პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რკინის თეატრში" ფარდა იხსნება
"რკინის თეატრში" ფარდა იხსნება

სა­ბურ­თა­ლო­ზე, ერთ შე­ნო­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად თვალ­ში მოგ­ხვდე­ბო­დათ ჟან­გის­ფე­რი, დიდი რკი­ნის ფა­სა­დი თა­ვი­სი მრგვა­ლი ილუ­მი­ნა­ტო­რის მსგავ­სი ფან­ჯრე­ბით. ეს კუ­თხე ძა­ლი­ან ჰგავს გემს, რო­მე­ლიც დიდ­ხანს იდგა ღუ­ზა­ჩაშ­ვე­ბუ­ლი და ელო­და შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბას... არ მახ­სოვს სა­ი­დან, მაგ­რამ წლე­ბი იყო, ვი­ცო­დი, აქ ცნო­ბილ რე­ჟი­სორს, და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს ახა­ლი თე­ატ­რის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და. მერე იმ­დე­ნი ხანი გა­ვი­და, რომ ჩემი მო­ლო­დი­ნი მი­ნელ­და... და ახლა სულ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აღ­მოჩ­ნდა, რომ სწო­რედ აქ, ამ შე­ნო­ბა­ში თე­ატ­რი გა­იხ­სნე­ბა - "რკი­ნის თე­ატ­რი". ღუზა ამო­ღე­ბუ­ლია! 7 ივ­ნისს პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა და "შო­რე­უ­ლი ნა­ოს­ნო­ბაც" და­ი­წყე­ბა.

როცა "რკი­ნის თე­ატრს" ვეწ­ვიე, ჯერ კი­დევ ბოლო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ბა­ტონ­მა და­ვით ან­დღუ­ლა­ძემ ყვე­ლა­ფე­რი და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და მი­თხრა:

- რა ჩა­ნა­ფიქ­რიც მქონ­და, ეს არის... ჩემი თა­ნა­ავ­ტო­რია მხატ­ვა­რი აი­ვენ­გო ჭე­ლი­ძე.

- თე­ატრს "რკი­ნის თე­ატ­რი" და­არ­ქვით. მე კი მე­გო­ნა რა­ღაც ზღვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლი ექ­ნე­ბო­და, რად­გან შე­ნო­ბის ფა­სა­დი ძა­ლი­ან ჰგავს გემს ..

- ახლა მგო­ნი უფრო ნოეს კი­დო­ბანს ჰგავს, ვიდ­რე გემს... "რკი­ნის თე­ატ­რი" ალ­ბათ იმი­ტომ რომ რკი­ნა ად­ვი­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა ოს­ტატს და ად­ვი­ლად იღებს ნე­ბის­მი­ერ ფორ­მას, არ არის ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რა­ტომ­ღაც მომ­წონს რკი­ნა...

- "რკი­ნის თე­ატ­რი" ოთარ ჭი­ლა­ძის რო­მან­საც ჰქვია...

- შე­მიძ­ლია ვი­ა­მა­ყო მას­თან მე­გობ­რო­ბით, ახალ თე­ატრზე მას­თან არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია. ვუ­თხა­რი მინ­და ასე და­ვარ­ქვა-მეთ­ქი... ძა­ლი­ან ესი­ა­მოვ­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა 30 წლის წინ და­ი­წყო ლი­კან­ში, სა­დაც ერთ პე­რი­ოდ­ში ვის­ვე­ნებ­დით. მე პა­ტა­რა 2 წლის შვი­ლი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. ბა­ტო­ნი ოთა­რი ჩვენს პირ­და­პირ ცხოვ­რობ­და. მისი ოთა­ხი­დან მუდ­მი­ვად გა­მო­დი­ო­და სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის ხმა - აკა­კუ­ნებ­და. ჩემ­მა შვილ­მა თქვა: აქ ალ­ბათ მჭე­დე­ლი ცხოვ­რობ­სო. ეს რომ ბა­ტონ­მა ოთარ­მა გა­ი­გო, მო­ი­წო­ნა: მარ­თა­ლია, მეც მჭე­დე­ლი ვარ, აბა რაო! ცხა­დია, სი­ტყვის მჭე­დე­ლი იყო.

ჩვე­ნი თე­ატ­რი გა­იხ­სნა 2011 წელს. პირ­ვე­ლი აფი­შა მა­შინ გა­იკ­რა. ქუ­ჩა­ში ვი­თა­მა­შეთ "სულ სხვა ოპე­რა" ბრეხ­ტის "სამ­გრო­ში­ა­ნი ოპე­რის" მი­ხედ­ვით. ეს ერ­თგვა­რად წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლი გა­მოდ­გა. შემ­დეგ, როცა ერთი წელი გა­ვი­და და აჩ­ვე­ნეს კად­რე­ბი, როცა ცო­ცხე­ბი აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად იქცა, მარ­თა­ლი გი­თხრათ, გა­ვოგნ­დი. ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლი იწყე­ბო­და მე­ე­ზო­ვე­ე­ბის ცე­მით და შემ­დეგ ეს ცო­ცხე­ბი მრა­ვალ­გზის ბრუნ­დე­ბო­და სცე­ნა­ზე. სპექ­ტაკ­ლი მთავ­რდე­ბო­და ცო­ცხე­ბის ბუნ­ტით. ეს იმ­დე­ნად ჰგავ­და იმას, რაც მერე მოხ­და, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩით.

- ეს სპექ­ტაკ­ლი თუ დარ­ჩე­ბა "რკი­ნის თე­ატ­რის" რე­პერ­ტუ­არ­ში?

- ცხა­დია. ამას გარ­და იქ­ნე­ბა ახა­ლი სპექ­ტაკ­ლიც "ფერ­მა" ორუ­ე­ლის "ცხო­ველ­თა ფერ­მის" მი­ხედ­ვით.

- თქვე­ნი სპექ­ტაკ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. იმა­საც ხაზს უს­ვამ­დნენ, რომ თქვენ არას­დროს ზო­გავ­დით ფულს და ყო­ველ­თვის აკე­თებ­დით ყვე­ლა რთულ კონ­სტრუქ­ცი­ას და აკე­რი­ნებ­დით ძვი­რა­დღი­რე­ბულ კოს­ტი­უ­მებს...

- თე­ატ­რი არ­სად მსოფ­ლი­ო­ში არ არის მომ­გე­ბი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ერ­თა­დერ­თი ბროდ­ვე­ის თე­ატ­რია, მომ­გე­ბი­ა­ნი. თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სიც არ­სე­ბობს. რო­ბა­ქი­ძის "გრა­ა­ლის მცვე­ლი" რომ დავ­დგი, პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ყვე­ლა სხვა სპექ­ტაკ­ლი მო­იხ­სნა და ყო­ველ­დღე და­ი­ნიშ­ნა ეს სპექ­ტაკ­ლი. ეს ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვაა და ცხა­დია, უხე­შად რომ ვთქვათ, "გრა­ა­ლის მცვე­ლი" მომ­გე­ბი­ა­ნი გა­მოდ­გა. სპექ­ტაკ­ლი მი­დი­ო­და სრუ­ლი ანშლა­გე­ბით. სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვერ გა­კეთ­დე­ბა. თე­ატ­რი, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შექ­მნა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოხ­ვდეს სა­ხელ­მწი­ფო კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა­ში. არ შე­იძ­ლე­ბა მო­ტი­ვა­ცია იყოს ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვა, ეს ღუ­პავს თე­ატრს. ამი­სი მა­გა­ლი­თია ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი დღეს.

ერთ მა­გა­ლითს გა­ვიხ­სე­ნებ: "მე­ო­რედ მოს­ვლა, ანუ ვი­ზი­ტი" რომ დავ­დგი ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში, მარ­თლაც ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი და კოს­ტი­უ­მე­ბი დაგ­ვჭირ­და. სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­სუ­ლი იყო შარ­ლო­ტა დი­უ­რენ­მა­ტი - ფრიდ­რიხ დი­უ­რე­მა­ტის მე­უღ­ლე. მან თით­ქმის ზე­პი­რად იცის ეს ცნო­ბი­ლი პი­ე­სა: "მო­ხუ­ცი მან­დი­ლოს­ნის დაბ­რუ­ნე­ბა". ჩემს სპექ­ტაკლში ბევ­რი რამ იყო შეც­ვლი­ლი, ახ­ლი­დან და­წე­რი­ლი. ამი­ტომ ვში­შობ­დი... მოხ­და სა­ოც­რე­ბა: იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ ბი­ლე­თი გა­დაც­ვა­ლა, აღარ გაფ­რინ­და შინ და კი­დევ ერთხელ და­ეს­წრო სპექ­ტაკლს. მან თქვა: ეს სწო­რედ ის არის, რაც ფრიდ­რიხ­მა და­წე­რაო... ამის გამო ღირ­და თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლაო. თქვა, ასე­თი რამ შვე­ი­ცა­რი­ა­შიც გა­ჭირ­დე­ბო­დაო. გუ­ლის­ხმობ­და სწო­რედ სპექ­ტაკ­ლის მა­ტე­რი­ა­ლურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. შემ­დეგ მომ­წე­რა წე­რი­ლი: მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში მი­ნა­ხავს ფრი­ცის (ფრიდ­რი­ხის) ეს პი­ე­სა, მაგ­რამ თქვენ გა­ა­კე­თეთ ის, რა­საც ფრი­ცი გუ­ლის­ხმობ­დაო". არა­და, ეს პი­ე­სა მე­გა­პო­ლი­სებ­ში იდ­გმე­ბო­და... ასე რომ გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლიზ­მი ღირს. რაც სჭირ­დე­ბა სპექ­ტაკლს, უნდა გა­კეთ­დეს.

- "ფერ­მა­ზე" რას იტყვით?

- მთა­ვა­რია სა­ფიქ­რა­ლი, რე­ჟი­სუ­რის პრო­ფე­სი­ა­ში ხიბ­ლი ის არის, რომ ყო­ველ წუთ­ში გი­წევს სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა, პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბა... მე რომ ამ სპექ­ტაკლში სა­ი­დუმ­ლოს ვერ ვხე­დავ­დე, ვერც დავ­დგამ­დი. სპექ­ტაკლში ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ოთხ მათ­განს ეყ­რდნო­ბა: გო­გი­ტა ტრა­პა­ი­ძეს, ზაზა თა­გოშ­ვილს, ნო­დარ სიმ­სი­ვეს და კახა ნო­ზა­ძეს... სპექ­ტაკლში და­კა­ვე­ბუ­ლი მყავს ჩემი სტუ­დენ­ტე­ბიც.

- თქვე­ნი სპექ­ტაკ­ლე­ბი იმის მი­ხედ­ვით თუ სად დგამ­დით, გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნე­თის­გან. სხვა იყო მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში დად­გმუ­ლი, სხვა - ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში, ალ­ბათ სულ სხვა იქ­ნე­ბა რკი­ნის თე­ატ­რში...

- აქ იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად სხვა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი რა­ღა­ცით მა­ინც მი­გა­ნიშ­ნებ­დნენ რომ რე­ჟი­სუ­რა ერთი ადა­მი­ა­ნის იყო. აი, ეს იქ­ნე­ბა სულ სხვა.

- რა­ტომ, თა­ვად შე­იც­ვა­ლეთ?

- არა, ეს გახ­ლავთ იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობ თა­ვად გან­სა­ზღვრავს, რა იქ­ნე­ბა...

- და ბო­ლოს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი მოხ­ვდეს თქვენ თატ­რში, სად გა­ი­ყი­დე­ბა ბი­ლე­თე­ბი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ჯე­რად მხო­ლოდ მო­საწ­ვე­ვე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სპექ­ტაკლზე მოხ­ვედ­რა. თე­ატრს კი­დევ სჭირ­დე­ბა ცოტა დრო - ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი, რომ სრუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ე­წყოს. ამი­ტომ ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლას, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს პრე­მი­ე­რის ნახ­ვა და ამ­ჯე­რად ვერ ნა­ხავს. შე­მოდ­გო­მით უკვე გავ­ხსნით სე­ზონს და "რკი­ნის თე­ატ­რი" და­ე­ლო­დე­ბა თა­ვის მა­ყუ­რე­ბელს.

ლელა ჯი­ყაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"რკინის თეატრში" ფარდა იხსნება

"რკინის თეატრში" ფარდა იხსნება

საბურთალოზე, ერთ შენობაზე აუცილებლად თვალში მოგხვდებოდათ ჟანგისფერი, დიდი რკინის ფასადი თავისი მრგვალი ილუმინატორის მსგავსი ფანჯრებით. ეს კუთხე ძალიან ჰგავს გემს, რომელიც დიდხანს იდგა ღუზაჩაშვებული და ელოდა შორეულ ნაოსნობას... არ მახსოვს საიდან, მაგრამ წლები იყო, ვიცოდი, აქ ცნობილ რეჟისორს, დავით ანდღულაძეს ახალი თეატრის გაკეთება უნდოდა. მერე იმდენი ხანი გავიდა, რომ ჩემი მოლოდინი მინელდა... და ახლა სულ მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ სწორედ აქ, ამ შენობაში თეატრი გაიხსნება - "რკინის თეატრი". ღუზა ამოღებულია! 7 ივნისს პრემიერა გაიმართება და "შორეული ნაოსნობაც" დაიწყება.

როცა "რკინის თეატრს" ვეწვიე, ჯერ კიდევ ბოლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. დამფუძნებელმა, ბატონმა დავით ანდღულაძემ ყველაფერი დამათვალიერებინა და მითხრა:

- რა ჩანაფიქრიც მქონდა, ეს არის... ჩემი თანაავტორია მხატვარი აივენგო ჭელიძე.

- თეატრს "რკინის თეატრი" დაარქვით. მე კი მეგონა რაღაც ზღვასთან დაკავშირებული სახელი ექნებოდა, რადგან შენობის ფასადი ძალიან ჰგავს გემს ..

- ახლა მგონი უფრო ნოეს კიდობანს ჰგავს, ვიდრე გემს... "რკინის თეატრი" ალბათ იმიტომ რომ რკინა ადვილად ემორჩილება ოსტატს და ადვილად იღებს ნებისმიერ ფორმას, არ არის ძვირფასი ლითონი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. რატომღაც მომწონს რკინა...

- "რკინის თეატრი" ოთარ ჭილაძის რომანსაც ჰქვია...

- შემიძლია ვიამაყო მასთან მეგობრობით, ახალ თეატრზე მასთან არაერთხელ მისაუბრია. ვუთხარი მინდა ასე დავარქვა-მეთქი... ძალიან ესიამოვნა.

საინტერესოა, რომ ჩვენი მეგობრობა 30 წლის წინ დაიწყო ლიკანში, სადაც ერთ პერიოდში ვისვენებდით. მე პატარა 2 წლის შვილი მყავდა წაყვანილი. ბატონი ოთარი ჩვენს პირდაპირ ცხოვრობდა. მისი ოთახიდან მუდმივად გამოდიოდა საბეჭდი მანქანის ხმა - აკაკუნებდა. ჩემმა შვილმა თქვა: აქ ალბათ მჭედელი ცხოვრობსო. ეს რომ ბატონმა ოთარმა გაიგო, მოიწონა: მართალია, მეც მჭედელი ვარ, აბა რაო! ცხადია, სიტყვის მჭედელი იყო.

ჩვენი თეატრი გაიხსნა 2011 წელს. პირველი აფიშა მაშინ გაიკრა. ქუჩაში ვითამაშეთ "სულ სხვა ოპერა" ბრეხტის "სამგროშიანი ოპერის" მიხედვით. ეს ერთგვარად წინასწარმეტყველური სპექტაკლი გამოდგა. შემდეგ, როცა ერთი წელი გავიდა და აჩვენეს კადრები, როცა ცოცხები აქტუალურ თემად იქცა, მართალი გითხრათ, გავოგნდი. ჩვენი სპექტაკლი იწყებოდა მეეზოვეების ცემით და შემდეგ ეს ცოცხები მრავალგზის ბრუნდებოდა სცენაზე. სპექტაკლი მთავრდებოდა ცოცხების ბუნტით. ეს იმდენად ჰგავდა იმას, რაც მერე მოხდა, რომ გაოგნებულები დავრჩით.

- ეს სპექტაკლი თუ დარჩება "რკინის თეატრის" რეპერტუარში?

- ცხადია. ამას გარდა იქნება ახალი სპექტაკლიც "ფერმა" ორუელის "ცხოველთა ფერმის" მიხედვით.

- თქვენი სპექტაკლები ყოველთვის მოულოდნელი, გამაოგნებელი იყო. იმასაც ხაზს უსვამდნენ, რომ თქვენ არასდროს ზოგავდით ფულს და ყოველთვის აკეთებდით ყველა რთულ კონსტრუქციას და აკერინებდით ძვირადღირებულ კოსტიუმებს...

- თეატრი არსად მსოფლიოში არ არის მომგებიანი ორგანიზაცია. ერთადერთი ბროდვეის თეატრია, მომგებიანი. თუმცა გამონაკლისიც არსებობს. რობაქიძის "გრაალის მცველი" რომ დავდგი, პრემიერის შემდეგ ყველა სხვა სპექტაკლი მოიხსნა და ყოველდღე დაინიშნა ეს სპექტაკლი. ეს ძალიან დიდი დატვირთვაა და ცხადია, უხეშად რომ ვთქვათ, "გრაალის მცველი" მომგებიანი გამოდგა. სპექტაკლი მიდიოდა სრული ანშლაგებით. სახელმწიფო პოლიტიკა ხელოვნებაში გამონაკლისებზე დაყრდნობით ვერ გაკეთდება. თეატრი, რომლის მიზანიც არის მაღალი ხელოვნების შექმნა, აუცილებელია მოხვდეს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკაში. არ შეიძლება მოტივაცია იყოს ფინანსების მოზიდვა, ეს ღუპავს თეატრს. ამისი მაგალითია ქართული თეატრი დღეს.

ერთ მაგალითს გავიხსენებ: "მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი" რომ დავდგი ახმეტელის თეატრში, მართლაც ძვირადღირებული კონსტრუქციები და კოსტიუმები დაგვჭირდა. სპექტაკლის სანახავად ჩამოსული იყო შარლოტა დიურენმატი - ფრიდრიხ დიურემატის მეუღლე. მან თითქმის ზეპირად იცის ეს ცნობილი პიესა: "მოხუცი მანდილოსნის დაბრუნება". ჩემს სპექტაკლში ბევრი რამ იყო შეცვლილი, ახლიდან დაწერილი. ამიტომ ვშიშობდი... მოხდა საოცრება: იმდენად მოეწონა, რომ ბილეთი გადაცვალა, აღარ გაფრინდა შინ და კიდევ ერთხელ დაესწრო სპექტაკლს. მან თქვა: ეს სწორედ ის არის, რაც ფრიდრიხმა დაწერაო... ამის გამო ღირდა თბილისში ჩამოსვლაო. თქვა, ასეთი რამ შვეიცარიაშიც გაჭირდებოდაო. გულისხმობდა სწორედ სპექტაკლის მატერიალურ უზრუნველყოფას. შემდეგ მომწერა წერილი: მრავალ ქვეყანაში მინახავს ფრიცის (ფრიდრიხის) ეს პიესა, მაგრამ თქვენ გააკეთეთ ის, რასაც ფრიცი გულისხმობდაო". არადა, ეს პიესა მეგაპოლისებში იდგმებოდა... ასე რომ გამომსახველობაში მაქსიმალიზმი ღირს. რაც სჭირდება სპექტაკლს, უნდა გაკეთდეს.

- "ფერმაზე" რას იტყვით?

- მთავარია საფიქრალი, რეჟისურის პროფესიაში ხიბლი ის არის, რომ ყოველ წუთში გიწევს სირთულეების გადალახვა, პასუხების ძიება... მე რომ ამ სპექტაკლში საიდუმლოს ვერ ვხედავდე, ვერც დავდგამდი. სპექტაკლში ყველა მსახიობი მთავარ როლს ასრულებს, მაგრამ ძირითადად სიუჟეტის განვითარება ოთხ მათგანს ეყრდნობა: გოგიტა ტრაპაიძეს, ზაზა თაგოშვილს, ნოდარ სიმსივეს და კახა ნოზაძეს... სპექტაკლში დაკავებული მყავს ჩემი სტუდენტებიც.

- თქვენი სპექტაკლები იმის მიხედვით თუ სად დგამდით, განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. სხვა იყო მარჯანიშვილში დადგმული, სხვა - ახმეტელის თეატრში, ალბათ სულ სხვა იქნება რკინის თეატრში...

- აქ იქნება ნამდვილად სხვა. დანარჩენები რაღაცით მაინც მიგანიშნებდნენ რომ რეჟისურა ერთი ადამიანის იყო. აი, ეს იქნება სულ სხვა.

- რატომ, თავად შეიცვალეთ?

- არა, ეს გახლავთ იმის დამსახურება, რომ ნაწარმოები, რომელზეც ვმუშაობ თავად განსაზღვრავს, რა იქნება...

- და ბოლოს, როგორ შეიძლება მაყურებელი მოხვდეს თქვენ თატრში, სად გაიყიდება ბილეთები?

- სამწუხაროდ, ამჯერად მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი სპექტაკლზე მოხვედრა. თეატრს კიდევ სჭირდება ცოტა დრო - ზაფხულის პერიოდი, რომ სრული ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამიტომ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც აინტერესებს პრემიერის ნახვა და ამჯერად ვერ ნახავს. შემოდგომით უკვე გავხსნით სეზონს და "რკინის თეატრი" დაელოდება თავის მაყურებელს.

ლელა ჯიყაშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება