მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფერის თაროს შეიძენს რატი დურგლიშვილი წიგნის ფესტივალზე
რა ფერის თაროს შეიძენს რატი დურგლიშვილი წიგნის ფესტივალზე

უკვე დიდი ხა­ნია, რაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წიგ­ნის დღედ ყო­ველ­თვი­უ­რად ორი ორ­შა­ბა­თი იქცა. ამ დღე­ებ­ში ჟურ­ნალ "კვი­რის პა­ლიტ­რას" მოჰ­ყვე­ბა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რია "50+ბიბ­ლია+49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ". ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ ამ პრო­ექ­ტმა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი კი­თხვის­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა, მაგ­რამ გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა, სად წა­ვი­ღოთ ამ­დე­ნი კარ­გი წიგ­ნი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ჩვენს სახ­ლს ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის ამა­ზე ხში­რად წუ­წუ­ნებ­დნენ პრო­ექ­ტის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც.

"გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L"-მა ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა და კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და დი­ზა­ი­ნის შექ­მნა­ში. მკი­თხვე­ლის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი თა­რო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ის გან­თავ­სე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სე­რი­ას უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე აგ­რო­ვებს. მათ შო­რის არის მომ­ღე­რა­ლი რატი დურ­გლიშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც "ფე­ის­ბუქ­ზე" პრო­ექ­ტის გვერ­დიც და­ლა­ი­ქე­ბუ­ლი აქვს.

რატი:

- ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, და­წყე­ბის დღი­დან მთე­ლი ოჯა­ხი ჩარ­თუ­ლი ვართ და რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემპლა­რად ვაგ­რო­ვებთ. მა­გა­ლი­თად, ცალ­კე ვუგ­რო­ვებთ ჩემს დის­შვილს. ეს წიგ­ნე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან დიდი შე­ნა­ძე­ნია. მერ­წმუ­ნეთ, არც ერთი წიგ­ნი არ გვაქვს გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი.

- რატი, "პა­ლიტ­რა L" არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შანსს აძ­ლევს ერ­თგულ მკი­თხველს, დამ­ზად­და სპე­ცი­ა­ლუ­რი თა­რო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც შე­გიძ­ლია, შეგ­რო­ვე­ბუ­ლი სე­რია გა­ნა­თავ­სო.

- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, სი­ხა­რუ­ლით შე­ვი­ძენთ. ჩემს ოჯახს გა­უ­ხარ­დე­ბა. დედა, მამა, ყვე­ლა ამ პრო­ექ­ტის ერ­თგუ­ლია. დიდ საქ­მეს აკე­თებთ.

- სამი ფე­რის თა­რო­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნი გაქვს: შავი, თეთ­რი და ყა­ვის­ფე­რი, რო­მელს შე­არ­ჩევ?

- იმ­დე­ნად ლა­მა­ზი წიგ­ნე­ბია, მა­ღა­ლი პო­ლიგ­რა­ფი­ით, რომ ვფიქ­რობ, შავი თარო მო­უხ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს ოქ­როს­ფე­რი ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც ყვე­ლა წიგნს ახა­ტია.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, თა­რო­ე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე 29 მა­ი­სი­დან 1 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში, "პა­ლიტ­რა L"-ის სტენდთან. ერთ თა­რო­ზე ეტე­ვა მხო­ლოდ 50 წიგ­ნი, მთე­ლი სე­რი­ის, ანუ 100 წიგ­ნის და­სა­ტე­ვად ორი თარო იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ფეს­ტი­ვა­ლო ფასი იქ­ნე­ბა 99 ლარი. აარ­ჩი­ეთ, შავი, თეთ­რი და ყა­ვის­ფე­რი და გა­ა­ლა­მა­ზეთ ინ­ტე­რი­ე­რი.

შემ­დეგ­ში თა­რო­ე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ებ­ში, ისე დაკ­ვე­თით, კუ­რი­ე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ფერის თაროს შეიძენს რატი დურგლიშვილი წიგნის ფესტივალზე

რა ფერის თაროს შეიძენს რატი დურგლიშვილი წიგნის ფესტივალზე

უკვე დიდი ხანია, რაც სრულიად საქართველოსთვის წიგნის დღედ ყოველთვიურად ორი ორშაბათი იქცა. ამ დღეებში ჟურნალ ''კვირის პალიტრას'' მოჰყვება ყველაზე პოპულარული სერია ''50+ბიბლია+49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ''. ყველა აღიარებს, რომ ამ პროექტმა მოსახლეობის დიდი ნაწილი კითხვისკენ შემოაბრუნა, მაგრამ გაჩნდა პრობლემა, სად წავიღოთ ამდენი კარგი წიგნი, რომელიც რეალურად ჩვენს სახლს ძალიან მოუხდება. სხვათა შორის ამაზე ხშირად წუწუნებდნენ პროექტის ერთგული მხარდამჭერებიც.

''გამომცემლობა პალიტრა L''-მა ერთგული მკითხველისთვის საუკეთესო გამოსავალი იპოვა და კონკურსი გამოაცხადა დიზაინის შექმნაში. მკითხველის აქტიური მონაწილეობით, შეიქმნა სპეციალური თაროები, რომლებზეც საყვარელი სერიის განთავსება შეგიძლიათ.

ამ არაჩვეულებრივ სერიას უამრავი ცნობილი სახე აგროვებს. მათ შორის არის მომღერალი რატი დურგლიშვილიც, რომელსაც ''ფეისბუქზე'' პროექტის გვერდიც დალაიქებული აქვს.

რატი:

- ძალიან კარგი პროექტია, დაწყების დღიდან მთელი ოჯახი ჩართული ვართ და რამდენიმე ეგზემპლარად ვაგროვებთ. მაგალითად, ცალკე ვუგროვებთ ჩემს დისშვილს. ეს წიგნები თითოეული ოჯახისთვის ძალიან დიდი შენაძენია. მერწმუნეთ, არც ერთი წიგნი არ გვაქვს გამოტოვებული.

- რატი, ''პალიტრა L'' არაჩვეულებრივ შანსს აძლევს ერთგულ მკითხველს, დამზადდა სპეციალური თაროები, რომლებზეც შეგიძლია, შეგროვებული სერია განათავსო.

- ძალიან სასიამოვნოა, სიხარულით შევიძენთ. ჩემს ოჯახს გაუხარდება. დედა, მამა, ყველა ამ პროექტის ერთგულია. დიდ საქმეს აკეთებთ.

- სამი ფერის თაროების არჩევანი გაქვს: შავი, თეთრი და ყავისფერი, რომელს შეარჩევ?

- იმდენად ლამაზი წიგნებია, მაღალი პოლიგრაფიით, რომ ვფიქრობ, შავი თარო მოუხდება. განსაკუთრებულად მომწონს ოქროსფერი ვარსკვლავი, რომელიც ყველა წიგნს ახატია.

როგორც გავარკვიეთ, თაროები გაიყიდება წიგნის ფესტივალზე 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ''ექსპო ჯორჯიას'' მე-11 პავილიონში, ''პალიტრა L''-ის სტენდთან. ერთ თაროზე ეტევა მხოლოდ 50 წიგნი, მთელი სერიის, ანუ 100 წიგნის დასატევად ორი თარო იქნება საჭირო.

სპეციალური საფესტივალო ფასი იქნება 99 ლარი. აარჩიეთ, შავი, თეთრი და ყავისფერი და გაალამაზეთ ინტერიერი.

შემდეგში თაროების შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ''ბიბლუსის" მაღაზიებში, ისე დაკვეთით, კურიერის მომსახურებით!

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს