღ­ლი­თე­ბო !!!

შე­მო­სუ­ლი სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი­დან, კა­პი­კებს ური­ცხავთ გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს, იმ ადა­მი­ა­ნებს რომ­ლის­თვი­საც თი­თო­ე­უ­ლი კა­პი­კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თქვენ თქვე­ნი მდიდ­რუ­ლი ფან­ტა­ზი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ხარ­ჯავთ მით­ვი­სე­ბულ თან­ხებს...

ევ­რო­პი­დან, ამე­რი­კი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნო­ბა­თე­ბი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია ბავ­შვე­ბის­თვის და­სახ­მა­რებ­ლად, ტან­საც­მლით, სა­თა­მა­შო­ე­ბით, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრო­დუქ­ტე­ბით, ნივ­თე­ბით, სახ­ლებ­ში ეზი­დე­ბით ....

სირ­ცხვი­ლია და ამო­რა­ლუ­რი !!! მოვა დრო და საქ­ველ­მოქ­მე­დო­ე­ბი ისევ თქვენ გახ­დე­ბით.....

გამ­გე­ბი გა­ი­გებს !!"!

ეს სტა­ტუ­სი მომ­ღე­რალ­მა მარ­კუს მეტ­რე­ველ­მა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზით და მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და:

- მარ­კუს აგ­ვიხ­სე­ნი შენი აღელ­ვე­ბის მი­ზე­ზი, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი პოს­ტი?

- საქ­მე ეხე­ბა ორი კვი­რის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ცხა­დია უსას­ყიდ­ლოდ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არც მი­ფიქ­რია, რომ შე­მო­სუ­ლი თან­ხა არ მი­ვი­დო­და ბავ­შვე­ბის ან­გა­რიშ­ზე, რომ არ დამ­კავ­ში­რე­ბო­და ერთ-ერთი ბავ­შვის მე­ურ­ვე და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­ე­ხა­ტა, თით­ქოს იმ­დე­ნი ჰო­ნო­რა­რი ავი­ღე, რომ ბავ­შვე­ბამ­დე 18000 ლა­რის ნაც­ვლად, მხო­ლოდ 200-მა ლარ­მა მი­აღ­წია.

სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი ჩემი სტა­ტუ­სი­სა და ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და ბავ­შვე­ბის სა­ხე­ლით სპე­კუ­ლი­რე­ბა აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დე­ბა.

მარ­კუ­სის აზრს იზი­ა­რე­ბენ სხვა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც და ადას­ტუ­რე­ბენ, რომ საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ა­თის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხში­რად იმარ­თე­ბა და უც­ნო­ბია, მი­დის თუ არა შე­მო­სუ­ლი თან­ხა ად­რე­სა­ტამ­დე.

ნა­თია გე­დე­ნი­ძე, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მარკუს მეტრეველი ქველმოქმედებას ამოფარებულ თაღლითებს ამხელს: "ეს სირცხვილია და ამორალური!"

მარკუს მეტრეველი ქველმოქმედებას ამოფარებულ თაღლითებს ამხელს: "ეს სირცხვილია და ამორალური!"

"სირცხვილია !!!

არც ერთ საქველმოქმედო კონცერტზე აღარასდროს აღარ დამიკავშირდეთ !!!

ქველმოქმედებაზე ამოფარებულო თაღლითებო !!!

შემოსული სოლიდური თანხებიდან, კაპიკებს ურიცხავთ გაჭირვებულ ბავშვებს, იმ ადამიანებს რომლისთვისაც თითოეული კაპიკი მნიშვნელოვანია და თქვენ თქვენი მდიდრული ფანტაზიების განხორციელებაში ხარჯავთ მითვისებულ თანხებს...

ევროპიდან, ამერიკიდან გამოგზავნილი ნობათები, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის დასახმარებლად, ტანსაცმლით, სათამაშოებით, საყოფაცხოვრებო პროდუქტებით, ნივთებით, სახლებში ეზიდებით ....

სირცხვილია და ამორალური !!! მოვა დრო და საქველმოქმედოები ისევ თქვენ გახდებით.....

გამგები გაიგებს !!"!

ეს სტატუსი მომღერალმა მარკუს მეტრეველმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. Ambebi.ge დაინტერესდა მარკუს მეტრეველის გაღიზიანების მიზეზით და მომღერალს დაუკავშირდა:

- მარკუს აგვიხსენი შენი აღელვების მიზეზი, რამ განაპირობა ასეთი პოსტი?

- საქმე ეხება ორი კვირის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც გაიმართა ბავშვების დასახმარებლად. ცხადია უსასყიდლოდ მივიღე მონაწილეობა და არც მიფიქრია, რომ შემოსული თანხა არ მივიდოდა ბავშვების ანგარიშზე, რომ არ დამკავშირებოდა ერთ-ერთი ბავშვის მეურვე და უკმაყოფილება არ გამოეხატა, თითქოს იმდენი ჰონორარი ავიღე, რომ ბავშვებამდე 18000 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 200-მა ლარმა მიაღწია.

სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩემი სტატუსისა და ვიტოვებ იმედს, რომ ასეთი შემთხვევები და ბავშვების სახელით სპეკულირება აღარასოდეს განმეორდება.

მარკუსის აზრს იზიარებენ სხვა შემსრულებლებიც და ადასტურებენ, რომ საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები ხშირად იმართება და უცნობია, მიდის თუ არა შემოსული თანხა ადრესატამდე.

ნათია გედენიძე, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება