მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩოხასა და ანაფორაში გამოწყობილი ჰომოსექსუალებიც არსებობენ"
"ჩოხასა და ანაფორაში გამოწყობილი ჰომოსექსუალებიც არსებობენ"

ალ­ბათ ყვე­ლა­ნი შევ­სწრე­ბი­ვართ სა­უ­ბარს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი მა­ნე­რუ­ლო­ბი­სა და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­ტყვე­ლე­ბის გამო სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლად გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ. ამის შე­სა­ხებ სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­აც კი გა­უ­მარ­თავთ და ზოგ­ჯერ საქ­მე კა­მა­თამ­დეც მი­სუ­ლა...

რე­ა­ლუ­რად, კი რა გა­ნა­პი­რო­ბებს პი­როვ­ნე­ბის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბას? არი­ან თუ არა მა­ნე­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი? და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამ სა­კი­თხზე ფსი­ქო­ლო­გი ლე­ვან შატ­ბე­რაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მა­ნე­რუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით დას­კვნა იმი­სა, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ცალ­სა­ხად აბ­სურ­დია. თუმ­ცა არი­ან ტრანსგენ­დერე­ბი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს სა­პი­რის­პი­რო სქესს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ და მათ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს კი­დეც მა­ნე­რუ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ ამა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ... თუ პი­როვ­ნე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის იარ­ლი­ყი აქვს იმის გამო, რომ მა­ნე­რუ­ლია, ასთი შე­ფა­სე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა მა­ვან­მა ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რი რო­ლიც ითა­მა­შოს ჩო­ხა­ში, ან ანა­ფო­რა­ში... ასეთ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ...

- ამის შე­სა­ხებ მეც მსმე­ნია...

- დიახ, ჰო­მო­სექ­სუ­ალს შე­იძ­ლე­ბა ეში­ნო­დეს, ვინ­მემ არ შე­ამ­ჩნი­ოს და პი­რი­ქით, ისე­თი მა­მა­კა­ცუ­რი როლი ითა­მა­შოს, რომ მას­ზე ვე­რა­ფერს იტყვი...

- მოკ­ლედ, ცალ­სა­ხად შეგ­ვიძ­ლია თქმა, რომ მა­ნე­რუ­ლო­ბა სუ­ლაც არ არის იმის ნი­შა­ნი, რომ ადა­მი­ა­ნი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლია...

- დიახ, ეს ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თი და­ყო­ფაა. არი­ან მა­გა­ლი­თად, ბი­სექ­სუ­ა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და მო­თხოვ­ნებს იც­ვლი­ან... ამ სა­კი­თხე­ბის უტ­რი­რე­ბა ხში­რად გა­უ­გებ­რო­ბებს იწ­ვევს... ჩვენ­ში აქ­ტი­უ­რი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი მა­ინ­ცდა­მა­ინც სო­ცი­უ­მის­გან არ იდევ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­პერ­მა­მა­კა­ცე­ბა­დაც კი აღიქ­მე­ბო­და, თუმ­ცა იკი­ცხე­ბოდ­ნენ პა­სი­უ­რი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი. გა­აჩ­ნია, რაზე ვლა­პა­რა­კობთ...

- იმა­ვეს თქმა შეგ­ვიძ­ლია ქალ­თა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მზეც?..

- ქალ­თა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის მი­მართ გა­ცი­ლე­ბით ტო­ლე­რან­ტუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა... მა­მა­კა­ცის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას კი მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს, რად­გა­ნაც პატ­რი­არ­ქა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ და მისი რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბას აგ­რე­სი­უ­ლა­დაც გა­მო­ხა­ტა­ვენ.

- ზო­გა­დად რა გან­სა­ზღვრავს და გა­ნა­პი­რო­ბებს ამ ყვე­ლა­ფერს?

- ამა­ზე ათას­წლე­უ­ლე­ბია, პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. მი­ლი­ო­ნი თე­ო­რია, მო­საზ­რე­ბაა, ზოგი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ბა­ზი­სუ­რია, რომ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკ­სა და ამ სა­კი­თხში რა­ი­მე კო­რექ­ცი­ას, მკურ­ნა­ლო­ბას კა­ცობ­რი­ო­ბა შე­ეშ­ვა...

- ამ შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კა რა­ი­მეს გან­სა­ზღვრავს?

- არც ერთი მო­ნა­ცე­მი, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა მშობ­ლი­დან შვილ­ზე გა­და­დი­ო­დეს, არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ერთი კვერ­ცხუ­ჯრე­დი­დან გაჩ­ნდა რო­გორც ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი, ისე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი, რაც საშ­ვი­ლოს­ნო­ში ნა­ყო­ფის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბამ გან­სა­ზღვრა და იმა­ნაც, ორ­სუ­ლი ტეს­ტოს­ტე­რონს რა რა­ო­დე­ნო­ბით იღებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჰორ­მო­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა ჰქონ­და. არის ასე­ვე ასე­თი მო­საზ­რე­ბა, რომ ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბი­სას ნა­ყოფ­ზე რა­ღაც სა­შოს­ში­და პრო­ცე­სე­ბი მოქ­მე­დებს... მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნი ამას ცნო­ბი­ე­რად ვერ აკონ­ტრო­ლებს და ეს არც ცუდი აღ­ზრდი­სა და საქ­ცი­ე­ლის შე­დე­გია.

- პა­ტა­რა ბიჭე, თუ მათ ხვე­უ­ლი, ლა­მა­ზი თმა აქვთ, ხში­რად კი­კი­ნებს უკე­თე­ბენ, გო­გო­სა­ვით ექ­ცე­ვი­ან... მშობ­ლე­ბის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში არ იმოქ­მე­დებს ადა­მი­ან­ზე?

- არის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ თით­ქოს მოქ­მე­დებს, თუმ­ცა ცალ­სა­ხად აქაც პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის მი­ზე­ზი ეს არის. ბიჭი უნდა გა­ი­ზარ­დოს გარ­კვე­ულ კონ­ტექ­სტში, ისე­ვე რო­გორც გო­გო­ნა, მაგ­რამ ეს რამ­დე­ნად არის მიბ­მუ­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

- მა­ნე­რუ­ლო­ბა უშ­ლის თუ არა ხელს ადა­მი­ანს მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხურ­ში ადაპ­ტა­ცი­ა­ში?

- ჩვე­ნი მა­ნე­რუ­ლო­ბა, ჩაც­მის სტი­ლი, ანუ რო­გორც გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით, ეს ის არის, რო­გო­რა­დაც გვინ­და, რომ სამ­ყა­რომ აღგ­ვიქ­ვას, - ჩვე­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­აა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი აქვთ, თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, მა­ნე­რუ­ლო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს. შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­და ძლი­ე­რი დედა, ბავ­შვო­ბა­ში მისი გავ­ლე­ნა ჰქონ­და და მერე მისი კალ­კი გა­ა­კე­თა... ბევ­რი რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მაგ­რამ ცალ­სა­ხად მა­ინც ვე­რა­ფერს და­ას­კვნი. ზო­გა­დად კი ძლი­ე­რი და ავ­ტო­რი­ტე­ტი­ა­ნი დე­დე­ბის შვი­ლო­ბა მძი­მე შე­დე­გე­ბით მთავ­რდე­ბა ხოლ­მე...

თუ სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ, ყვე­ლას უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი უნდა იყოს! არც ერთი კა­ნო­ნი და არა­ვინ გა­ი­ძუ­ლებს, რომ ვი­ღაც გიყ­ვარ­დეს, ან გძულ­დეს. მსოფ­ლი­ო­ში 100 წლის წინ, ვინც ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­ი­ა­რა, რა­ღა­ცა­ზე შე­თან­ხმდნენ...

ემო­ცი­უ­რად გარ­კვე­ულ ქცე­ვის სტე­რე­ო­ტიპს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ, - ვი­ღაც გიყ­ვარს ან არა, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით, მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­მო­რი­ცხუ­ლია! ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც დაც­ვა სჭირ­დე­ბა.

- ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ თე­მა­ზე სა­უბ­რე­ბი ძა­ლი­ან გახ­შირ­და და გა­ცხარ­და...

- ჰო, ჩვე­ნი ერი რა­ღაც ძა­ლი­ან "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი" აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც მის­თვის ამ თე­მებ­ზე ლა­პა­რა­კი აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გარ­კვე­უ­ლი მო­ტი­ვა­ტო­რე­ბი არ­სე­ბობს... თით­ქოს ამა­ზე მეტი პრობ­ლე­მა არ გვქონ­დეს. ჩვენ­ში მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბი ჭარ­ბობს. რო­დე­საც ემო­ცი­ას აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მით ავ­ლენ, ამ დროს სა­კუ­თარ თავ­ში რა­ღა­ცას თრგუ­ნავ...

- რა უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ პრობ­ლე­მებს?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრობ­ლე­მას სიბ­ნე­ლე და გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა უქ­მნის. ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ო­ბე­ბი წა­მო­ვი­და, რომ­ლებ­მაც წერა-კი­თხვა არ იცი­ან და ახლა ამ შე­დე­გებს ვიმ­კით. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან. ასე რომ, ყვე­ლას უფ­ლე­ბა და­სა­ცა­ვი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ვის­თვი­საც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი მი­უ­ღე­ბე­ლია, ეს მისი ნე­ბაა, აქ გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით რას იტყვით, და­ვუშ­ვათ, მშო­ბელ­მა შე­ამ­ჩნია შვილი რა­ღაც ნიშ­ნე­ბი... რა უნდა გაკე­თოს? რო­გორ იმოქ­მე­დოს?

- სა­ერ­თოდ, სჯო­ბია, რომ იმ კულ­ტუ­რის ნორ­მებ­ში, რა გენ­დერუ­ლი ნორ­მე­ბიც გვაქვს, დავ­რჩეთ... მა­გა­ლი­თად, ბი­ჭე­ბი არ და­დი­ან სა­რაფ­ნებ­ში, რად­გან მათი ასე გაზ­რდა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის, მაგ­რამ რამ­დე­ნიც გინ­და კი­კი­ნებ­ში ატა­რო, არ შე­იძ­ლე­ბა ამან პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, თუ ცოტა სიღ­რმი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მას­თან არ გვაქვს საქ­მე. ამი­ტომ, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა, როცა ყვე­ლა­ფე­რი ერთ ფაქ­ტო­რამ­დე დაჰ­ყავთ.

მოკ­ლედ, სა­დაც ვცხოვ­რობთ და რა თა­მა­შის წე­სე­ბიც არის იქ, ჯო­ბია იქ დავ­რჩეთ. შე­იძ­ლე­ბა თავ­ში მოგ­ვი­ვი­დეს, გარ­კვე­უ­ლი "იდე­ე­ბი", ვი­ღა­ცე­ბი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბა­დაც გა­მო­ვა­ცხა­დოთ, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ილუ­ზი­ე­ბია...

ვი­ღა­ცებს ქუ­ჩა­შიც დას­დე­ვენ. მათ ვე­ტყვო­დი, რომ ეს არ ქნან!..

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ჩოხასა და ანაფორაში გამოწყობილი ჰომოსექსუალებიც არსებობენ"

"ჩოხასა და ანაფორაში გამოწყობილი ჰომოსექსუალებიც არსებობენ"

ალბათ ყველანი შევსწრებივართ საუბარს, როდესაც ადამიანი თავისი მანერულობისა და დამახასიათებელი მეტყველების გამო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლად გამოუცხადებიათ. ამის შესახებ სერიოზული დისკუსიაც კი გაუმართავთ და ზოგჯერ საქმე კამათამდეც მისულა...

რეალურად, კი რა განაპირობებს პიროვნების ჰომოსექსუალობას? არიან თუ არა მანერული ადამიანები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები? და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ საკითხზე ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი გვესაუბრება.

- მანერულობის მიხედვით დასკვნა იმისა, რომ ის აუცილებლად სექსუალურ უმცირესობას განეკუთვნება, ცალსახად აბსურდია. თუმცა არიან ტრანსგენდერები, ჰომოსექსუალები, რომლებიც თავს საპირისპირო სქესს მიაკუთვნებენ და მათ შემთხვევაში, შეიძლება იყოს კიდეც მანერულობა გამოხატული, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ... თუ პიროვნებას საზოგადოებაში ჰომოსექსუალის იარლიყი აქვს იმის გამო, რომ მანერულია, ასთი შეფასება დაუშვებელია. პირიქით, შეიძლება მავანმა ძალიან მამაკაცური როლიც ითამაშოს ჩოხაში, ან ანაფორაში... ასეთ სამოსში გამოწყობილი ჰომოსექსუალებიც არსებობენ...

- ამის შესახებ მეც მსმენია...

- დიახ, ჰომოსექსუალს შეიძლება ეშინოდეს, ვინმემ არ შეამჩნიოს და პირიქით, ისეთი მამაკაცური როლი ითამაშოს, რომ მასზე ვერაფერს იტყვი...

- მოკლედ, ცალსახად შეგვიძლია თქმა, რომ მანერულობა სულაც არ არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი ჰომოსექსუალია...

- დიახ, ეს ძალიან პირობითი დაყოფაა. არიან მაგალითად, ბისექსუალები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს იცვლიან... ამ საკითხების უტრირება ხშირად გაუგებრობებს იწვევს... ჩვენში აქტიური ჰომოსექსუალიზმი მაინცდამაინც სოციუმისგან არ იდევნებოდა, რადგანაც ამ კატეგორიის ადამიანები სუპერმამაკაცებადაც კი აღიქმებოდა, თუმცა იკიცხებოდნენ პასიური ჰომოსექსუალები. გააჩნია, რაზე ვლაპარაკობთ...

- იმავეს თქმა შეგვიძლია ქალთა ჰომოსექსუალიზმზეც?..

- ქალთა ჰომოსექსუალიზმის მიმართ გაცილებით ტოლერანტულია საზოგადოება... მამაკაცის ჰომოსექსუალურობას კი მტკივნეულად აღიქვამს, რადგანაც პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მისი როლის დაკნინებას აგრესიულადაც გამოხატავენ.

- ზოგადად რა განსაზღვრავს და განაპირობებს ამ ყველაფერს?

- ამაზე ათასწლეულებია, პასუხი არ არსებობს. მილიონი თეორია, მოსაზრებაა, ზოგი ენდოკრინული, სოციალური, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ბაზისურია, რომ ამ თემაზე ლაპარაკსა და ამ საკითხში რაიმე კორექციას, მკურნალობას კაცობრიობა შეეშვა...

- ამ შემთხვევაში გენეტიკა რაიმეს განსაზღვრავს?

- არც ერთი მონაცემი, რომ ჰომოსექსუალობა მშობლიდან შვილზე გადადიოდეს, არ არის დაფიქსირებული. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან გაჩნდა როგორც ჰეტეროსექსუალი, ისე ჰომოსექსუალი, რაც საშვილოსნოში ნაყოფის ადგილმდებარეობამ განსაზღვრა და იმანაც, ორსული ტესტოსტერონს რა რაოდენობით იღებდა. აღმოჩნდა, რომ ჰორმონის ნაკლებობა ჰქონდა. არის ასევე ასეთი მოსაზრება, რომ ქალის ორსულობისას ნაყოფზე რაღაც საშოსშიდა პროცესები მოქმედებს... მოკლედ, ადამიანი ამას ცნობიერად ვერ აკონტროლებს და ეს არც ცუდი აღზრდისა და საქციელის შედეგია.

- პატარა ბიჭე, თუ მათ ხვეული, ლამაზი თმა აქვთ, ხშირად კიკინებს უკეთებენ, გოგოსავით ექცევიან... მშობლების ასეთი დამოკიდებულება მომავალში არ იმოქმედებს ადამიანზე?

- არის მოსაზრებები, რომ თითქოს მოქმედებს, თუმცა ცალსახად აქაც პასუხი არ არსებობს, რომ ადამიანის ჰომოსექსუალობის მიზეზი ეს არის. ბიჭი უნდა გაიზარდოს გარკვეულ კონტექსტში, ისევე როგორც გოგონა, მაგრამ ეს რამდენად არის მიბმული ამ ყველაფერზე, ძნელი სათქმელია.

- მანერულობა უშლის თუ არა ხელს ადამიანს მაგალითად, სამსახურში ადაპტაციაში?

- ჩვენი მანერულობა, ჩაცმის სტილი, ანუ როგორც გამოვიყურებით, ეს ის არის, როგორადაც გვინდა, რომ სამყარომ აღგვიქვას, - ჩვენი პრეზენტაციაა. არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წარმოდგენები აქვთ, თუმცა ვიმეორებ, მანერულობა არაფერს ნიშნავს. შეიძლება ჰყავდა ძლიერი დედა, ბავშვობაში მისი გავლენა ჰქონდა და მერე მისი კალკი გააკეთა... ბევრი რაღაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ცალსახად მაინც ვერაფერს დაასკვნი. ზოგადად კი ძლიერი და ავტორიტეტიანი დედების შვილობა მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე...

თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ყველას უფლება დაცული უნდა იყოს! არც ერთი კანონი და არავინ გაიძულებს, რომ ვიღაც გიყვარდეს, ან გძულდეს. მსოფლიოში 100 წლის წინ, ვინც ეს პრობლემები გაიარა, რაღაცაზე შეთანხმდნენ...

ემოციურად გარკვეულ ქცევის სტერეოტიპს, გადაწყვეტილებას იღებ, - ვიღაც გიყვარს ან არა, მაგრამ ძალადობა ნებისმიერი ფორმით, მიუღებელი და გამორიცხულია! ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლებები, რომელთაც დაცვა სჭირდება.

- ბოლო დროს საქართველოში ამ თემაზე საუბრები ძალიან გახშირდა და გაცხარდა...

- ჰო, ჩვენი ერი რაღაც ძალიან "ჰომოსექსუალური" აღმოჩნდა, რადგანაც მისთვის ამ თემებზე ლაპარაკი აქტუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მოტივატორები არსებობს... თითქოს ამაზე მეტი პრობლემა არ გვქონდეს. ჩვენში მძაფრი ემოციები ჭარბობს. როდესაც ემოციას აგრესიული ფორმით ავლენ, ამ დროს საკუთარ თავში რაღაცას თრგუნავ...

- რა უქმნის საზოგადოებას ამ პრობლემებს?

- საზოგადოებას პრობლემას სიბნელე და გაუნათლებლობა უქმნის. ბევრი წლის განმავლობაში თაობები წამოვიდა, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან და ახლა ამ შედეგებს ვიმკით. განათლებული ადამიანები ნაკლებად აგრესიულები არიან. ასე რომ, ყველას უფლება დასაცავი და დასაფასებელია. ვისთვისაც ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია, ეს მისი ნებაა, აქ გამოხატვის ფორმებზეა ლაპარაკი.

- პრევენციის კუთხით რას იტყვით, დავუშვათ, მშობელმა შეამჩნია შვილი რაღაც ნიშნები... რა უნდა გაკეთოს? როგორ იმოქმედოს?

- საერთოდ, სჯობია, რომ იმ კულტურის ნორმებში, რა გენდერული ნორმებიც გვაქვს, დავრჩეთ... მაგალითად, ბიჭები არ დადიან სარაფნებში, რადგან მათი ასე გაზრდა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ რამდენიც გინდა კიკინებში ატარო, არ შეიძლება ამან პროვოცირება მოახდინოს, თუ ცოტა სიღრმისეული პრობლემასთან არ გვაქვს საქმე. ამიტომ, ძალიან სახიფათოა, როცა ყველაფერი ერთ ფაქტორამდე დაჰყავთ.

მოკლედ, სადაც ვცხოვრობთ და რა თამაშის წესებიც არის იქ, ჯობია იქ დავრჩეთ. შეიძლება თავში მოგვივიდეს, გარკვეული "იდეები", ვიღაცები ჰომოსექსუალებადაც გამოვაცხადოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიებია...

ვიღაცებს ქუჩაშიც დასდევენ. მათ ვეტყვოდი, რომ ეს არ ქნან!..

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია