Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გამართლდა
ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გამართლდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ე.წ. კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სპირ­ტის საქ­მე­ზე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი გა­ა­მარ­თლა. მო­სა­მარ­თლემ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

კე­ზე­რაშ­ვილს სპირ­ტის კონ­ტრა­ბან­და და 13 მი­ლი­ო­ნამ­დე თან­ხის ქრთა­მად აღე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად. ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ ამა­ვე საქ­მე­ზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო კე­ზე­რაშ­ვი­ლის სიძე მეირ ჯა­ნაშ­ვი­ლი.

ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, საფ­რან­გეთ­ში 2013 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს.

საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ძრულ საქ­მე­ებს, მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის სამი საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი, კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სპირ­ტის საქ­მეა, მე­ო­რე კი - ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" და რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბის საქ­მე, სა­დაც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბრალ­დე­ბუ­ლია გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ბრალს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როს­თან ალექ­სან­დრე ნი­ნუ­ას­თან ერ­თად, ბი­უ­ჯე­ტის გაფ­ლან­გვით, 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ევ­როს მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გამართლდა

ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გაამართლა. მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად. ამასთან, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნო კეზერაშვილის სიძე მეირ ჯანაშვილი.

ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს.

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილზე საქართველოში აღძრულ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი, კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი - ტელეკომპანია "იმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ