Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების შემდეგ ერთი პირი დააკავეს
საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების შემდეგ ერთი პირი დააკავეს

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შეს­ვე­ნე­ბის დროს გირ­გვლი­ა­ნის ახ­ლობ­ლებ­სა და მის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და.

შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­მო­სუ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მო­შო­რე­ბით გა­იყ­ვა­ნა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის გა­რეთ, სა­დაც გირ­გვლი­ა­ნის ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და.

სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ერ­თმა­ნეთს ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ და დათა ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა მი­ა­ყე­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი და გირ­გვლი­ა­ნის ახ­ლობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რა­დაც და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რის გა­მოც პრო­ცეს­ში პო­ლი­ცი­ის ჩარ­თვა გახ­და სა­ჭი­რო.

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ვი­თა­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ გან­მუხ­ტეს. გვირ­გვლი­ა­ნის ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და "თა­ნას­წო­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" წევ­რი მიშა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­მა და­ა­კა­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ას არ გა­და­უყ­ვა­ნია და სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში იმ­ფო­ფე­ბა.

და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­სულ­მა ერთ-ერ­თმა პირ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად მყოფ გია კორ­კო­ტაშ­ვილს მა­ი­სუ­რი შე­მო­ა­ხია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების შემდეგ ერთი პირი დააკავეს

საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების შემდეგ ერთი პირი დააკავეს

სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს გირგვლიანის ახლობლებსა და მის საქმეზე ბრალდებულების ახლობლებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა.

შესვენების გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გამოსულებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მანდატურის სამსახურმა ირაკლი კაკაბაძე და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთის მოშორებით გაიყვანა. ამის მიუხედავად, სასამართლოს შენობის გარეთ, სადაც გირგვლიანის ახლობლები იყვნენ შეკრებილები, დაპირისპირება გაგრძელდა.

სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთს ირაკლი კაკაბაძემ და დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მიაყენეს. ბრალდებულების ახლობლები და გირგვლიანის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, რის გამოც პროცესში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.

პოლიციის თანამშრომლებმა ვითარება ნაწილობრივ განმუხტეს. გვირგვლიანის ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც მანდატურის სამსახურმა დააკავა. არსებული ინფორმაციით, კაჭკაჭიშვილი პოლიციას არ გადაუყვანია და სასამართლოს შენობაში იმფოფება.

დაპირისპირების დროს ბრალდებულების მხარდასაჭერად მისულმა ერთ-ერთმა პირმა, რომლის ვინაობა უცნობია, სანდრო გირგვლიანის ახლობლებთან ერთად მყოფ გია კორკოტაშვილს მაისური შემოახია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ