პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახუშტი მენაბდე - პრეზიდენტმა დღევანდელი აქტით საკუთარ პრივილეგიას გაუსვა ხაზი
ვახუშტი მენაბდე - პრეზიდენტმა დღევანდელი აქტით საკუთარ პრივილეგიას გაუსვა ხაზი

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დეს აზ­რით, "პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რად რე­ა­ლო­ბა­ში ეს კარ­გად ჩაჯ­და".

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"არის რამ­დე­ნი­მე პირი, ვი­საც აქვს უფ­ლე­ბა, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­როს ხელი ყო­ველ­გვა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­რე­შე, მათ შო­რი­საა პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ე­რი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. ასე რომ, პრე­მი­ე­რის მიერ ხელ­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში ამ ხელ­მო­წე­რის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და ავ­თენ­ტუ­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ დად­გე­ბო­და, მაგ­რამ ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, თუ ვისი იყო პირ­ვე­ლა­დი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ვის შე­ეძ­ლო ამის გა­კე­თე­ბა და ცხა­დია, ეს იყო პრე­ზი­დენ­ტი. უბ­რა­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის მიერ დღეს გა­მო­ცე­მუ­ლი აქ­ტით, მან ხაზი გა­უს­ვა სა­კუ­თარ პრი­ვი­ლე­გი­ას. ჩემი აზ­რით, ეს მისი მხრი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ბი­ჯი იყო და რამ­დე­ნი­მე რა­მეს ნიშ­ნავს: პირ­ვე­ლი - პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ მე ვწყვეტ, ვინ აწერს ხელს და კი ბა­ტო­ნო, ეს იყოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, თუ მას უნდა; მე­ო­რე - ამ აქ­ტით მან წერ­ტი­ლი და­უს­ვა დის­კუ­სი­ას, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბებს წარ­მო­შობ­და იმ თე­მა­ზე, ქვე­ყა­ნა­ში თან­ხმდე­ბა თუ არა ორი პირი ამ ხელ­მო­წე­რის პრი­ვი­ლე­გი­ა­ზე; მე­სა­მე - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი დავა, არის თუ არა ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­მი­ე­რის მიერ ხელ­მო­წე­რა, ასე­ვე მთავ­რდე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ამ აქ­ტით", - გა­ნა­ცხა­და ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯი სი­ნამ­დვი­ლე­ში არის არა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის ხელ­მო­წე­რა­ზე, არა­მედ უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი.

"ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო, მაგ­რამ პრე­ზი­დენტს ჰქონ­და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მან გა­მო­ი­ყე­ნა იგი. სა­მარ­თლებ­რი­ვად ამის არა­ნა­ი­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იდგა, თუმ­ცა ეს იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ი­ყე­ნა და ძა­ლი­ან კარ­გად ჩაჯ­და იმ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს. აქ სა­მარ­თლებ­რივ დარ­ღვე­ვა არა­ფე­რი არ არის პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან, თუმ­ცა არც გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო სა­მარ­თლებ­რი­ვად და პო­ლი­ტი­კუ­რად, ეს ძა­ლი­ან კარ­გად ჩაჯ­და არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში", - დას­ძი­ნა მე­ნაბ­დემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა, და­ვით პა­ტა­რა­ი­ამ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ერთჯე­რა­დად პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­დას­ცა.

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას ბრი­უ­სელ­ში, 2014 წლის 27 ივ­ნისს მო­ა­წერს ხელს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვახუშტი მენაბდე - პრეზიდენტმა დღევანდელი აქტით საკუთარ პრივილეგიას გაუსვა ხაზი

ვახუშტი მენაბდე - პრეზიდენტმა დღევანდელი აქტით საკუთარ პრივილეგიას გაუსვა ხაზი

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდეს აზრით, "პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების სამართლებრივი აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა პოლიტიკურად რეალობაში ეს კარგად ჩაჯდა".

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვახუშტი მენაბდემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

"არის რამდენიმე პირი, ვისაც აქვს უფლება, ასოცირების ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი ყოველგვარი სპეციალური უფლებამოსილების გარეშე, მათ შორისაა პრეზიდენტი, პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ასე რომ, პრემიერის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში ამ ხელმოწერის ლეგიტიმურობა და ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ ვისი იყო პირველადი უფლებამოსილება, პირველ რიგში, ვის შეეძლო ამის გაკეთება და ცხადია, ეს იყო პრეზიდენტი. უბრალოდ პრეზიდენტის მიერ დღეს გამოცემული აქტით, მან ხაზი გაუსვა საკუთარ პრივილეგიას. ჩემი აზრით, ეს მისი მხრიდან ძალიან საინტერესო ნაბიჯი იყო და რამდენიმე რამეს ნიშნავს: პირველი - პრეზიდენტი ამბობს, რომ მე ვწყვეტ, ვინ აწერს ხელს და კი ბატონო, ეს იყოს პრემიერ-მინისტრი, თუ მას უნდა; მეორე - ამ აქტით მან წერტილი დაუსვა დისკუსიას, რომელიც საერთაშორისო დონეზე შესაძლოა, გარკვეულ უხერხულობებს წარმოშობდა იმ თემაზე, ქვეყანაში თანხმდება თუ არა ორი პირი ამ ხელმოწერის პრივილეგიაზე; მესამე - მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში შესაძლო ნებისმიერი დავა, არის თუ არა ლეგიტიმური პრემიერის მიერ ხელმოწერა, ასევე მთავრდება პრეზიდენტის ამ აქტით", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი ნაბიჯი სინამდვილეში არის არა უფლებამოსილების მინიჭება პრემიერ-მინისტრისთვის ხელმოწერაზე, არამედ უფრო პოლიტიკური ნაბიჯი.

"ეს აუცილებელი არ იყო, მაგრამ პრეზიდენტს ჰქონდა ეს შესაძლებლობა და მან გამოიყენა იგი. სამართლებრივად ამის არანაირი აუცილებლობა არ იდგა, თუმცა ეს იყო შესაძლებლობა, რაც პრეზიდენტმა გამოიყენა და ძალიან კარგად ჩაჯდა იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც დღეს არსებობს. აქ სამართლებრივ დარღვევა არაფერი არ არის პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა არც გარდაუვალი აუცილებლობა იყო სამართლებრივად და პოლიტიკურად, ეს ძალიან კარგად ჩაჯდა არსებულ რეალობაში", - დასძინა მენაბდემ.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დავით პატარაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა.

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა