პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ
ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მხო­ლოდ ნიჭი, შრო­მა და იღ­ბა­ლი რომ საკ­მა­რი­სი არ არის ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, ამა­ში ალ­ბათ ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა. თუმ­ცა რა­ტომ მხო­ლოდ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში?! ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი ამ სა­მე­უ­ლის და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბე­ლი, მე­ო­თხე აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. გა­ნათ­ლე­ბა ოდით­გან­ვე შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო. თუმ­ცა, ცხა­დია, არ­სე­ბო­ბენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. მით უფრო ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თუნ­დაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა გა­ნათ­ლე­ბუ­ლო­ბას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს. გა­აჩ­ნია, ვის რო­გორ ეს­მის ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბა. უად­გი­ლო იქ­ნე­ბო­და იმის მტკი­ცე­ბა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოხ­ვედ­რა და სწავ­ლა მხო­ლოდ ფუ­ლის წყა­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა.

მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლი ქა­ლა­ქე­ბის პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შვი­ლე­ბი? გთა­ვა­ზობთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ექ­ვსე­ულს.

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­როს­მა ვაჟ­მა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სვარ­ტმო­რის კო­ლე­ჯში, მე­ო­რე კურ­სი წარ­ჩი­ნე­ბით და­ხუ­რა.

გა­სულ წელს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ედუ­არ­დი მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღეს, მათ შო­რის იე­ლი­სა და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, დორ­ტმუნ­დი­სა და უი­ლი­ამ­სის კო­ლე­ჯში. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მან სვარ­ტმო­რის კო­ლე­ჯში ფი­ზი­კის გან­ხრით გა­და­წყვი­ტა, რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ბილ კლინ­ტონ­მაც ურ­ჩია. თა­ვის დრო­ზე, ბილ კლინ­ტო­ნი ოქსფორდში სას­წავ­ლებ­ლად, სწო­რედ სვარ­ტმო­რის კო­ლე­ჯის სტი­პენ­დი­ე­ბის აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ გაგ­ზავ­ნა.

ასე­ვე შარ­შან უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდივ­ნის, გიგა ბო­კე­რი­ას ვაჟ­მა, ლე­ვან ბო­კე­რი­ამ ნიუ-იორკში რო­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ამის შე­სა­ხებ ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლემ, ტე­ლე­წამ­ყვან­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

"აი ასე, და­ამ­თავ­რა რო­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ჯორ­ჯტა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბი­ოფ­სი­ქო­ლო­გია, ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბა, ფი­ლო­სო­ფია და ეკო­ნო­მი­კაც - ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის.

ამა­ყი დე­დი­ნაც­ვა­ლი

Levan Bokeria - რამე თუ შე­მე­შა­ლა, გა­მის­წო­რე", - და­წე­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

თა­ვად ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი წლე­ბია, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. შარ­შან კატო კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა სტრას­ბურ­გში ლი­ცე­უ­მის მე­ა­თე კლა­სი და­ხუ­რა.

"ეგო­ის­ტუ­რად ვიქ­ცე­ვი, მაგ­რამ მაგ­რად მი­ხა­რია ისეთ გა­რე­მო­ში რომ იზ­რდე­ბა, სა­დაც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით გა­და­დე­ბის არ ეში­ნი­ათ, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბებ­ში მხე­ცის ნიშ­ნებს არ ეძე­ბენ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებს ლოც­ვას არ უშ­ლი­ან.

იმე­დია, ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან შვი­ლე­ბის გა­ხიზ­ვნა არ დაგ­ვჭირ­დე­ბა, იგი­ვე გა­რე­მოს ძი­ე­ბა­ში", - წერ­და მა­შინ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლო­ბას ასე­ვე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე. მა­რი­ა­მი ბუ­და­პეშ­ტში, ამე­რი­კულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან კი "ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბა.

"დღეს დი­ლით, მა­რი­ა­მის სკო­ლი­დან მი­ვი­ღე წე­რი­ლე­ბი! ვიდ­რე ბო­ლომ­დე ჩა­ვი­კი­თხე ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან მთა­ვა­რი გა­მომ­რჩე­ნია და თა­ვი­დან გა­და­ვი­კი­თხე! მე­უბ­ნე­ბი­ან რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვია და.... მე­რი­დე­ბა დავ­წე­რო კი­დევ რას

მწე­რენ, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ სკო­ლამ ის წა­რად­გი­ნა Leadership Ambassador კურ­სზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში! ვი­ნა­ი­დან ყვე­ლას­გან მო­ვი­და პა­სუ­ხი მი­ღე­ბა­ზე, მისი არ­ჩე­ვა­ნის დროა და ის ირ­ჩევს Harvard-ს! ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც კი­თხვა რას ვგრძნობ? დრო­უ­ლია! მა­რი­ამ, ეს რა მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა ყო­ფი­ლა!", - და­წე­რა გუ­შინ ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნიუ-იორკში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვაჟ­მა ნი­კო­ლოზ ალა­სა­ნი­ამ. სა­დაც ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში (New Explorations into Science, Technology and Math) სწავ­ლობ­და.

სას­კო­ლო და ნა­წი­ლობ­რივ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მოს­კოვ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილს, ანა მარ­გვე­ლაშ­ვილს.

"ანა სწავ­ლობ­და რუ­სეთ­ში ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სკო­ლა იქ და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ იქ ჩა­ა­ბა­რა ინ­სტი­ტუ­ტში და ახლა გად­მო­ი­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი თბი­ლის­ში. რე­ა­ლუ­რად ანა თხუთ­მეტ წლამ­დე ცხოვ­რობ­და ჩემ­თან, თბი­ლის­ში. სკო­ლის ბოლო წელი გა­ა­ტა­რა მოს­კოვ­ში, შემ­დეგ ერთი წელი იყო უმაღ­ლეს­ში და ახლა ისევ ბრუნ­დე­ბა ჩემ­თან... მე­ნე­ჯმენ­ტი უნდა შე­ის­წავ­ლოს", - აღ­ნიშ­ნა ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

21-ე საუკუნეში მხოლოდ ნიჭი, შრომა და იღბალი რომ საკმარისი არ არის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. თუმცა რატომ მხოლოდ 21-ე საუკუნეში?! ფინანსური სახსრები ამ სამეულის დამაგვირგვინებელი, მეოთხე აუცილებელი კომპონენტია. განათლება ოდითგანვე შეძლებული ოჯახების პრივილეგია იყო. თუმცა, ცხადია, არსებობენ გამონაკლისებიც. მით უფრო ინტერნეტის ეპოქაში და იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განათლებულობას სულაც არ ნიშნავს. გააჩნია, ვის როგორ ესმის ზოგადად განათლება. უადგილო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ საერთაშორისო პრესტიჟულ სასწავლებლებში მოხვედრა და სწავლა მხოლოდ ფულის წყალობით შეიძლება.

მსოფლიოს რომელი ქალაქების პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ ცნობილი ქართველების შვილები? გთავაზობთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდების ექვსეულს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა, სვარტმორის კოლეჯში, მეორე კურსი წარჩინებით დახურა.

გასულ წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ედუარდი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს, მათ შორის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, დორტმუნდისა და უილიამსის კოლეჯში. სწავლის გაგრძელება მან სვარტმორის კოლეჯში ფიზიკის განხრით გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც ურჩია. თავის დროზე, ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად, სწორედ სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა.

ასევე შარშან უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას ვაჟმა, ლევან ბოკერიამ ნიუ-იორკში როჩესტერის უნივერსიტეტი დაამთავრა. ამის შესახებ ბოკერიას მეუღლემ, ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.

"აი ასე, დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი და გააგრძელებს მუშაობას ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ბიოფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება, ფილოსოფია და ეკონომიკაც - ყოველი შემთხვევისთვის.

ამაყი დედინაცვალი

Levan Bokeria - რამე თუ შემეშალა, გამისწორე", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

თავად ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს. შარშან კატო კოპალეიშვილმა სტრასბურგში ლიცეუმის მეათე კლასი დახურა.

"ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ მაგრად მიხარია ისეთ გარემოში რომ იზრდება, სადაც ჰომოსექსუალიზმის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების არ ეშინიათ, პირადობის მოწმობებში მხეცის ნიშნებს არ ეძებენ და რელიგიურ უმცირესობებს ლოცვას არ უშლიან.

იმედია, ოდესმე საქართველოდან შვილების გახიზვნა არ დაგვჭირდება, იგივე გარემოს ძიებაში", - წერდა მაშინ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

საზღვარგარეთ სწავლობას ასევე ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე. მარიამი ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. მომავალი სასწავლო წლიდან კი "ჰარვარდის უნივერსიტეტში" სწავლის გასაგრძელებლად ემზადება.

"დღეს დილით, მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან რომ გამორჩეული ბავშვია და.... მერიდება დავწერო კიდევ რას

მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა რას ვგრძნობ? დროულია! მარიამ, ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!", - დაწერა გუშინ ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.

ნიუ-იორკში მიიღო განათლება ირაკლი ალასანიას ვაჟმა ნიკოლოზ ალასანიამ. სადაც ახალი სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიისა და მათემატიკის სახელმწიფო სკოლაში (New Explorations into Science, Technology and Math) სწავლობდა.

სასკოლო და ნაწილობრივ უმაღლესი განათლება მოსკოვში აქვს მიღებული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს.

"ანა სწავლობდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში. სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ იქ ჩააბარა ინსტიტუტში და ახლა გადმოიტანა საბუთები თბილისში. რეალურად ანა თხუთმეტ წლამდე ცხოვრობდა ჩემთან, თბილისში. სკოლის ბოლო წელი გაატარა მოსკოვში, შემდეგ ერთი წელი იყო უმაღლესში და ახლა ისევ ბრუნდება ჩემთან... მენეჯმენტი უნდა შეისწავლოს", - აღნიშნა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია