საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ნარკომანი ქალები, სუბოტექსის საიდუმლო და ინფორმაცია, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ
ქართველი ნარკომანი ქალები, სუბოტექსის საიდუმლო და ინფორმაცია, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ

"ნარ­კო­ტი­კი" ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა და გა­მაბ­რუ­ე­ბელს, და­მა­რე­ტი­ა­ნე­ბელს ნიშ­ნავს. ნარ­კო­ტი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი შე­ი­ცავს ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჯერ აღაგ­ზნებს, ხოლო შემ­დეგ თრგუ­ნავს ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მას. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ნარ­კო­მა­ნე­ბი ხმა­რო­ბენ, არის: ოპი­უ­მი, ოპი­უ­მის დე­რი­ვა­ტე­ბი (მორ­ფი­ნი, კო­დე­ი­ნი, ჰე­რო­ი­ნი), ჰა­ში­ში (იგი­ვე პლა­ნი, ანა­შა, მა­რი­ხუ­ა­ნა), კო­კა­ი­ნი და სხვა. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია: "ნარ­კო­ტი­კე­ბის ხან­გრძლი­ვად მი­ღე­ბა იწ­ვევს ნარ­კო­მა­ნის ფსი­ქი­კის ცვლას. აღი­ნიშ­ნე­ბა ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ზღუდ­ვა, სუ­ლი­ერ მო­თხოვ­ნა­თა სი­ღა­რი­ბე, ეგო­იზ­მი. ნარ­კო­მა­ნი­ის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაც, მა­გა­ლი­თად - ანა­შას ხან­გრძლი­ვი მი­ღე­ბა ხში­რად, სრულ­დე­ბა ში­ზოფ­რე­ნი­ის მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბით, რა­საც ახა­სი­ა­თებს სმე­ნი­თი ჰა­ლუ­ცი­ნა­ცია, დევ­ნის ბოდ­ვი­თი იდე­ე­ბი და სხვა".

ნარ­კო­მა­ნია არა ახა­ლი და არა უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის პრობ­ლე­მაა, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ამ საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბულ "სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე", მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბი­სა, წლი­დან წლამ­დე მა­ტუ­ლობს.

ნარ­კო­მა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებს გელა ლეჟა­ვა პა­სუ­ხობს.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა მომ­ხმა­რე­ბელ­სა და ნარ­კო­მანს შო­რის?

- მომ­ხმა­რე­ბე­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად იღებს ნარ­კო­ტიკს, ნარ­კო­მა­ნი კი - ის, ვი­საც პრაქ­ტი­კუ­ლად არ შე­უძ­ლია ნარ­კო­ტი­კის გა­რე­შე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ზე და აქვს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ ყო­ველ­დღე მი­ი­ღოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ცუ­დად ხდე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ნარ­კო­მა­ნი­ი­სა­გან ადა­მი­ა­ნის სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა?

- ით­ვლე­ბა, რომ ეს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. ქრო­ნი­კუ­ლი კი ნიშ­ნავს იმას, რომ არ იკურ­ნე­ბა. მაგ­რამ თუ ნარ­კო­მა­ნი მკურ­ნა­ლო­ბას ყვე­ლა წე­სის დაც­ვით ჩა­ი­ტა­რებს, შე­იძ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე აღარ მო­იხ­მა­როს ნარ­კო­ტი­კი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით ისეა - თუ ჰი­პერ­ტო­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ცავს რე­ჟიმს, შე­იძ­ლე­ბა, წნე­ვამ სულ აღარ შე­ა­წუ­ხოს.

- ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ნარ­კო­მა­ნი ქა­ლე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და. შე­გიძ­ლი­ათ, ეს და­ა­დას­ტუ­როთ ან უარ­ყოთ, თქვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებს ჯერ კი­დევ რცხვე­ნი­ათ იმის, რომ ნარ­კო­ტი­კებს იღე­ბენ, ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ, არ მოხ­ვდნენ ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და პო­ლი­ცი­ა­საც და­უძ­ვრნენ ხე­ლი­დან. პო­ლი­ცი­აც, ეტყო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით გვერდს უვ­ლის მათ და ლო­ი­ა­ლო­ბას იჩენს მათ მი­მართ. ჩვენ ვი­ცით, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქა­ლე­ბის რი­ცხვმა იმა­ტა, მაგ­რამ სტა­ტის­ტი­კა­ში ეს არ აი­სა­ხე­ბა.

- სა­ერ­თოდ, თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ თქვენ­თან ნარ­კო­მა­ნი ქალი მო­ეყ­ვა­ნათ?

- კი, რო­გორ არა. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 3-4%-ია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ ეს ძალ­ზე მცი­რეა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას.

- რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ან­მა გა­სინ­ჯოს, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­კე­თოს ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ არ მი­ეჩ­ვი­ოს მას და არ იქ­ცეს ნარ­კო­მა­ნად?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა 10-ს არ აღე­მა­ტე­ბა, მა­შინ უფრო არ­სე­ბობს იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ არ მი­ეჩ­ვი­ოს. ამას­თა­ნა­ვე, გა­აჩ­ნია, რას იკე­თებს. სი­გა­რე­ტი ყვე­ლას გა­უ­სინ­ჯავს, მათ­გან ვი­ღა­ცამ და­ი­წყო მო­წე­ვა, ვი­ღა­ცამ - არა. მაგ­რამ ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, ნარ­კო­ტი­კის კე­თე­ბას და­ი­წყებ, უფრო დი­დია, ვიდ­რე სი­გა­რე­ტის მო­წე­ვი­სას. ნარ­კო­გე­ნუ­ლო­ბა ჰე­რო­ი­ნი­სა, სი­გა­რეტ­თან შე­უ­და­რე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, დღეს მთე­ლი კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტი მოს­წიო და ხვალ სა­ერ­თოდ არც გა­ე­კა­რო, რაც ჰე­რო­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- ჰე­რო­ი­ნი, კო­კა­ი­ნი და სხვა მსგავ­სი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს. ჩვენ­ში ცხოვ­რე­ბის დონე და­ბა­ლია, ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი უხ­ვად გვყავს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბევ­რი, კუს­ტა­რუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბულ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას მო­იხ­მარს...

- ჩვენ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს: არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც აქვს ჰე­ო­რი­ნის სა­ყი­დე­ლი ფული, ისი­ნი, ვი­საც არა აქვს ფული, მაგ­რამ შო­უ­ლობს ნარ­კო­ტი­კის 5 დო­ზას და ფულს არ­თმევს 7 კაცს... ეს ფუ­ლის შოვ­ნის საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია. ამის­თვის სა­იჭ­როა, ამ საქ­მე­ში ახალ­ბე­დე­ბის ჩაბ­მა, იმი­ტომ, რომ ახალ­ბე­დას ჯერ კი­დევ აქვს ფული, ან სახ­ლში აქვს რა­ღაც, ვი­ღა­ცას ატყუ­ებს და თან­ხას ასე შო­უ­ლობს. აი, "საქ­მე­ში გა­სულ" ნარ­კო­მანს აღარც გა­სა­ყი­დი აქვს რამე და არც მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლი დარ­ჩა ვინ­მე, მისი ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, "ბა­რი­გო­ბაა"... გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს სხვა გზე­ბიც. როცა ჩვენ­ში ყა­ყა­ჩოს თეს­ლი გაჩ­ნდა, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­წყო ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან იაფი იყო. რაც მთა­ვა­რია, ბევ­რი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უკვე 5, 10 წლის წინ, და­ნე­ბე­ბუ­ლი ჰქონ­და თავი, ისევ და­უბ­რუნ­და ნარ­კო­ტიკს. არ­სე­ბობს კი­დევ, ში­ნა­ურ პი­რო­ბებ­ში მო­ხარ­შუ­ლი, თვით­ნა­კე­თი, კოკ­ნა­რის კოქ­ტე­ი­ლი და უამ­რა­ვი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა... ჩვენ­ში არ გა­მი­გია, მაგ­რამ მოს­კოვ­ში ერთი პე­რი­ო­დი, თაგ­ვის სა­წამ­ლავს ურევ­დნენ ჰე­რო­ინ­ში, გა­მაბ­რუ­ე­ბე­ლი ეფექ­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. სუფ­თა ჰე­რო­ი­ნი არ­სად არ არის, იმ ად­გი­ლის გარ­და, სა­დაც მას ამ­ზა­დე­ბენ. ჰე­რო­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა დო­ზა­ში 5-დან 30%-მდეა, და­ნარ­ჩე­ნი - ნა­რე­ვია.

- არაც შე­ე­ხე­ბა სუ­ბო­ტექსს, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ; ამ­ბო­ბენ, რომ იწ­ვევს ძვლე­ბის დაშ­ლას და ა.შ. თუ შე­გიძ­ლი­ათ, გვი­თხრათ, რა ტი­პის ნარ­კო­ტი­კია სუ­ბო­ტექ­სი?

- ეს არის ხე­ლოვ­ნუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ოპი­უ­მის სა­ხეს­ხვა­ო­ბა, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ ხან­გრძლი­ვად იმოქ­მე­დოს ადა­მი­ან­ზე. სუ­ბო­ტექ­სი აბის სა­ხით გა­მო­დის და მი­სით ნარ­კო­ტი­კის ჩა­ნაც­ვლე­ბა ხდე­ბა. სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბობს ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­რი­ცხავს ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბის ვე­ნურ გზას. ამ პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა არამ­ხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბა, არა­მედ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც: ნარ­კო­მანს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ნაც­ვლად აძ­ლე­ვენ სუ­ბო­ტექსს და ნელ-ნელა უკ­ლე­ბენ დო­ზას. სწო­რედ ამის­თვის იყო ეს წა­მა­ლი შექ­მნი­ლი. მაგ­რამ რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი წა­მა­ლი, შე­იძ­ლე­ბა, სა­წამ­ლა­ვად გა­მო­ი­ყე­ნო, ასე­ვეა ამ შემ­თხვე­ვა­შიც. თუ სუ­ბო­ტექსს ვე­ნა­ში გა­ი­კე­თებ, სულ სხვა ეფექტს მი­ი­ღებ. ჩვე­ნე­ბი ვე­ნა­ში იკე­თე­ბენ - იმის მა­გივ­რად, რომ და­ლი­ონ.

- რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას? რო­გორც გა­ვი­გე, სუ­ბო­ტექ­სის კო­ლოფს ახა­ტია გა­და­ხა­ზუ­ლი შპ­რი­ცი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი ვე­ნა­ში გა­კე­თე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

- მარ­თა­ლია. ეს არ შე­იძ­ლე­ბა. ისე სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არც მი­ნა­ხავს ეს წა­მა­ლი, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თან არ შე­მო­დის. ეს არის კონ­ტრა­ბან­და. ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხი - მო­ვახ­დი­ნოთ თუ არა მისი რე­გის­ტრა­ცია. ჯერ ვფიქ­რობთ, იმი­ტომ, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მის შე­მო­ტა­ნას ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ფირ­მე­ბი და­ი­წყე­ბენ და თუ წი­ნას­წარ არ გან­ვსა­ზღვრავთ, ვინ, რო­გორ და რამ­დე­ნი უნდა მი­ი­ღოს, ეს ნარ­კო­ტი­კის შე­მო­ტა­ნის ლე­გა­ლურ გზად გა­და­იქ­ცე­ვა. ასე რომ, ამ სა­კითხს ბევ­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი ფიქ­რი სჭირ­დე­ბა. ჯერ უნდა შე­მუ­შავ­დეს ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ში, ძალ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ე.წ. მო­სა­წე­ვი - პლა­ნი. ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხში­რად კი - მომ­ხმა­რე­ბელ­თა მშობ­ლე­ბიც, არ თვლი­ან სა­გან­გა­შოდ, რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლია ასე­თი მიდ­გო­მა?

- ეს არის ეროვ­ნუ­ლი ტრა­გე­დია. ხში­რად გვეს­მის, რომ მო­სა­წე­ვი არ არის სა­ხი­ფა­თო და ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, ჰო­ლან­დია მოჰ­ყავთ. მაგ­რამ იქაც მიხ­ვდნენ, რომ მავ­ნე­ბე­ლია და უკვე გა­მო­ვი­და ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­დაც წე­რია, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი­სად­მი ასეთ­მა მიდ­გო­მამ უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ჰო­ლან­დი­ას. დად­გე­ნი­ლია, რომ ანა­შის მწე­ველ­თა 40% შემ­დეგ მძი­მე ნარ­კო­ტიკ­ზე გა­და­დის. ანა­შის მო­წე­ვა იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს, გან­სა­კურ­თე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ში, რად­გან ამ დროს, ადა­მი­ან­ში ხდე­ბა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა და ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად მრუდ­დე­ბა და ჩლუნ­გდე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თვით სი­ა­მოვ­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა; დუნ­დე­ბა, უქ­ვე­ით­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბის უნა­რი; უსუს­ტდე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა. ანა­შის "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი" მწე­ვე­ლი იქცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ჩ­ლუნ­გე­ბულ ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში აღა­რა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. ანა­შა ადა­მი­ანს უს­პობს ყო­ველ­გვარ სურ­ვილს, რა­ი­მე აკე­თოს, ინ­ტე­რესს იმი­სა თუ რა აც­ვია თა­ვად, ვინ რას იტყვის და ა.შ. მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ანა­შა ჩვენს მი­წა­ზეც მო­დის, ხა­რის­ხით მთლად ისე­თი არ არის, რო­გო­რიც ვთქვათ, ინ­დო­ე­თი­სა, მაგ­რამ მა­ინც ხა­რის­ხი­ა­ნია და ძა­ლი­ან ბევ­რი­ცაა... არ­სე­ბობს გა­ე­როს ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლი­სა და კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო. მისი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ამას წი­ნათ წერ­და: ჩემი აზ­რით, სამ­ხრეთ აზია იმი­ტომ არის ასე­თი ღა­რი­ბი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა ანა­შას ეწე­ვაო... ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბი­სად­მი ყო­ველ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი ეკარ­გე­ბა და ეს არის ძა­ლი­ან ცუდი, ამას და­ა­მა­ტეთ ისიც, რომ ანა­შის მწე­ველ­თა ნარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ით ავად­დე­ბა. შარ­შან ჩვენ­თან ში­ზოფ­რე­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 7 ადა­მი­ა­ნი მო­იყ­ვა­ნეს. ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ, პირ­ვე­ლად მოს­წი­ეს და... გან­გა­ში უნდა ავ­ტე­ხოთ. არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძელ­დეს. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ყვე­ლა­ზე მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლის თი­თო­ე­ულ მა­ცხოვ­რე­ბელს უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ სა­ში­ნე­ლე­ბაა, დამ­ღუპ­ვე­ლია, რად­გან ანა­შას ყვე­ლა­ზე ხში­რად იყე­ნე­ბენ. სკო­ლა­ში გა­მო­კი­თხულ­თა ბავ­შვე­ბის 56%-ს აქვს გა­სინ­ჯუ­ლი(!). ჰე­რო­ინ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი მშო­ბე­ლი ატეხს გან­გაშს. ანა­შის გამო კი, თით­ქმის არ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ... ამი­ტომ არის სა­ხი­ფა­თო: ანა­შის ყო­ვე­ლი მწე­ვე­ლი მერე აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყებს ჰე­რო­ი­ნის კე­თე­ბას.

ნა­თია თე­ნი­ეშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

ზურა
1

სუბოტექსის მიღების შემდეგ ბავშვის გაკეთება შეიძლება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ქართველი ნარკომანი ქალები, სუბოტექსის საიდუმლო და ინფორმაცია, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ

ქართველი ნარკომანი ქალები, სუბოტექსის საიდუმლო და ინფორმაცია, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ

"ნარკოტიკი" ბერძნული სიტყვაა და გამაბრუებელს, დამარეტიანებელს ნიშნავს. ნარკოტიკული მცენარეები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ჯერ აღაგზნებს, ხოლო შემდეგ თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებსაც ნარკომანები ხმარობენ, არის: ოპიუმი, ოპიუმის დერივატები (მორფინი, კოდეინი, ჰეროინი), ჰაშიში (იგივე პლანი, ანაშა, მარიხუანა), კოკაინი და სხვა. ენციკლოპედიაში ასევე აღნიშნულია: "ნარკოტიკების ხანგრძლივად მიღება იწვევს ნარკომანის ფსიქიკის ცვლას. აღინიშნება ინტერესების შეზღუდვა, სულიერ მოთხოვნათა სიღარიბე, ეგოიზმი. ნარკომანიის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური დაავადებაც, მაგალითად - ანაშას ხანგრძლივი მიღება ხშირად, სრულდება შიზოფრენიის მსგავსი მდგომარეობით, რასაც ახასიათებს სმენითი ჰალუცინაცია, დევნის ბოდვითი იდეები და სხვა".

ნარკომანია არა ახალი და არა უბრალოდ ჩვენი რეალობის პრობლემაა, მოთხოვნილება ამ საკმაოდ ძვირად ღირებულ "სიამოვნებაზე", მიუხედავად ჩვენში არსებული სოციალური გაჭირვებისა, წლიდან წლამდე მატულობს.

ნარკომანიასთან დაკავშირებულ კითხვებს გელა ლეჟავა პასუხობს.

- რა განსხვავებაა მომხმარებელსა და ნარკომანს შორის?

- მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც პერიოდულად იღებს ნარკოტიკს, ნარკომანი კი - ის, ვისაც პრაქტიკულად არ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე, დამოკიდებულია მასზე და აქვს მოთხოვნილება, რომ ყოველდღე მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად ხდება.

- შეიძლება თუ არა, ნარკომანიისაგან ადამიანის სრულად განკურნება?

- ითვლება, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა. ქრონიკული კი ნიშნავს იმას, რომ არ იკურნება. მაგრამ თუ ნარკომანი მკურნალობას ყველა წესის დაცვით ჩაიტარებს, შეიძლება, სიცოცხლის ბოლომდე აღარ მოიხმაროს ნარკოტიკი. ეს დაახლოებით ისეა - თუ ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანი დაიცავს რეჟიმს, შეიძლება, წნევამ სულ აღარ შეაწუხოს.

- ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, ნარკომანი ქალების რიცხვი გაიზარდა. შეგიძლიათ, ეს დაადასტუროთ ან უარყოთ, თქვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით?

- საბედნიეროდ, საქართველოში ქალებს ჯერ კიდევ რცხვენიათ იმის, რომ ნარკოტიკებს იღებენ, ამიტომ ცდილობენ, არ მოხვდნენ ჩვენს დაწესებულებაში და პოლიციასაც დაუძვრნენ ხელიდან. პოლიციაც, ეტყობა, ჯერჯერობით გვერდს უვლის მათ და ლოიალობას იჩენს მათ მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების რიცხვმა იმატა, მაგრამ სტატისტიკაში ეს არ აისახება.

- საერთოდ, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენთან ნარკომანი ქალი მოეყვანათ?

- კი, როგორ არა. საერთო რაოდენობის 3-4%-ია დაფიქსირებული. მაგრამ ეს ძალზე მცირეა და აბსოლუტურად არ ასახავს რეალობას.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა გასინჯოს, რამდენჯერმე გაიკეთოს ნარკოტიკი, მაგრამ არ მიეჩვიოს მას და არ იქცეს ნარკომანად?

- შესაძლებელია. თუ ნარკოტიკის მოხმარება 10-ს არ აღემატება, მაშინ უფრო არსებობს იმის ალბათობა, რომ არ მიეჩვიოს. ამასთანავე, გააჩნია, რას იკეთებს. სიგარეტი ყველას გაუსინჯავს, მათგან ვიღაცამ დაიწყო მოწევა, ვიღაცამ - არა. მაგრამ ალბათობა იმისა, რომ გასინჯვის შემდეგ, ნარკოტიკის კეთებას დაიწყებ, უფრო დიდია, ვიდრე სიგარეტის მოწევისას. ნარკოგენულობა ჰეროინისა, სიგარეტთან შეუდარებელია. შეიძლება, დღეს მთელი კოლოფი სიგარეტი მოსწიო და ხვალ საერთოდ არც გაეკარო, რაც ჰეროინის შემთხვევაში, წარმოუდგენელია.

- ჰეროინი, კოკაინი და სხვა მსგავსი ნარკოტიკული საშუალებები საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენში ცხოვრების დონე დაბალია, ნარკოტიკის მომხმარებელი კი უხვად გვყავს. როგორც ამბობენ, ბევრი, კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს...

- ჩვენში ყველანაირი ვარიანტი არსებობს: არიან ისეთები, ვისაც აქვს ჰეორინის საყიდელი ფული, ისინი, ვისაც არა აქვს ფული, მაგრამ შოულობს ნარკოტიკის 5 დოზას და ფულს ართმევს 7 კაცს... ეს ფულის შოვნის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ამისთვის საიჭროა, ამ საქმეში ახალბედების ჩაბმა, იმიტომ, რომ ახალბედას ჯერ კიდევ აქვს ფული, ან სახლში აქვს რაღაც, ვიღაცას ატყუებს და თანხას ასე შოულობს. აი, "საქმეში გასულ" ნარკომანს აღარც გასაყიდი აქვს რამე და არც მოსატყუებელი დარჩა ვინმე, მისი ერთ-ერთი საშუალება, "ბარიგობაა"... გარდა ამისა, არსებობს სხვა გზებიც. როცა ჩვენში ყაყაჩოს თესლი გაჩნდა, უამრავმა ადამიანმა დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება იმიტომ, რომ ძალიან იაფი იყო. რაც მთავარია, ბევრი ასაკოვანი ადამიანი, ვისაც უკვე 5, 10 წლის წინ, დანებებული ჰქონდა თავი, ისევ დაუბრუნდა ნარკოტიკს. არსებობს კიდევ, შინაურ პირობებში მოხარშული, თვითნაკეთი, კოკნარის კოქტეილი და უამრავი სხვა საშუალება... ჩვენში არ გამიგია, მაგრამ მოსკოვში ერთი პერიოდი, თაგვის საწამლავს ურევდნენ ჰეროინში, გამაბრუებელი ეფექტის გასაძლიერებლად. სუფთა ჰეროინი არსად არ არის, იმ ადგილის გარდა, სადაც მას ამზადებენ. ჰეროინის შემცველობა დოზაში 5-დან 30%-მდეა, დანარჩენი - ნარევია.

- არაც შეეხება სუბოტექსს, რომელზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ; ამბობენ, რომ იწვევს ძვლების დაშლას და ა.შ. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ტიპის ნარკოტიკია სუბოტექსი?

- ეს არის ხელოვნურად დამზადებული ოპიუმის სახესხვაობა, რომელიც დამზადებულია იმისთვის, რომ ხანგრძლივად იმოქმედოს ადამიანზე. სუბოტექსი აბის სახით გამოდის და მისით ნარკოტიკის ჩანაცვლება ხდება. საზღვარგარეთ არსებობს ჩანაცვლებითი პროგრამები, რომლებიც გამორიცხავს ნარკოტიკის მიღების ვენურ გზას. ამ პროგრამის მეშვეობით ხდება არამხოლოდ მკურნალობა, არამედ რეაბილიტაციაც: ნარკომანს, ნარკოტიკული საშუალების ნაცვლად აძლევენ სუბოტექსს და ნელ-ნელა უკლებენ დოზას. სწორედ ამისთვის იყო ეს წამალი შექმნილი. მაგრამ როგორც ნებისმიერი წამალი, შეიძლება, საწამლავად გამოიყენო, ასევეა ამ შემთხვევაშიც. თუ სუბოტექსს ვენაში გაიკეთებ, სულ სხვა ეფექტს მიიღებ. ჩვენები ვენაში იკეთებენ - იმის მაგივრად, რომ დალიონ.

- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას? როგორც გავიგე, სუბოტექსის კოლოფს ახატია გადახაზული შპრიცი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ვენაში გაკეთება დაუშვებელია.

- მართალია. ეს არ შეიძლება. ისე სიმართლე გითხრათ, მე არც მინახავს ეს წამალი, რადგან ოფიციალურად ჩვენთან არ შემოდის. ეს არის კონტრაბანდა. ახლა განიხილება საკითხი - მოვახდინოთ თუ არა მისი რეგისტრაცია. ჯერ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ რეგისტრაციის შემთხვევაში, მის შემოტანას ფარმაცევტული ფირმები დაიწყებენ და თუ წინასწარ არ განვსაზღვრავთ, ვინ, როგორ და რამდენი უნდა მიიღოს, ეს ნარკოტიკის შემოტანის ლეგალურ გზად გადაიქცევა. ასე რომ, ამ საკითხს ბევრი და სერიოზული ფიქრი სჭირდება. ჯერ უნდა შემუშავდეს ჩანაცვლების პროგრამა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

- დღეს საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ძალზე გავრცელებულია ე.წ. მოსაწევი - პლანი. ამას საზოგადოება, ხშირად კი - მომხმარებელთა მშობლებიც, არ თვლიან საგანგაშოდ, რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?

- ეს არის ეროვნული ტრაგედია. ხშირად გვესმის, რომ მოსაწევი არ არის სახიფათო და ამის დასადასტურებლად, ჰოლანდია მოჰყავთ. მაგრამ იქაც მიხვდნენ, რომ მავნებელია და უკვე გამოვიდა ლიტერატურა, სადაც წერია, რომ ნარკოტიკებისადმი ასეთმა მიდგომამ უბედურება მოუტანა ჰოლანდიას. დადგენილია, რომ ანაშის მწეველთა 40% შემდეგ მძიმე ნარკოტიკზე გადადის. ანაშის მოწევა იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, განსაკურთებით ახალგაზრდებში, რადგან ამ დროს, ადამიანში ხდება ნერვული სისტემის ფორმირება და ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად მრუდდება და ჩლუნგდება სიამოვნებისადმი დამოკიდებულება, თვით სიამოვნების შეგრძნება; დუნდება, უქვეითდება ყურადღების კონცენტრირების უნარი; უსუსტდება მეხსიერება. ანაშის "პროფესიონალი" მწეველი იქცა აბსოლუტურად დაჩლუნგებულ ადამიანად, რომელსაც ცხოვრებაში აღარაფერი აინტერესებდა. ანაშა ადამიანს უსპობს ყოველგვარ სურვილს, რაიმე აკეთოს, ინტერესს იმისა თუ რა აცვია თავად, ვინ რას იტყვის და ა.შ. მთელი უბედურება ის არის, რომ ანაშა ჩვენს მიწაზეც მოდის, ხარისხით მთლად ისეთი არ არის, როგორიც ვთქვათ, ინდოეთისა, მაგრამ მაინც ხარისხიანია და ძალიან ბევრიცაა... არსებობს გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კონტროლის ეროვნული ბიურო. მისი უფროსის მოადგილე ამას წინათ წერდა: ჩემი აზრით, სამხრეთ აზია იმიტომ არის ასეთი ღარიბი და გაუბედურებული, რომ ყველა ანაშას ეწევაო... ადამიანს ცხოვრებისადმი ყოველგვარი ინტერესი ეკარგება და ეს არის ძალიან ცუდი, ამას დაამატეთ ისიც, რომ ანაშის მწეველთა ნარკვეული ნაწილი შიზოფრენიით ავადდება. შარშან ჩვენთან შიზოფრენიით დაავადებული 7 ადამიანი მოიყვანეს. ახალგაზრდები იყვნენ, პირველად მოსწიეს და... განგაში უნდა ავტეხოთ. არაფრით არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. მთელ საქართველოს, ყველაზე მაღალმთიანი სოფლის თითოეულ მაცხოვრებელს უნდა გავაგებინოთ, რომ საშინელებაა, დამღუპველია, რადგან ანაშას ყველაზე ხშირად იყენებენ. სკოლაში გამოკითხულთა ბავშვების 56%-ს აქვს გასინჯული(!). ჰეროინზე ნებისმიერი მშობელი ატეხს განგაშს. ანაშის გამო კი, თითქმის არ ნერვიულობენ... ამიტომ არის სახიფათო: ანაშის ყოველი მწეველი მერე აუცილებლად დაიწყებს ჰეროინის კეთებას.

ნათია თენიეშვილი

ჟურნალი "გზა"

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა