პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზურმა ოპოზიციამ ანქვაბთან შეხვედრაზე ეთნიკური ქართველების გასახლება მოითხოვა
აფხაზურმა ოპოზიციამ ანქვაბთან შეხვედრაზე ეთნიკური ქართველების გასახლება მოითხოვა

ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც აფხა­ზურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­თან შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ყე­ნა, იმ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის გა­სახ­ლე­ბა იყო, რო­მელ­თაც აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბი დარ­ღვე­ვე­ბით აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ვა­სა­ხე­ლებთ. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკა­ნო­ნო პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის სკან­და­ლის შემ­დეგ, გა­ლი­სა და ოჩამ­ჩი­რის მკვიდრ არა­ერთ ქარ­თველს ე.წ. აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბი ჩა­მო­არ­თვეს. ასე­ვე, არ გას­ცე­მენ დო­კუ­მენ­ტებს სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­თვის და ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა პენ­სი­ე­ბი­სა და ხელ­ფა­სე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ლი­სა და ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე იმ ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის გა­სახ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს, რო­მელ­თაც, მათი თქმით, თა­ვის დრო­ზე "აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბი უკა­ნო­ნოდ აქვთ აღე­ბუ­ლი".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა წუ­ხელ აფხა­ზუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთე­რით მი­მარ­თვი­სას დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მაც გა­იხ­სე­ნა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბის გა­სახ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას არა­ფე­რი უთ­ქვამს.

"ჩვენ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მო­ვიდ­ნენ მო­მი­ტინ­გე­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბი – რაულ ხა­ჯიმ­ბა, ახრა ბჟა­ნია და სხვე­ბი. ჩვენ გავ­მარ­თეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის ნორ­მა­ლი­ზე­ბა. სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ. იყო კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბიც, რომ პოს­ტი­დან უნდა გა­დავ­დგე. შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დით იმ სა­კითხს, რომ შე­საძ­ლოა, უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი, ასე­ვე, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი და ორი რა­ი­ო­ნის - გა­ლი­სა და ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

აფხაზურმა ოპოზიციამ ანქვაბთან შეხვედრაზე ეთნიკური ქართველების გასახლება მოითხოვა

აფხაზურმა ოპოზიციამ ანქვაბთან შეხვედრაზე ეთნიკური ქართველების გასახლება მოითხოვა

ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე დააყენა, იმ ეთნიკური ქართველების გასახლება იყო, რომელთაც აფხაზური პასპორტები დარღვევებით აქვთ მიღებული.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივებმა ჟურნალისტმა განუცხადა, რომლის ვინაობას, გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ. მისი ინფორმაციით, უკანონო პასპორტიზაციის სკანდალის შემდეგ, გალისა და ოჩამჩირის მკვიდრ არაერთ ქართველს ე.წ. აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს. ასევე, არ გასცემენ დოკუმენტებს სკოლადამთავრებულებისთვის და ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას პრობლემები ექმნება პენსიებისა და ხელფასების მიღებასთან დაკავშირებითაც.

არსებული ინფორმაციით, აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე გალისა და ტყვარჩელის რაიონის გამგებლების თანამდებობიდან გათავისუფლება, ასევე იმ ეთნიკური ქართველების გასახლება მოითხოვეს, რომელთაც, მათი თქმით, თავის დროზე "აფხაზური პასპორტები უკანონოდ აქვთ აღებული".

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრა წუხელ აფხაზური ტელევიზიის ეთერით მიმართვისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმაც გაიხსენა, თუმცა ქართველების გასახლების მოთხოვნასთან დაკავშირებით მას არაფერი უთქვამს.

"ჩვენთან ადმინისტრაციაში მოვიდნენ მომიტინგეთა საკოორდინაციო საბჭოს წევრები – რაულ ხაჯიმბა, ახრა ბჟანია და სხვები. ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება. სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ. იყო კატეგორიული მოთხოვნებიც, რომ პოსტიდან უნდა გადავდგე. შემდეგ დავუბრუნდით იმ საკითხს, რომ შესაძლოა, უნდა გავათავისუფლოთ მინისტრთა კაბინეტი, ასევე, გენერალური პროკურორი და ორი რაიონის - გალისა და ტყვარჩელის რაიონების ხელმძღვანელები", - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?