საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შევარდნაძეს - 400, მარგველაშვილს - 6900 - პირველი პირების ხელფასების ზრდის დინამიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში
შევარდნაძეს - 400, მარგველაშვილს - 6900 - პირველი პირების ხელფასების ზრდის დინამიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 10-12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს ზრდა რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. 2002 წლი­დან დღემ­დე დე­პუ­ტა­ტის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი, სა­შუ­ა­ლოდ, 2426%-ით გა­ი­ზარ­და, მი­ნის­ტრის - 2930%-ით, პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სი კი-1625%-ით. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის ხელ­ფა­სის მა­ტე­ბას "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" კო­რუფ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ხსნი­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ხელ­ფა­სი "ბევ­რი მუ­შა­ო­ბის" გამო მო­ი­მა­ტეს.

"რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი" თვე­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 150 ლარს იღებ­დნენ, 2003 წლის შემ­დეგ კა­ნონ­მდებ­ლის ხელ­ფა­სი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზარ­და და სა­ბო­ლო­ოდ 2000 ლარი გახ­და. დღეს კი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რი­გი­თი წევ­რის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 3790 ლარს შე­ად­გენს, ისიც მა­შინ, თუ დე­პუ­ტა­ტი არ არის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და ა.შ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის ხელ­ფა­სი 2426%-ით გა­ი­ზარ­და.

ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სი 1625%-ით გა­ი­ზარ­და. თუ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბი­სას მისი ხელ­ფა­სი იყო 400 ლარი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 6900 ლარს შე­ად­გენს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი მის წი­ნა­მორ­ბედ­თან შე­და­რე­ბით 1070%-ით მეტ ხელ­ფასს იღებ­და, მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 4720 ლარი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას. 2003 წლამ­დე მი­ნის­ტრის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 165 ლარს შე­ად­გენ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სი 3540 ლარი იყო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას კი მი­ნის­ტრის ხელ­ფას­მა ცვლი­ლე­ბა ორ­ჯერ გა­ნი­ცა­და. ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა მისი გუნ­დის წევ­რებს ხელ­ფა­სი გა­უ­ზარ­და, მოქ­მედ­მა პრე­მი­ერ­მა კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო, ისევ შე­უმ­ცი­რა. დღეს მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სი სა­შე­მო­სავ­ლოს დაქ­ვით­ვით 5000 ლა­რია. სა­ერ­თო ჯამ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფა­სი 2930%-ით გა­ი­ზარ­და.

ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი და ხელ­ფა­სე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ხე­ლე­თა ხელ­ფასს წმინ­და სიმ­ბო­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც რი­გი­თი ჩი­ნოვ­ნი­კის ხელ­ფა­სი 200-300 ლარ­საც კი არ სცილ­დე­ბო­და. 2003 წლის შემ­დეგ ხელ­ფა­სე­ბის ფორ­სი­რე­ბუ­ლი ზრდა და­ი­წყო, რა­საც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი მთავ­რო­ბა კო­რუფ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით ხსნი­და.

მი­ნის­ტრებს, დე­პუ­ტა­ტებს ხელ­ფა­სე­ბი გა­ე­ზარ­დათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დე­გაც. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ისე­დაც მა­ღა­ლი ხელ­ფა­სის გაზ­რდა, პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვის და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში დე­პუ­ტა­ტის ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 150 ლარს შე­ად­გენ­და. 2004 წლი­დან კი კა­ნონ­მდებ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 2000 ლარი გახ­და, რა­საც ყო­ველ­თვი­უ­რი თუ ყო­ველკ­ვარ­ტა­ლუ­რი პრე­მია ემა­ტე­ბო­და.

დღე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი, ანუ წე­ლი­წად­ში 24 000 ლა­რით. დე­პუ­ტა­ტებს ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბიც აქვთ გან­სა­ზღვრუ­ლი და სა­შუ­ა­ლოდ ერთი დე­პუ­ტა­ტის შე­ნახ­ვა ბი­უ­ჯეტს წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი ლარი, თვე­ში 4000 ლარ­ზე მეტი უჯ­დე­ბა. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ ხელ­ფა­სი­სა და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბის გარ­და, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბა ასე­ვე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო, სა­მივ­ლი­ნე­ბო, საწ­ვა­ვი­სა და ბი­ნის ქი­რის ხარ­ჯიც.

დე­პუ­ტა­ტე­ბი არ იღე­ბენ პრე­მი­ებს, თუმ­ცა ყო­ველ­თვი­უ­რად ეძ­ლე­ვათ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი. 2013 წლის 1-ელი იან­ვრი­დან სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი ასე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - 3 905 ლარი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - 3 570 ლარი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე - 3 505 ლარი. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რე­ბი, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე - 2 705 ლარი, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე - 2 635 ლარი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სხვა დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე - 2 105 ლარი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - 1 970 ლარი, კო­მი­ტე­ტი­სა და ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი -1 905 ლარი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი- 1790 ლარი.

შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 3790 ლარს შე­ად­გენს. ესეც მა­შინ, თუ კა­ნონ­მდე­ბე­ლი არც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეა, არც თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, არც უმ­რავ­ლე­სო­ბის და არც უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი.

მო­მა­ვალ­ში კი პარ­ლა­მენ­ტა­რებს ხელ­ფა­სი გა­ეზ­რდე­ბათ და თა­ნაც აუ­ცი­ლებ­ლად. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ უკვე მო­ი­თხო­ვა ბი­უ­ჯე­ტის 2,6 მლნ ლა­რით გაზ­რდა, სა­ი­და­ნაც ნა­წი­ლი ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა­ზე, ნა­წი­ლი კი ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის 54,7 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2015 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" დად­გე­ნი­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლებ­მა უკვე მი­ი­ღეს და ამ დო­კუ­მენ­ტით მთავ­რო­ბას მი­მარ­თეს - თუ რა ოდე­ნო­ბით უნდა გან­სა­ზღვროს უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თვის თან­ხა 2015 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში. მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა არა აქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­რა­მეტ­რი შე­ამ­ცი­როს, მას შე­უძ­ლია, ეს პა­რა­მეტ­რე­ბი მხო­ლოდ გა­ზარ­დოს. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში გან­მარ­ტა­ვენ, დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის დროს მი­ღე­ბულ საპ­როგ­ნო­ზო პა­რა­მეტ­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფასს. თუ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სი სიმ­ბო­ლუ­რი, სულ რა­ღაც 160-200 ლარი იყო, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის წევრთა ანა­ზღა­უ­რე­ბა 3540 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი, მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სი 7875 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და (სა­შე­მო­სავ­ლოს დაქ­ვით­ვით 6300 ლარი).

იხი­ლეთ ვრცლად

შევარდნაძეს - 400, მარგველაშვილს - 6900 - პირველი პირების ხელფასების ზრდის დინამიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში

შევარდნაძეს - 400, მარგველაშვილს - 6900 - პირველი პირების ხელფასების ზრდის დინამიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში

საქართველოში ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩინოვნიკების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ზრდა რამდენჯერმე მოხდა. 2002 წლიდან დღემდე დეპუტატის საშუალო ხელფასი, საშუალოდ, 2426%-ით გაიზარდა, მინისტრის - 2930%-ით, პრეზიდენტის ხელფასი კი-1625%-ით. თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებას "ნაცმოძრაობა" კორუფციის შემცირების მიზნით ხსნიდა, "ქართული ოცნება" კი ირწმუნება, რომ ხელფასი "ბევრი მუშაობის" გამო მოიმატეს.

"რევოლუციამდელი პარლამენტარები" თვეში ხელფასის სახით 150 ლარს იღებდნენ, 2003 წლის შემდეგ კანონმდებლის ხელფასი რამდენჯერმე გაიზარდა და საბოლოოდ 2000 ლარი გახდა. დღეს კი საქართველოს პარლამენტის რიგითი წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3790 ლარს შეადგენს, ისიც მაშინ, თუ დეპუტატი არ არის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართველი დეპუტატების ხელფასი 2426%-ით გაიზარდა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ხელფასი 1625%-ით გაიზარდა. თუ შევარდნაძის მმართველობისას მისი ხელფასი იყო 400 ლარი, გიორგი მარგველაშვილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6900 ლარს შეადგენს. მიხეილ სააკაშვილი კი მის წინამორბედთან შედარებით 1070%-ით მეტ ხელფასს იღებდა, მისი თანამდებობრივი სარგო წლების განმავლობაში 4720 ლარი იყო.

რაც შეეხება მთავრობის წევრების ანაზღაურებას. 2003 წლამდე მინისტრის საშუალო ხელფასი 165 ლარს შეადგენდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მინისტრის ხელფასი 3540 ლარი იყო, "ქართული ოცნების" მმართველობისას კი მინისტრის ხელფასმა ცვლილება ორჯერ განიცადა. ყოფილმა პრემიერმა მისი გუნდის წევრებს ხელფასი გაუზარდა, მოქმედმა პრემიერმა კი, საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ისევ შეუმცირა. დღეს მინისტრის ხელფასი საშემოსავლოს დაქვითვით 5000 ლარია. საერთო ჯამში, დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველი მინისტრების ხელფასი 2930%-ით გაიზარდა.

ჩინოვნიკები და ხელფასები

საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მოხელეთა ხელფასს წმინდა სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, განსაკუთრებით ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც რიგითი ჩინოვნიკის ხელფასი 200-300 ლარსაც კი არ სცილდებოდა. 2003 წლის შემდეგ ხელფასების ფორსირებული ზრდა დაიწყო, რასაც "ვარდების რევოლუციის" გზით ხელისუფლებაში მოსული მთავრობა კორუფციის შემცირების მიზნით ხსნიდა.

მინისტრებს, დეპუტატებს ხელფასები გაეზარდათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც. თუმცა, ამჯერად მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ჩინოვნიკების ისედაც მაღალი ხელფასის გაზრდა, პრაქტიკულად არავის დაუსახელებია.

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი 150 ლარს შეადგენდა. 2004 წლიდან კი კანონმდებლების საშუალო ხელფასი 2000 ლარი გახდა, რასაც ყოველთვიური თუ ყოველკვარტალური პრემია ემატებოდა.

დღესაც საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური ხელფასი, კანონის მიხედვით, 2000 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, ანუ წელიწადში 24 000 ლარით. დეპუტატებს ყოველთვიური სახელფასო დანამატებიც აქვთ განსაზღვრული და საშუალოდ ერთი დეპუტატის შენახვა ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ლარი, თვეში 4000 ლარზე მეტი უჯდება. საგულისხმოა ისიც, რომ ხელფასისა და სახელფასო დანამატების გარდა, პარლამენტის წევრებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე საკომუნიკაციო, სამივლინებო, საწვავისა და ბინის ქირის ხარჯიც.

დეპუტატები არ იღებენ პრემიებს, თუმცა ყოველთვიურად ეძლევათ სახელფასო დანამატი. 2013 წლის 1-ელი იანვრიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი ასე განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარე - 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 3 505 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე - 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე - 2 105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები -1 905 ლარი, პარლამენტის წევრი- 1790 ლარი.

შესაბამისად, გამოდის, რომ დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3790 ლარს შეადგენს. ესეც მაშინ, თუ კანონმდებელი არც პარლამენტის თავმჯდომარეა, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის ლიდერი.

მომავალში კი პარლამენტარებს ხელფასი გაეზრდებათ და თანაც აუცილებლად. საკანონმდებლო ორგანომ უკვე მოითხოვა ბიუჯეტის 2,6 მლნ ლარით გაზრდა, საიდანაც ნაწილი ხელფასების მატებაზე, ნაწილი კი ავტოპარკის განახლებაზე გადანაწილდება. საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54,7 მილიონი ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ" დადგენილება კანონმდებლებმა უკვე მიიღეს და ამ დოკუმენტით მთავრობას მიმართეს - თუ რა ოდენობით უნდა განსაზღვროს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის თანხა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მთავრობას უფლება არა აქვს, აღნიშნული პარამეტრი შეამციროს, მას შეუძლია, ეს პარამეტრები მხოლოდ გაზარდოს. როგორც პარლამენტში განმარტავენ, დადგენილებით დამტკიცებული პარამეტრები სრულად შეესაბამება 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს მიღებულ საპროგნოზო პარამეტრებს.

რაც შეეხება მინისტრების ხელფასს. თუ ვარდების რევოლუციამდე მინისტრის ხელფასი სიმბოლური, სულ რაღაც 160-200 ლარი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის წევრთა ანაზღაურება 3540 ლარამდე გაიზარდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მინისტრის ხელფასი 7875 ლარამდე გაიზარდა (საშემოსავლოს დაქვითვით 6300 ლარი).

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა