პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოიერიშე, რომელმაც 69 ტანკი, 31 ჯავშანმანქანა და 29 თვითმფრინავი გაანადგურა

კა­პი­ტან­მა ხი­ტა­ლიშ­ვილ­მა 106 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნი­სას 69 გერ­მა­ნუ­ლი ტან­კი, 31 ჯავ­შან­მან­ქა­ნა და 29 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი გა­ა­ნად­გუ­რა, რაც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი იყო საბ­ჭო­თა მო­ი­ე­რი­შე ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

22 წლის კა­პი­ტან ზაქ­რო ხი­ტა­ლიშ­ვილს 1944 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. ქარ­თ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ან მო­ი­ე­რი­შე პი­ლო­ტად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი.

სა­ერ­თოდ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს საბ­რ­ძო­ლო შე­დე­გი­ა­ნო­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად გერ­მა­ნუ­ლი "ლი­უფ­ტ­ვა­ფეს" პი­ლო­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნუ­ლი ავი­ა­ცი­ის ასს, ერიხ ჰარ­ტ­მანს, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის 352 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი ჰყავ­და ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლებ­ში. საბ­ჭო­თა ასე­ბის სი­ას კი ივან კო­ჟე­დუ­ბი ედ­გა სა­თა­ვე­ში 64 გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით.

გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის პი­ლო­ტე­ბის გარ­და, თა­ვი­ან­თი ასე­ბი ჰყავ­დათ მო­ი­ე­რი­შე ავი­ა­ცი­ის მფრი­ნა­ვებ­საც, რო­მელ­თა საბ­რ­ძო­ლო ამო­ცა­ნა ჰა­ერ­ში ბრძო­ლა კი არა, არა­მედ ხმე­ლეთ­ზე ზუს­ტი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყ­მის მი­ყე­ნე­ბა გახ­ლ­დათ.

თუ­კი ის­ტო­რი­კო­სებს და­ვუ­ჯე­რებთ, აქაც გერ­მა­ნე­ლი პი­ლო­ტი ჰანს ულ­რიხ რუ­დე­ლი ლი­დე­რობს, რო­მელ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს თურ­მე 2530 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნა შე­ას­რუ­ლა ჟუნ­კერს ჟუ 87 ტი­პის მო­პი­კი­რე ბომ­ბ­დამ­შე­ნით (მო­ი­ე­რი­შით) და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის 519 ტან­კი, 150 თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი, 4 ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლი, 800 ავ­ტო­მო­ბი­ლი და სხვა ტექ­ნი­კა გა­ა­ნად­გუ­რა.

ეს მარ­თ­ლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი ციფ­რე­ბი ცო­ტა რთუ­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მით უმე­ტეს, რომ საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნის შე­დე­გე­ბი თა­ვად პი­ლო­ტის მო­ნა­ყო­ლით იწე­რე­ბო­და და იშ­ვი­ა­თად ახ­ლავ­და და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სა­ხით.

საბ­ჭო­თა მო­ი­ე­რი­შე პი­ლო­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც Bკ-2 ტი­პის მო­ი­ე­რი­შე თვი­თმ­ფ­რი­ნა­ვე­ბით იბ­რ­ძოდ­ნენ, ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე კა­პი­ტა­ნი ზაქ­რო ხი­ტა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ერ­თო ჯამ­ში 69 ტან­კი გა­ა­ნად­გუ­რა.

მარ­თა­ლია, კა­პი­ტან ხი­ტა­ლიშ­ვილ­ზე ერ­თით მე­ტი, 70 ტან­კი კა­პი­ტან ბონ­და­რენ­კო­საც ჰქო­ნია აფეთ­ქე­ბუ­ლი, მაგ­რამ მას ამის­თ­ვის 241 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნა დას­ჭირ­და.

კა­პი­ტან­მა ზაქ­რო ხი­ტა­ლიშ­ვილ­მა სულ რა­ღაც 106 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნის დროს 69 ტან­კის გარ­და, გერ­მა­ნე­ლებს კი­დევ 31 ჯავ­შან­მან­ქა­ნა აუ­ფეთ­ქა, ხო­ლო აე­როდ­რო­მებ­ზე 29 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი გა­უ­ნად­გუ­რა (მათ­გან რამ­დე­ნი­მე თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი მათ შო­რის "მე­სერ­შ­მი­ტიც" სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლა­ში ჩა­მო­აგ­დო).

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქართველი მოიერიშე, რომელმაც 69 ტანკი, 31 ჯავშანმანქანა და 29 თვითმფრინავი გაანადგურა

ქართველი მოიერიშე, რომელმაც 69 ტანკი, 31 ჯავშანმანქანა და 29 თვითმფრინავი გაანადგურა

კა­პი­ტან­მა ხი­ტა­ლიშ­ვილ­მა 106 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნი­სას 69 გერ­მა­ნუ­ლი ტან­კი, 31 ჯავ­შან­მან­ქა­ნა და 29 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი გა­ა­ნად­გუ­რა, რაც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი იყო საბ­ჭო­თა მო­ი­ე­რი­შე ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

22 წლის კა­პი­ტან ზაქ­რო ხი­ტა­ლიშ­ვილს 1944 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. ქარ­თ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ან მო­ი­ე­რი­შე პი­ლო­ტად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი.

სა­ერ­თოდ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს საბ­რ­ძო­ლო შე­დე­გი­ა­ნო­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად გერ­მა­ნუ­ლი "ლი­უფ­ტ­ვა­ფეს" პი­ლო­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნუ­ლი ავი­ა­ცი­ის ასს, ერიხ ჰარ­ტ­მანს, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის 352 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი ჰყავ­და ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლებ­ში. საბ­ჭო­თა ასე­ბის სი­ას კი ივან კო­ჟე­დუ­ბი ედ­გა სა­თა­ვე­ში 64 გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით.

გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის პი­ლო­ტე­ბის გარ­და, თა­ვი­ან­თი ასე­ბი ჰყავ­დათ მო­ი­ე­რი­შე ავი­ა­ცი­ის მფრი­ნა­ვებ­საც, რო­მელ­თა საბ­რ­ძო­ლო ამო­ცა­ნა ჰა­ერ­ში ბრძო­ლა კი არა, არა­მედ ხმელეთ­ზე ზუს­ტი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყ­მის მი­ყე­ნე­ბა გახ­ლ­დათ.

თუ­კი ის­ტო­რი­კო­სებს და­ვუ­ჯე­რებთ, აქაც გერ­მა­ნე­ლი პი­ლო­ტი ჰანს ულ­რიხ რუ­დე­ლი ლი­დე­რობს, რო­მელ­მაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს თურ­მე 2530 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნა შე­ას­რუ­ლა ჟუნ­კერს ჟუ 87 ტი­პის მო­პი­კი­რე ბომ­ბ­დამ­შე­ნით (მო­ი­ე­რი­შით) და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის 519 ტან­კი, 150 თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი, 4 ჯავ­შან­მა­ტა­რე­ბე­ლი, 800 ავ­ტო­მო­ბი­ლი და სხვა ტექ­ნი­კა გა­ა­ნად­გუ­რა.

ეს მარ­თ­ლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი ციფ­რე­ბი ცო­ტა რთუ­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მით უმე­ტეს, რომ საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნის შე­დე­გე­ბი თა­ვად პი­ლო­ტის მო­ნა­ყო­ლით იწე­რე­ბო­და და იშ­ვი­ა­თად ახ­ლავ­და და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სა­ხით.

საბ­ჭო­თა მო­ი­ე­რი­შე პი­ლო­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც Bკ-2 ტი­პის მო­ი­ე­რი­შე თვი­თმ­ფ­რი­ნა­ვე­ბით იბ­რ­ძოდ­ნენ, ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე კა­პი­ტა­ნი ზაქ­რო ხი­ტა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ერ­თო ჯამ­ში 69 ტან­კი გა­ა­ნად­გუ­რა.

მარ­თა­ლია, კა­პი­ტან ხი­ტა­ლიშ­ვილ­ზე ერ­თით მე­ტი, 70 ტან­კი კა­პი­ტან ბონ­და­რენ­კო­საც ჰქო­ნია აფეთ­ქე­ბუ­ლი, მაგ­რამ მას ამის­თ­ვის 241 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნა დას­ჭირ­და.

კა­პი­ტან­მა ზაქ­რო ხი­ტა­ლიშ­ვილ­მა სულ რა­ღაც 106 საბ­რ­ძო­ლო გაფ­რე­ნის დროს 69 ტან­კის გარ­და, გერ­მა­ნე­ლებს კი­დევ 31 ჯავ­შან­მან­ქა­ნა აუფეთ­ქა, ხო­ლო აეროდ­რო­მებ­ზე 29 თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი გა­უ­ნად­გუ­რა (მათ­გან რამ­დე­ნი­მე თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი მათ შო­რის "მე­სერ­შ­მი­ტიც" სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლა­ში ჩა­მო­აგ­დო).

იხილეთ სტატია სრულად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე