"თქვენ "ნაციონალებზე" უარესები ხართ" - ბაკურ ბაკურაძე "სახალხო სამართლიანობის აღდგენაში" "რესპუბლიკელებს" ადანაშაულებს

"თქვენ "ნაციონალებზე" უარესები ხართ" - ბაკურ ბაკურაძე "სახალხო სამართლიანობის აღდგენაში" "რესპუბლიკელებს" ადანაშაულებს

ნინო ბურჯანაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ბაკურ ბაკურაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილს მიმართავს და ე.წ. "სახალხო სამართლიანობის აღდგენის" პროცესში "რესპუბლიკურ პარტიას" ადანაშაულებს.

"ოპ.

ბატონო ლევან!

თქვენ ბრძანდებით და თქვენი პარტია უპირველეს ყოვლისა დამნაშავე იმაში, რაც ხდება და არა რეზიკო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე!

თქვენ და თქვენს პარტიას რომ არ გამოეცხადებინა კოჰაბიტაცია და დროზე დაგეწყოთ სამართლიანობის აღდგენა ეს ამბავი ახლა ვერ იქნებოდა ქვეყანაში იმ უბრალო მიზეზით, რომ ვისაც ახლა სცემენ უკვე კარგა ხნის იზოლირებულნი იქნებოდნენ დიდი ალბათობით ციხეში ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო.

მაგალითად არც ბაჩო და არც ვანო არავის უცემია.

ახლა სთხოვთ სასწრაფო გამოძიებას პოლიციას?

26 მაისს რაღაც არ მახსოვს თქვენი ასეთი მკვირცხლი მოთხოვნები, როცა დაგვლეწეს და დაგვხოცეს!

თუმცა თქვენ და "ნაციონალები" ხომ ერთი სულის, ერთი გულისა და ერთი სხეულისანნი ხართ!

თქვენ ხომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" თანათავმჯდომარე ბრძანდებოდით.

არა

თქვენ ნაციონალებზე უარესები ხართ!

ჭიაბერაშვილზე და ლადარიაზე უარესი იმიტომ, რომ იმათ კარგის და ცუდის გარჩევა არ იციან, იმათ გარეწრობა ცხოვრების სწორი წესი ჰგონიათ.

თქვენ კი იცით რა არის კარგი და რა ცუდი და მაინც გარეწრობთ!

თქვენ "ნაციონალებზე" უარესები ხართ და რაც დღეს ქვეყანას სჭირს, სწორედ თქვენი ბრალია!", - წერს ბაკურაძე.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებსაც გამოხმაურა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთმა ჭიაბერაშვილზე თავდასხმა ე.წ. სახალხო სამართლიანობის აღდგენად შეაფასა. როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, მსგავსი რამ დაუშვებელია და ამასთან, აქ ადგილი ხულიგნობას ჰქონდა და არა სამართლიანობის აღდგენას.

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა აბაშიძის 22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში გუშინ მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. მას თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის და სახის არეში აქვს მიყენებული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს