Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ მოხდა ის, რაც "ლიტკაფეში" მოხდა" - ზურაბ ჭიაბერაშვილის საჯარო წერილი
 "რატომ მოხდა ის, რაც "ლიტკაფეში" მოხდა" - ზურაბ ჭიაბერაშვილის საჯარო წერილი

"რა­ტომ მოხ­და ის, რაც "ლიტ­კა­ფე­ში" მოხ­და", ასე ჰქვია ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც მან Facebook-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ტექსტს:

Facebook/ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი:

2003 წლის 2 ნო­ემ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბო­და. მა­შინ "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ხმე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის" სის­ტე­მი­სათ­ვის ვამ­ზა­დებ­დი.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე, დი­ლით სახ­ლი­დან გა­მო­ვე­დი და ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე. ძვე­ლი საბ­ჭო­თა"ჟი­გუ­ლის" სა­ჭეს 60 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი უჯდა და გამ­ხდარ, და­ღა­რულ სა­ხე­ზე აშ­კა­რად ეტყო­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბის კვა­ლი. "ორ­თა­ჭალ­ჰეს­თან" ორმა "გა­იშ­ნიკ­მა" გაგ­ვა­ჩე­რა და ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, მან­ქა­ნი­დან გა­და­სულ­მა მძღოლ­მა რო­გორ მის­ცა გაც­რე­ცი­ლი ორ­ლა­რი­ა­ნი მსუ­ქან, მწი­თურ"გა­იშ­ნიკს", რო­გორც მერე გა­ირ­კვა, მეტ­სა­ხე­ლად "სამ­სო­ნიჩს" (სტა­ჟი­ან მძღო­ლებს ემახ­სოვ­რე­ბათ).

მან­ქა­ნი­დან გა­დავ­ხტი - ყო­ველ­გვარ ზღვარს სცილ­დე­ბო­და ამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ ორი ლა­რის წარ­თმე­ვა - და სამ­სო­ნიჩს მძღო­ლის­თვის ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მოვ­თხო­ვე. თან მო­ბი­ლუ­რი ამო­ვი­ღე და "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ოფის­ში, ნუგ­ზარ კუპ­რე­იშ­ვილ­თან რეკ­ვა და­ვი­წყე. "სამ­სო­ნიჩ­მა" და მის­მა მე­წყვი­ლემ მო­ბი­ლუ­რი ხე­ლი­დან წა­მარ­თვეს. რომ მოვტრი­ალ­დი, ჩემი ტაქ­სიც ად­გი­ლი­დან იძ­ვრე­ბო­და: გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მძღო­ლი ზედ­მეტ შარს მო­ე­რი­და.

მე­ო­რე ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და ოფი­სის­კენ - მა­შინ "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი" ალ. ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე სახ­ლობ­და- წა­ვე­დი. სა­დღაც აბა­ნო­თუ­ბან­თან "გა­იშ­ნი­კე­ბის" ოცე­უ­ლის უფ­რო­სის მან­ქა­ნა წა­მოგ­ვე­წია ("სამ­სო­ნიჩს" გა­მო­უ­ძა­ხია) და მძღოლს გა­ჩე­რე­ბა უბ­რძა­ნა. თავ­ზე "სამ­სო­ნი­ჩი", მისი მე­წყვი­ლე, ოცე­უ­ლის უფ­რო­სი და კი­დევ ერთი "გა­იშ­ნი­კი" დაგ­ვად­გა. მა­ნა­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა მიბ­რძა­ნეს. ვუ­თხა­რი, უფ­ლე­ბა არ გაქვთ, და­მა­კა­ოთ, ძა­ლით გა­და­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. ძა­ლით გა­და­მიყ­ვა­ნეს ოცე­უ­ლის უფ­რო­სის მან­ქა­ნა­ში, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ში შუ­ა­ში მო­მიმ­წყვდი­ეს და მან­ქა­ნა და­იძ­რა."სამ­სო­ნი­ჩი" მა­გი­ნებს და ცი­ხე­ში ამოლ­პო­ბას მპირ­დე­ბა. ჩემი მო­ბი­ლუ­რი, რო­მე­ლიც სიჩ­ქა­რის გა­დამ­რთველ­თან უდევს, გა­მუდ­მე­ბით რეკს.

მი­ვე­დით "კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ბა­ზარ­თან" მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ შეს­ვლის­თა­ნა­ვე მიც­ნო და გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა იკი­თხა: ამას რა უნდა აქ? ეს­მო­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­დი­ო­და და "სა­მარ­თლი­ა­ნი არჩვე­ნე­ბის"აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის კი­დევ ერთი თა­ვის ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. ტე­ლე­ფო­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­მიბ­რუ­ნეს, "სა­მარ­თლი­ან არ­ჩე­ვე­ნებ­ში" კი­დევ ერთხელ დავ­რე­კე და უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში ავე­დით. ღა­მე­ნა­თე­ვი უფ­რო­სი - არ ვიცი, ღა­მის ოპე­რა­ცი­ის თუ გვი­ა­ნო­ბამ­დე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ქე­ი­ფის გამო - მა­ლე­ვე მო­ვი­და. მას "სა­მარ­თლი­ა­ნი არჩვე­ნე­ბის"მწვა­ნე­ჟი­ლე­ტი­ა­ნი აქ­ტი­ვი მოჰ­ყა; იმათ კი­დევ - ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. "მო­რა­ლუ­რი" სენ­ტენ­ცი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მუ­და­რა პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში: აპა­ტიე! სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ­დე­ნი საქ­მე მქონ­და, "სამ­სო­ნი­ჩის­თვის" არ მე­ცა­ლა და მარ­ტი­ვი პი­რო­ბა და­ვა­ყე­ნე: ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს და ვა­პა­ტი­ებ.

პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის წინ ჩა­მო­სულს "სამ­სო­ნი­ჩი" ისევ დიდ­გულ­ზე დამ­ხვდა: მა­შინ­დელ კო­რუფ­ცი­ულ პი­რა­მი­და­ში "სამ­სო­ნი­ჩი" იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აგუ­რი იყო, რომ ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რო­გორ უნდა და­ე­ხია უკან ვი­ღაც "ენ­ჯე­ოშ­ნი­კის" გამო. ყელ­ში რომ ამო­მიყ­ვა­ნა, შე­ვე­დი ისევ პო­ლი­ცი­ა­ში და საქ­მის აღ­ძვრა მო­ვი­თხო­ვე.

იმ ალი­ა­ქოთ­ში სახ­ლში და­რეკ­ვა და­მა­ვი­წყდა და ოჯახ­მა, მათ შო­რის, 80 წლის ბე­ბი­ამ ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ი­ტყო ჩემი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. ინ­ფარ­ქტგა­და­ტა­ნილ­მა ბე­ბი­ამ მე­ო­რე დღეს კი­დევ ერთი ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო და ლო­გი­ნი­დან ვე­ღარც წა­მოდ­გა.

2 ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. "სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა" ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლა დადო. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და. 2003 წლის 30 ნო­ემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტმა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ და­მამ­ტკი­ცა. 2004 წლის 5 იან­ვარს საპ­რე­ზი­დენ­ტო არჩვე­ნე­ბი ჩა­ტარ­და.

ბე­ბი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა დე­კემ­ბრის ბო­ლო­დან­ვე უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. 14 იან­ვარს დი­ლით, სახ­ლი­დან რომ გავ­დი­ო­დი, ვი­ცო­დი, შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლის­თვის ვე­ღარ მო­მეს­წრო. ძა­ლი­ან გვი­ან დავ­ბუნ­დი სახ­ლში: მე­ო­რე დღეს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა შეგ­ვე­ჯა­მე­ბი­ნა ცეს­კოს სხდო­მა­ზე. ცო­ცხა­ლი დამ­ხვდა, ოღონდ თა­ვად ვე­ღარც ინ­ძრე­ო­და, ლა­პა­რაკ­ზე ხომ ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი. ერ­თა­დერ­თი, რაც შეძ­ლო, ხელ­ზე მო­მი­ჭი­რა სუს­ტად თა­ვი­სი ხელი. მე ვუ­თხა­რი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 2 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე დღეს დი­ლით ადრე წა­ვე­დი, ცეს­კოს სხდო­მა ჩა­ვა­ტა­რე და იმ წუ­თი­დან სა­პა­რა­ლა­მენ­ტო არჩვნე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბა და­ვი­წყე: 31 მარტს უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არჩვნე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ველ­თა ხელ­ნა­წე­რი სი­ე­ბის ელექტრო­ნი­ზა­ცია უნდა მოგ­ვეს­წრო.

ბე­ბი­ის დაკ­რძალ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­მეხ­მი­ა­ნა: "სამ­სო­ნი­ჩის" საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბა ჩა­მო­მარ­თვეს.მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა ჰო­რი­ზონტზე "სამ­სო­ნი­ჩი" ჟურ­ნა­ლისტ ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და ღვთი­სა და კა­ცის წი­ნა­შე ფი­ცით პა­ტი­ე­ბა ითხო­ვა. ვა­პა­ტიე.

უკვე თბი­ლი­სის მერი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ათამ­დე პო­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად პოსტზე მდგა­რი "სამ­სო­ნი­ჩი" თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე და­ვი­ნა­ხე, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვე­დი, ხელი ჩა­მო­ვარ­თვი და გა­ვე­ხუმ­რე: კი­დევ ხომ არ მი­პი­რებ და­კა­ვე­ბას-მეთ­ქი. იმ შეხ­ვედ­რი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში "გაი" დავ­შა­ლეთ და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია შევ­ქმე­ნით.

ამის შემ­დეგ"სამ­სო­ნიჩს" თვა­ლი მხო­ლოდ ერთხელ მოვ­კა­რი, 2005 წლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­პორ­ტაჟ­ში, რო­მე­ლიც რუს­თველ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის "უსა­მარ­თლო­ბის"წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტესტს აშუ­ქებ­და.

ახლა არ ვიცი,"სამ­სო­ნი­ჩი" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უჭერს მხარს თუ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს.

P.S.

- ტაქ­სის მძღოლ­ზე არ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ

- არ ვნა­ნობ, რომ "სამ­სო­ნიჩს" ვა­პა­ტიე

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მიერ დას­მულ კი­თხვა-დი­თირ­ამ­ბებ­ზე მე­ღი­მე­ბო­და

- ვიცი, რომ მშვი­დი ცხოვ­რე­ბის წესი არ მაქვს და პა­ტი­ე­ბას ვთხოვ ოჯა­ხის წევ­რებს

- "მე ის ზურა აღარ ვარ", მაგ­რამ ჩემს მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი უსა­მარ­თლო­ბის პა­ტი­ე­ბა კი­დევ შე­მიძ­ლია

- სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ჩა­დე­ნილ უსა­მარ­თლო­ბას მას არ ვა­პა­ტი­ებ. ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ, იცით

P.P.S. მად­ლო­ბა შალ­ვა ცხა­კა­ი­ას ამ ის­ტო­რი­ის შეხ­სე­ნე­ბის­თვის.

ამა­ვე თე­მა­ზე:

"ნა­ცე­მი ნა­ცე­ბი": ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­ხა­დი

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" - ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"ნო­დარს მდუ­ღა­რე წყა­ლი შე­ას­ხეს სა­ხე­ში" -

რას ყვე­ბა მომ­ხდარ­ზე ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე და რა­ტომ

ამარ­თლე­ბენ ძა­ლა­დო­ბას სოცქსე­ლებ­ში

"რატომ მოხდა ის, რაც "ლიტკაფეში" მოხდა" - ზურაბ ჭიაბერაშვილის საჯარო წერილი

 "რატომ მოხდა ის, რაც "ლიტკაფეში" მოხდა" - ზურაბ ჭიაბერაშვილის საჯარო წერილი

"რატომ მოხდა ის, რაც "ლიტკაფეში" მოხდა", ასე ჰქვია ზურაბ ჭიაბერაშვილის ჩანაწერს, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ტექსტს:

Facebook/ ზურაბ ჭიაბერაშვილი:

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა. მაშინ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი და ორგანიზაციას "ხმების პარალელური დათვლის" სისტემისათვის ვამზადებდი.

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, დილით სახლიდან გამოვედი და ტაქსი გავაჩერე. ძველი საბჭოთა"ჟიგულის" საჭეს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი უჯდა და გამხდარ, დაღარულ სახეზე აშკარად ეტყობოდა გაჭირვების კვალი. "ორთაჭალჰესთან" ორმა "გაიშნიკმა" გაგვაჩერა და ჩემი თვალით დავინახე, მანქანიდან გადასულმა მძღოლმა როგორ მისცა გაცრეცილი ორლარიანი მსუქან, მწითურ"გაიშნიკს", როგორც მერე გაირკვა, მეტსახელად "სამსონიჩს" (სტაჟიან მძღოლებს ემახსოვრებათ).

მანქანიდან გადავხტი - ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა ამ გაჭირვებული ადამიანისათვის სრულიად უმიზეზოდ ორი ლარის წართმევა - და სამსონიჩს მძღოლისთვის ფულის უკან დაბრუნება მოვთხოვე. თან მობილური ამოვიღე და "სამართლიანი არჩევნების" ოფისში, ნუგზარ კუპრეიშვილთან რეკვა დავიწყე. "სამსონიჩმა" და მისმა მეწყვილემ მობილური ხელიდან წამართვეს. რომ მოვტრიალდი, ჩემი ტაქსიც ადგილიდან იძვრებოდა: გაჭირვებული მძღოლი ზედმეტ შარს მოერიდა.

მეორე ტაქსი გავაჩერე და ოფისისკენ - მაშინ "სამართლიანი არჩევნები" ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე სახლობდა- წავედი. სადღაც აბანოთუბანთან "გაიშნიკების" ოცეულის უფროსის მანქანა წამოგვეწია ("სამსონიჩს" გამოუძახია) და მძღოლს გაჩერება უბრძანა. თავზე "სამსონიჩი", მისი მეწყვილე, ოცეულის უფროსი და კიდევ ერთი "გაიშნიკი" დაგვადგა. მანაქანიდან გადმოსვლა მიბრძანეს. ვუთხარი, უფლება არ გაქვთ, დამაკაოთ, ძალით გადამიყვანეთ-მეთქი. ძალით გადამიყვანეს ოცეულის უფროსის მანქანაში, უკანა სავარძელში შუაში მომიმწყვდიეს და მანქანა დაიძრა."სამსონიჩი" მაგინებს და ციხეში ამოლპობას მპირდება. ჩემი მობილური, რომელიც სიჩქარის გადამრთველთან უდევს, გამუდმებით რეკს.

მივედით "კოლმეურნეობის ბაზართან" მდებარე პოლიციის განყოფილებაში. განყოფილების უფროსის მოადგილემ შესვლისთანავე მიცნო და გაკვირვებულმა იკითხა: ამას რა უნდა აქ? ესმოდა, რომ არჩევნები მოდიოდა და "სამართლიანი არჩვენების"აღმასრულებელი დირექტორის უკანონო დაკავება ხელისუფლებისათვის კიდევ ერთი თავის ტკივილი იქნებოდა. ტელეფონი დაუყოვნებლივ დამიბრუნეს, "სამართლიან არჩევენებში" კიდევ ერთხელ დავრეკე და უფროსის კაბინეტში ავედით. ღამენათევი უფროსი - არ ვიცი, ღამის ოპერაციის თუ გვიანობამდე გაგრძელებული ქეიფის გამო - მალევე მოვიდა. მას "სამართლიანი არჩვენების"მწვანეჟილეტიანი აქტივი მოჰყა; იმათ კიდევ - ტელევიზიები. "მორალური" სენტენციებით გაჯერებული მუდარა პოლიციის უფროსის კაბინეტში: აპატიე! სიმართლე გითხრათ, იმდენი საქმე მქონდა, "სამსონიჩისთვის" არ მეცალა და მარტივი პირობა დავაყენე: ბოდიში მოიხადოს და ვაპატიებ.

პოლიციის შენობის წინ ჩამოსულს "სამსონიჩი" ისევ დიდგულზე დამხვდა: მაშინდელ კორუფციულ პირამიდაში "სამსონიჩი" იმდენად მნიშვნელოვანი აგური იყო, რომ ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა დაეხია უკან ვიღაც "ენჯეოშნიკის" გამო. ყელში რომ ამომიყვანა, შევედი ისევ პოლიციაში და საქმის აღძვრა მოვითხოვე.

იმ ალიაქოთში სახლში დარეკვა დამავიწყდა და ოჯახმა, მათ შორის, 80 წლის ბებიამ ტელევიზიით შეიტყო ჩემი დაკავების შესახებ. ინფარქტგადატანილმა ბებიამ მეორე დღეს კიდევ ერთი ინფარქტი მიიღო და ლოგინიდან ვეღარც წამოდგა.

2 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა. "სამართლიანმა არჩევნებმა" ამის თვალსაჩინო მასალა დადო. ვარდების რევოლუცია მოხდა. 2003 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დამამტკიცა. 2004 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩვენები ჩატარდა.

ბებიის მდგომარეობა დეკემბრის ბოლოდანვე უკიდურესად დამძიმდა. 14 იანვარს დილით, სახლიდან რომ გავდიოდი, ვიცოდი, შეიძლება ცოცხალისთვის ვეღარ მომესწრო. ძალიან გვიან დავბუნდი სახლში: მეორე დღეს არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა შეგვეჯამებინა ცესკოს სხდომაზე. ცოცხალი დამხვდა, ოღონდ თავად ვეღარც ინძრეოდა, ლაპარაკზე ხომ ზედმეტია საუბარი. ერთადერთი, რაც შეძლო, ხელზე მომიჭირა სუსტად თავისი ხელი. მე ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. 2 საათში გარდაიცვალა.

მეორე დღეს დილით ადრე წავედი, ცესკოს სხდომა ჩავატარე და იმ წუთიდან საპარალამენტო არჩვნებისათვის მზადება დავიწყე: 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო და საპრეზიდენტო არჩვნებისათვის მომზადებული ამომრჩეველთა ხელნაწერი სიების ელექტრონიზაცია უნდა მოგვესწრო.

ბებიის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ქალაქის პროკურატურა შემეხმიანა: "სამსონიჩის" საქმეზე ჩვენება ჩამომართვეს.მალევე გამოჩნდა ჰორიზონტზე "სამსონიჩი" ჟურნალისტ ენძელა მაჭავარიანის შუამდგომლობით და ღვთისა და კაცის წინაშე ფიცით პატიება ითხოვა. ვაპატიე.

უკვე თბილისის მერი ვიყავი, როდესაც ათამდე პოლიციელთან ერთად პოსტზე მდგარი "სამსონიჩი" თავისუფლების მოედანზე დავინახე, მანქანიდან გადმოვედი, ხელი ჩამოვართვი და გავეხუმრე: კიდევ ხომ არ მიპირებ დაკავებას-მეთქი. იმ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში "გაი" დავშალეთ და საპატრულო პოლიცია შევქმენით.

ამის შემდეგ"სამსონიჩს" თვალი მხოლოდ ერთხელ მოვკარი, 2005 წლის სატელევიზიო რეპორტაჟში, რომელიც რუსთველზე, პარლამენტის შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის "უსამართლობის"წინააღმდეგ გამოსული ადამიანების პროტესტს აშუქებდა.

ახლა არ ვიცი,"სამსონიჩი" ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს თუ ნინო ბურჯანაძეს.

P.S.

- ტაქსის მძღოლზე არ გავბრაზებულვარ

- არ ვნანობ, რომ "სამსონიჩს" ვაპატიე

- ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებზე ენძელა მაჭავარიანის მიერ დასმულ კითხვა-დითირამბებზე მეღიმებოდა

- ვიცი, რომ მშვიდი ცხოვრების წესი არ მაქვს და პატიებას ვთხოვ ოჯახის წევრებს

- "მე ის ზურა აღარ ვარ", მაგრამ ჩემს მიმართ ჩადენილი უსამართლობის პატიება კიდევ შემიძლია

- საქართველოს მიმართ ჩადენილ უსამართლობას მას არ ვაპატიებ. ვისაც ვგულისხმობ, იცით

P.P.S. მადლობა შალვა ცხაკაიას ამ ისტორიის შეხსენებისთვის.

ამავე თემაზე:

"ნაცემი ნაცები": ფიზიკური ანგარიშსწორების სახადი

"ნაციონალებისთვის" - ვინ იქნება შემდეგი?

ასევე დაგაინტერესებთ:

"ნოდარს მდუღარე წყალი შეასხეს სახეში" -

რას ყვება მომხდარზე ეკა ხერხეულიძე და რატომ

ამართლებენ ძალადობას სოცქსელებში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს